უმაღლესი განათლების ბირთვში ინტერნაციონალიზაციის ინტეგრირება და ალიანსების მეშვეობით საზოგადოებების ჩართვა
დროთა განმავლობაში ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი დასახული მიზნიდან, თანამედროვე უმაღლესი განათლების სტრატეგიის განმსაზღვრელ პრინციპად იქცა. დღესდღეობით წამყვანი უნივერსიტეტები აღიარებენ, რომ საერთაშორისო ჩართულობა ინსტიტუციური და აკადემიური დაგეგმვის, ასევე საზოგადოების განვითარების ფუნდამენტში უნდა იყოს ჩაქსოვილი. ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების უნივერსიტეტის საერთო მიზნებთან დაკავშირებით, ინსტიტუტები არა მხოლოდ აძლიერებენ თავიანთ გლობალურ აქტუალობასა და კონკურენტუნარიანობას, არამედ ქმნიან ინოვაციის, თანამშრომლობისა და ინკლუზიურობის კულტურას, რაც სარგებელს მოუტანს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მთლიანად საზოგადოებას.
“კალასის ალიანსის” მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ამ თანხვედრას აკადემიური გამოცდილების ტრანსფორმაცია. ინტერნაციონალიზაციის უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებით, ალიანსმა შექმნა დინამიური გარემო, სადაც სწავლა სცდება საკლასო ოთახს. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ჰაკათონები, ერთობლივი პროექტები და საზღვრებს მიღმა (CROSS-BORDER) თანამშრომლობა, საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიყენონ თავიანთი ცოდნა რეალური სამყაროს გამოწვევებზე პასუხად, რაც ეხმარება მათ მომავალი პროფესიული როლების წარმოდგენაში და სწავლის შედეგების ხელშესახები გავლენის გააზრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებმა შესაძლოა თავიდანვე ვერ გაიგონ აღნიშნული ინიციატივების ღირებულება, ისინი ხშირად მოგვიანებით ხვდებიან, რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება აძლიერებს მათ პრაქტიკულ უნარებს, გუნდური მუშაობის შესაძლებლობებსა და გლობალურ თვალსაწიერს. ზემოთ აღნიშნული კომპონენტები, თავის მხრივ,წარმოადგენენ თანამედროვე შრომითი ბაზრის განუყოფელ ნაწილებს.
უფრო ფართო თვალსაზრისით, ინტერნაციონალიზაცია აძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს პარტნიორობების ხელშეწყობით, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებითა და ინოვაციური პოტენციალის გაუმჯობესებით. საერთაშორისო ქსელებში, ფაკულტეტის გაცვლით პროგრამებსა და თანამშრომლობით კვლევით პროექტებში მონაწილეობა ამაღლებს უნივერსიტეტის რეპუტაციას და ამავდროულად იზიდავს განსაკუთრებული უნარების მქონე სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. ხსენებული პროცესი თავის მხრივ ქმნის დაფინანსების ახალ წყაროებს – სწავლის საფასურის, კვლევითი გრანტებისა და კერძო პარტნიორობის მეშვეობით – რომელთა რეინვესტირება შესაძლებელია ინფრასტრუქტურაში, აკადემიურ განვითარებასა და სტუდენტების მხარდაჭერაში. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამგვარად ვითარდება კამპუსის კულტურა, რომელიც ითვალისწინებს მრავალფეროვნებასა და ერთობლივ სწავლებას , რაც ინკლუზიური და გლობალურ დონეზე პასუხისმგებლობის მქონე უმაღლესი განათლების სისტემის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილი ინტერნაციონალიზაცია არა მოკლევადიან ხილვადობას, არამედ მდგრად, კოლექტიურ წინსვლას გულისხმობს. ის წარმოადგენს ფილოსოფიის ფორმას, რომლის მიხედვითაც თანამშრომლობა უფრო დიდ და ხანგრძლივ წარმატებამდე მიგვიყვანს – როგორც ეს ასახულია ანდაზაში: „თუ გინდა სწრაფად იარო, იარე მარტო; თუ გინდა შორს წახვიდე, იარე სხვებთან ერთად“. უნივერსიტეტები, რომლებიც ინტერნაციონალიზაციას თავიანთ ძირითად სტრატეგიებში აინტეგრირებენ, მას აკადემიურ ინოვაციებთან აკავშირებენ და თავიანთ თემებს აერთიანებენ პრაქტიკული ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ალიანსები და თანამშრომლობითი პროექტები. ხსენებული მიდგომის უნივერსიტეტები გლობალურ აღიარებაზე გაცილებით მეტს აღწევენ. ისინი აყალიბებენ გლობალურად კომპეტენტურ კურსდამთავრებულებს, აძლიერებენ ინსტიტუციურ მდგრადობას და ხელს უწყობენ თანამშრომლობითი და მომავალზე ორიენტირებული გლობალური უმაღლესი განათლების ლანდშაფტის შექმნას.
არსებითად, საზოგადოებების ჩართულობა ისეთი ალიანსების აქტივობებში, როგორიცაა „კალასი“, აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების მომავალი სტრატეგიის, პრაქტიკისა და მიზნის ინტეგრაციაშია. როდესაც ინტერნაციონალიზაცია ხდება საერთო ვალდებულება საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლისთვის, ის პოლიტიკური ჩარჩოდან გარდაიქმნება ზრდის, შესაძლებლობებისა და გლობალური თანამშრომლობის ცოცხალ ეკოსისტემად.
