კონფერენცია - „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების აქცენტით."

[For English scroll down]
 
4 ივნისს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის დირექტორი, მარიამ სულაშვილი, იყო ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ ორგანიზებულ, პანელურ დისკუსიაზე – „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების აქცენტით.“
 
ღონისძიება წარმოადგენდა დისკუსიის ერთგვარ პლატფორმას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციური პოლიტიკისა და აქტივობების როლის შესახებ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. სესიის მთავარი განხილვის თემა იყო, თუ როგორ შეიძლება კოორდინირებულმა მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ინიციატივებმა გააძლიეროს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და ინოვაციების ერთიანობას ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ.
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა, თუ როგორ უწყობს ხელს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციების აქტივობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს.
 
განათლების პანელზე, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის დირექტორმა ისაუბრა Erasmus+ პროგრამის მნიშვნელობაზე საქართველოს განათლების სექტორისთვის და მის როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საგანმანათლებლო პანელში, მარიამ სულაშვილთან ერთად, მონაწილეობდნენ European Neighbourhood Policy and Development at the Education and Youth Board of Estonia-ს და ENP-ს წარმომადგენლები.
 
მეორე პანელი, კვლევა და ინოვაცია, შედგებოდა the European Institute of Innovation and Technology (EIT)-ის, DLR-ის, GREDA-ს, Commonwealth Law Journal (Oxford University)-ის, Geocase-ს, COST Association-ის, და Emerging Europe-ის წარმომადგენლებისგან.
 

 
On the 4th of June, the Director of the NEO in Georgia, Mariam Sulashvili, was one of the keynote speakers at the Education Panel at the conference “Georgia’s European Integration: Science, Technology and Innovation in Focus,” organized by the University of Business and Technology (BTU).
 
The event provided a platform for discussion on the role of science, technology, and innovation policies and actions in the process of Georgia’s European integration. The session explored how coordinated science, technology, and innovation efforts can drive economic growth, enhance competitiveness, and foster innovation cohesion within and across Europe. It also examined how collaborative research and innovation actions contribute to bilateral and multilateral relations with EU member states.
 
During the Educational Panel, the director of the NEO in Georgia spoke about the importance of Erasmus+ for the education sector in Georgia and its role in Georgia’s European integration.
 
Alongside Mariam Sulashvili, representatives from the European Neighbourhood Policy and Development at the Education and Youth Board of Estonia and ENP participated in the Educational Panel.
 
The second panel, Research and Innovation, consisted of representatives from the European Institute of Innovation and Technology (EIT), DLR, GREDA, Commonwealth Law Journal (Oxford University), Geocase, COST Association, and Emerging Europe.
447822687_913070007290866_6410711308326143802_n