უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა შეხვედრა

[For English scroll down]

25 ივლისს Erasmus+-ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა (HEREs-ის) შეხვედრა გამართა.

ამ შეკრების მიზანი იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების ამჟამინდელი მანდატის განხილვა, ევროკავშირის დელეგაციის (EUD) და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (MoES) მოლოდინების გაგება და პოტენციური აქტივობების შესწავლა, Erasmus+ ეროვნული ოფისის (NEO) და SPHERE-ის (უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა მხარდაჭერა და ხელშეწყობა) გეგმებზე და ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს მოლოდინებზე დაყრდნობით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის მისიაა, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ცოდნა, ქვეყნის უმაღლესი განათლების სექტორში რეფორმებისა და პროგრესის წასახალისებლად. 


 

HEREs meeting 

On July 25th the National Erasmus+ Office in Georgia organized the HEREs meeting in Georgia. 

The purpose of this gathering was to discuss the current mandate of the Higher Education Reform Experts (HEREs), understand the expectations of the European Union Delegation (EUD) and the Ministry of Education, Science, and Youth (MoES), and explore potential activities based on the plans of the National Erasmus+ Office (NEO), SPHERE (Support and Promotion for Higher Education Reform Experts), and the expectations of the EUD and MoES.

The mission of the National Teams of Higher Education Reform Experts is to provide a pool of expertise in order to promote reforms and enhance progress in higher education.