პროფესიული და უმაღლესი განათლების და მათი დაინტერესებული მხარეების ინტეგრირება ინტერნაციონალიზაციაში

COVID-19 პანდემიის დროს ონლაინ სწავლებაზე გლობალურმა გადასვლამ ფუნდამენტურად შეცვალა ინტერნაციონალიზაციის ლანდშაფტი საგანმანათლებლო სისტემებში. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (უსდ) დიდი ხანია საერთაშორისო თანამშრომლობის სათავეში არიან, პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემები ახლა იწყებენ ყურადღების მიპყრობას, როგორც ამ სივრცის ახალი წევრები. პანდემიამ აჩვენა, რომ ინტერნაციონალიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მობილობით, მის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ ციფრული თანამშრომლობა, პარტნიორობა სასწავლო გეგმის შესაბამისობისობის უზრუნველყოფისთვის  და შინ განხორციელებული ინსტიტუციური პარტნიორობები.

პანდემიის დროს, „შინ ინტერნაციონალიზაციის“ კონცეფცია განათლებაში გლობალური ჩართულობის შენარჩუნების ცენტრალურ ინსტრუმენტად იქცა. ონლაინ გაკვეთილების, ერთობლივი ციფრული პროექტებისა და ვირტუალური გაცვლითი პროგრამების საშუალებით, სადაც როგორც სტუდენტებს, ისე პედაგოგებს შეეძლოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა,  ფიზიკური მობილობის გარეშე. აღნიშნულმა პერიოდმა დააჩქარა ინოვაციები და გამოკვეთა ახალი გზები ინსტიტუტუციებისთვის, რათა მოეხდინათ გლობალური პერსპექტივების ინტეგრირება სწავლების პროცესში.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა განათლებამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, პროფესიული განათლების სექტორი, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, შედარებით ნაკლებად შესწავლილი რჩება. აღნიშნული ხარვეზი, ნაწილობრივ, განპირობებულია პროფესიული განათლების ძლიერი ეროვნული ფოკუსირებით – მჭიდრო კავშირში ადგილობრივ შრომის ბაზრებთან და უნარების განვითარების ჩარჩოებთან. მიუხედავად ამისა, სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა უნარების შესაბამისობის გაუმჯობესებით, დასაქმების დონის გაზრდითა და ინდუსტრიებსა და ტრენინგ პროვაიდერებს შორის საზღვრებს შორისი თანამშრომლობის ხელშეწყობის საშუალებით.

ქვეყნების მიერ საერთაშორისო განათლების სტრატეგიების დახვეწასთან ერთად, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების სფეროს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა გადამწყვეტი იქნება უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი მიდგომის შესაქმნელად. მთავრობებს, ინსტიტუტებსა და ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს, რომ ინტერნაციონალიზაცია საერთო დღის წესრიგად იქცეს – ისეთად, რომელიც მხარს დაუჭერს არა მხოლოდ აკადემიურ მობილობას, არამედ სამუშაო ძალის დასაქმებისთვის მზაობას და ინოვაციებს, განათლების ყველა დონეზე.