ერთი ინსტიტუციის ფარგლებში ინტეგრირებული ინტერნაციონალიზაცია

განათლებაში ინტერნაციონალიზაციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად ურთიერთობენ უნივერსიტეტები ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარესთან – სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, დამსაქმებლებთან, პოლიტიკის შემქმნელებთან და ეროვნულ ხელისუფლებასთან. მათი თანამშრომლობა უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების განვითარებას საზოგადოებისა და შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად, რაც ქმნის გლობალურად კომპეტენტურ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი საქმიანობით მოღვაწეობა ეროვნულ საზღვრებს მიღმაც.

აღნიშნული პროცესის გაძლიერების, ერთ-ერთი, ეფექტური მიდგომაა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან მიღებული უკუკავშირის შეგროვებაა. სტრუქტურირებული ინტერვიუები ეხმარება დაწესებულებებს იმის გაგებაში, თუ როგორ მოქმედებს უცხო ქვეყანაში თუ შინ მიღებული საერთაშორისო გამოცდილება, სტუდენტების სწავლის შედეგებზე, უნარებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე. მოცემული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული უკუკავშირი საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს დახვეწონ თავიანთი სტრატეგიები და შეუსაბამონ აკადემიური პროგრამები გლობალური შრომის ბაზრის რეალობას.

უცხოელი სტუდენტები და „შინ ინტერნაციონალიზაციის“ ინიციატივები, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მულტიკულტურული თანამშრომლობისა გაღრმავებაში-  ციფრული გაცვლის გზით, ადგილობრივ საკლასო ოთახებში გლობალური პერსპექტივების შემოტანით, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საერთაშორისო ექსპოზიციით, ფიზიკური მობილობის გარეშეც.

ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთი საინტერესო პრაქტიკაა “ინტეგრირებული ინტერნაციონალიზაცია”, რისი მაგალითიცაა ბელგიის გენტის უნივერსიტეტი, სადაც განათლების დეველოპერისა და საერთაშორისო ოფიცრის როლები გაერთიანებულია. მსგავსი ტიპის მიდგომა უზრუნველყოფს, რომ სასწავლო გეგმის შემუშავება და ინტერნაციონალიზაციის მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული, რაც უფრო თანმიმდევრულ და გავლენიან საგანმანათლებლო პრაქტიკას ქმნის.

არსებითად, მრავალფეროვანი დაინტერესებული მხარეების ჩართვა ფორმალობა არ არის – აღნიშნული წარმოადგენს მდგრადი, რელევანტური და ინოვაციური ინტერნაციონალიზაციის საფუძველს. როდესაც უნივერსიტეტები აერთიანებენ სტუდენტების, პედაგოგების, დამსაქმებლებისა და პოლიტიკის შემქმნელების პერსპექტივებს, ისინი ქმნიან ეკოსისტემას, სადაც განათლება ნამდვილად ემსახურება როგორც ადგილობრივ თემებს, ასევე ფართო საზოგადოებას.