ჟან მონეს პროგრამის საინფორმაციო დღე

[For English scroll down]

28 თებერვალს, Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა საქართველოში ჟან მონეს პროგრამის საინფორმაციო დღე გამართა.

ღონისძინება გახსნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა. Შესავალ ნაწილში, დამსწრე აუდიტორიას, ასევე, სიტყვით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კახა ხანდოლიშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პროგრამასთან ასოცირების პროცესისა და Erasmus+ ეროვნულ ოფისის აქტივობების მიმართ. 

ღონისძიების Მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესაძლებლობებს შესახებ, მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს ჟან მონეს მიმართულების ევროკომისიის კოორდინატორს ქალბატონ ედით გენსერს და საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორს მარიამ სულაშვილს. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კატალინ გერმანი, რომელმაც ხაზი გასუვა განათლების სექტორის დამსახურებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. Ღონისძიების მეორე ნაწილში ქართველმა ბენეფიციარებმა მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში. 

ღონისძიება ჩატარდა, როგორც ფიზიკურ ასევე, ვირტუალურ ფორმატში. ღონისძიების ფიზიკურ ნაწილს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უმასპინძლა.


Jean Monnet Programme Information Day

 

On February 28, the National Erasmus+ Office in Georgia organized the Jean Monnet Programme Information Day.

The event was opened with an address by Mr. Teimuraz Dochviri, the Head of the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia. During the opening speeches, Mr.  Kakha Khandolishvili – the Head of International Relations and Strategic Development, conveyed the endorsement of the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia for the association of Georgia with the Erasmus+ Programme. This support extends to facilitating the operations of the National Erasmus+ Office in Georgia.

Attendees received comprehensive information about the Programme, and had the opportunity to engage in discussions and pose questions to the Jean Monnet Programme coordinator of the European Commission, Mrs. Edith Genser, as well as the coordinator of the National Erasmus+ Office in Georgia, Ms. Mariam Sulashvili. Mr. Catalin Gherman – Acting Head of Cooperation, EU Delegation to Georgia, was also present at the event. Mr. Gherman highlighted the significance of the education sector in Georgia’s European integration process.

During the latter part of the event, Georgian beneficiaries shared their experiences and best practices within the Jean Monnet Programme.

The event took place in both physical and virtual formats. The physical component of the event took place at the Shota Rustaveli National Scientific Foundation of Georgia.