Erasmus + opportunities in the youth sector – webinar

ვებინარი: აღმოაჩინეთ Erasmus+ შესაძლებლობები ახალგაზრდულ სექტორში!

[For English scroll down]

11 ივნისს საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის და ახალგაზრდული ასოციაცია დრონის კოლაბორაციით გაიმართა ვებინარი – “აღმოაჩინეთ Erasmus+ შესაძლებლობები ახალგაზრდულ სექტორში!” 

ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ახალგაზრდები, რომელთაც სურთ გაეცნონ საერთაშორისო შესაძლებლობებს, გაიუმჯობესონ უნარები, გაიფართოონ თვალსაწიერი და მოახდინონ თავიანთი პიროვნული და პროფესიული ზრდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორმა მარიამ სულაშვილმა ისაუბრა Erasmus-ზე. პროგრამის თავისებურებებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდა სექტორისთვისაა ხელმისაწვდომი საქართველოში. 

ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეულმა სპიკერმა, ახალგაზრდული ასოციაცია დრონის ხელმძღვანელმა და საქართველოში ევროპის სოლიდარობის კორპუსის კოორდინატორმა, ბატონმა გიორგი კიკალიშვილმა, ისაუბრა Erasmus+-ის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებზე, პროგრამის აქტივობებზე, ხანგრძლივობაზე, სტრუქტურაზე, დასაშვებობის კრიტერიუმებზე, აპლიკაციის შევსებაზე, შერჩევის კრიტერიუმებზე და დაფინანსების შესაძლებლობებზე. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, დამსწრეებს და ღონისძიების სპიკერების შორის კითხვა პასუხის სესია გაიმართა. 

დიდ მადლობას ვუხდით მონაწილეებს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.

 


 

Webinar: Discover Erasmus+ Opportunities in the Youth Sector

 

On June 11th, the National Erasmus+ Office in Georgia, in collaboration with the Youth Association DRONI, organized a webinar titled “Discover Erasmus+ Opportunities in the Youth Sector!” This event was specially designed for young individuals eager to explore international opportunities that can enhance their skills, broaden their horizons, and contribute to their personal and professional growth.

In the first half of the event, the coordinator of the NEO in Georgia, Mariam Sulashvili, discussed the characteristics of the Erasmus+ Programme and the opportunities available within the Programme for Georgian youth.

In the second half of the event, the head of the Youth Association DRONI and the coordinator of the European Solidarity Corps in Georgia, Mr. Giorgi Kikalishvili, talked about the Erasmus+ youth exchange projects, types of activities involved, duration and structure of the youth exchanges, eligibility criteria, step-by-step guide to applying, and available funding experiences.

The last part of the event was dedicated to a Q&A session.

We would like to thank everyone for attending the event.