[For English scroll down]
Erasmus Mundus არის Erasmus+ პროგრამის ნაწილი, რომელიც აპლიკანტებს სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამა აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს ერთობლივი მაგისტრის ხარისხები პრესტიჟულ ევროპულ უნივერსიტეტებში მიიღონ. სტიპენდია ყოვლისმომცველია. ის ფარავს სწავლის საფასურს, მგზავრობის ხარჯებს, ყოველთვიურ სტიპენდიას, დაზღვევას, ვიზის ხარჯებს და სხვა.
Erasmus Mundus პროგრამა ღიაა ქართველი აპლიკანტებისთვისაც. წელს საქართველოდან 30 კანდიდატი შეირჩა, მათ შორის 18 ქალი და 12 მამაკაცი. ეს სტუდენტები ხარისხს სხვადასხვა აკადემიურ სფეროებში მიიღებენ, მათ შორის:
- მაგისტრატურა ანიმაციაში
- საერთაშორისო მეცნიერებათა მაგისტრი ბუნებრივი რესურსების მდგრადი და ინოვაციური მართვის სფეროში
- ევროპული მაგისტრი ჩაშენებული გამოთვლითი სისტემების მიმართულებით
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსული და ევრაზიის კვლევები
- მედიცინა
- მდგრადი კატალიზი
- მასალების მეცნიერება ევროპული მაგისტრი
- მეცნიერება საზღვაო ბიოლოგიურ რესურსებში
- Erasmus Mundus ადამიანის უფლებათა პოლიტიკა და პრაქტიკა
- გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების საერთაშორისო სამართალი
ეს სტუდენტები მიიღებენ ღირებულ საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებას, გააძლიერებენ თავიანთ ცოდნას და უნარებს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
Erasmus Mundus 2024
Erasmus Mundus is part of the Erasmus+ programme, offering fully funded Master’s programmes that provide applicants with the opportunity to earn joint degrees from prestigious European universities. The scholarship is comprehensive, covering tuition fees, travel expenses, a monthly stipend, insurance, visa costs, and more.
The Erasmus Mundus programme is also open to Georgian applicants. This year, 30 candidates from Georgia have been selected, including 18 females and 12 males. These students will pursue degrees in a diverse range of academic fields, including:
- Masters in Animation
- International Master of Science in Sustainable and Innovative Natural Resource Management
- European Master in Embedded Computing Systems
- Central and East European, Russian and Eurasian Studies
- Medicine
- Sustainable Catalysis
- Materials Science European Master
- Science in Marine Biological Resources
- Erasmus Mundus Human Rights Policy and Practice
- International Law of Global Security, Peace and Development
These students will gain valuable international academic experience, enhancing their knowledge and skills across various European universities.