[28.07.2025]
[For English scroll down]
ვორკშოპები: Erasmus+-ის პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები და ფინანსური მენეჯმენტი.
2025 წლის 25 ივლისს, NEO-ს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში Erasmus+-ის პრაქტიკული გამოცდილების მაგალითებისა და ფინანსური მენეჯმენტის შესახებ 5 ვორკშოპი ჩატარდა. ვორკშოპები NEO-ს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა გახსნეს.
ვორკშოპების მიზანი იყო ქართველი ბენეფიციარების Erasmus+-ის პროექტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, პრაქტიკული გამოცდილებისა და მიდგომების ხაზგასმით. ასევე, ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა, მომავალი აპლიკანტების შთაგონება და საქართველოში Erasmus+ ინიციატივების ხარისხისა და ხილვადობის გაძლიერება.
ვორქშოპებზე მოწვეულმა სპიკერებმა დამსწრეების საკუთარი პროექტები წარუდგინეს და პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილებები და რჩევები გაუზიარეს.
25 ივლისის ვორკშოპები:
- პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების გაზიარება ახალგაზრდულ სექტორში;
- პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების გაზიარება პროფესიული განათლების და სწავლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ (CB VET);
- პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების გაზიარება უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ (CBHE);
- პანელური დისკუსია – ჟან მონეს შესახებ პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების გაზიარება;
- Erasmus+ პროგრამების ფინანსური მენეჯმენტი ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით;
დიდ მადლობას ვუხდით მოწვეულ სპიკერებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და დამსწრეებს ვორკშოპებში ჩართულობისათვის.
***
Workshops: Erasmus+ Practical Experience Sharing and Financial Management
On July 25th, 2025, the National Erasmus+ Office in Georgia organized a series of workshops at the Biltmore Hotel focusing on practical experience sharing and financial management within the Erasmus+ programme.
The aim of the workshops was to showcase and promote Erasmus+ projects implemented by Georgian beneficiaries, highlighting effective practices and approaches. The event fostered knowledge-sharing, inspired prospective applicants, and contributed to enhancing the quality and visibility of Erasmus+ initiatives in Georgia.
Invited speakers presented their projects to the audience, sharing valuable insights, experiences, and practical tips essential for successful participation in the programme.
Workshops held on July 25th included:
- Practical Experience Sharing in the Youth Sector
- Practical Experience Sharing on Capacity Building in VET (CB VET)
- Practical Experience Sharing on Capacity Building in Higher Education (CBHE)
- Panel Discussion – Practical Experience Sharing on Jean Monnet Activities
- Financial Management for Erasmus+ Projects in the Georgian Context
We would like to sincerely thank all the speakers for their valuable contributions, and the participants for their active engagement throughout the event.
