პროფესიული ბრწყინვალების ცენტრები
{Last Update: 24.12.2025}
პროფესიული სრულყოფილების ცენტრები (CoVE) მიზნად ისახავს პროფესიული განათლების (VET) სექტორში რეფორმების მამოძრავებელი ძალის როლის შესრულებას, მაღალი ხარისხის უნარებისა და კომპეტენციების უზრუნველყოფას, რაც ხარისხიან დასაქმებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს განაპირობებს, ინოვაციური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის საჭიროებების დაკმაყოფილებას და ძირითად ეკონომიკურ სექტორებში არსებული გამოწვევების მოგვარებაში წვლილის შეტანას.
CoVE – ები ქმნის ლოკალურ უნარების ეკოსისტემას, რაც აქცენტირებულია ინოვაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე, სოციალურ ინკლუზიაზე და ამავდროულად საერთაშორისო თანამშრომლობაზე. აღნიშნული ინიციატივა მუშაობს „ქვემოდან-ზემოთ“ პრინციპით, ინიციატივაში რთავს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს, რათა მოხდეს ტრენინგების ადაპტირება ეკონომიკის მზარდ მოთხოვნებთან მიმართებაში.
ინიციატივა ტრენინგების შეთავაზებას ახდენს ახალგაზრდებისთვის, ხოლო ზრდასრულებისთვის საშუალებას იძლევა გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები, განსაკუთრებით ცვალებადი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე. ბრწყინვალების ცენტრები, ასევე, სტიმულირებას უწევენ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, ლოკალურ ბიზნესებთან პარტნიორობის საშუალებით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან, ისეთ თემებზე როგორიცაა კვლევითი პროექტები და სამეწარმეო ინიციატივები.
ბრწყინვალების ცენტრები სტიმულირებას უწევს პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრებში იმ ქვეყნების წარმომადგენლებს ჩართვას, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული სასწავლო სისტემების განსხვავებული სისტემები. კონცეფცია ეფუძნება ჰოლისტიკურ, სტუდენტზე დაფუძნებულ მიდგომას და სტიმულირებას უწევს პროფესიულ სწავლებას და ტრენინგებს რეგიონული განვითარების პროცესებში, ინოვაციებში და ინდუსტრიული სტრატეგიების შექმნისას. ინიციატივა სტიმულირებას უწევს სხვა საგანმანათლებლო სექტორებთან და ბიზნესს საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ხარისხიანი ტრენინგების ჩატარება და მუდმივი პროფესიული განვითარება.
პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც ეროვნულ, ისე ტრანსნაციონალურ დონეზე რელევანტური პროფესიული ბრწყინვალების ქსელების შექმნას.
- ეროვნულ დონეზე: პროფესიული ბრწყინვალების ცენტრები მუშაობს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან, რათა შეიქმნას უნარების ეკოსისტემა, რაც ხელს უწყობს ინოვაციის, რეგიონულ განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას და ამავდროულად, თანამშრომლობს სხვა პროფ. ბრწყინვალების ცენტრებთან სხვა ქვეყნებში.
- ტრანსნაციონალურ დონეზე: პროფ. ბრწყინვალების ცენტრები, სპეციფიკურ დარგებში, ერთიანდებიან საერთო ინტერესების და ინოვაციური სტრატეგიების გარშემო, რათა მოხდეს ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება, მაგ. როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დიჯიტალიზაცია და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაცია.
პროფ. ბრწყინვალების ცენტრები შესაძლოა შეიქმნას უკვე არსებული ინსტიტუციების მიერ, რათა მოხდეს მათი პრაქტიკის დახვეწა ან/და ახლად ჩამოყალიბებული ინსტიტუციის მიერ, რომელიც ფოკუსირდება მაღალხარისხიანი ტრენინგების შექმნაზე, რათა დაკმაყოფილდეს სამუშაო ბაზრის მოთხოვნები. ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა ლოკალურ და რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, კომპანიებთან და სახელმწიფო სააგენტოებთან.
პროექტები ორგანიზდება სამ კლასტერში: 1) სწავლა და სწავლება 2) კოოპერაცია და პარტნიორობა 3) მმართველობა და დაფინანსება.
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები | დეტალები |
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?
უფლებამოსილი მონწილე ორგანიზაიცები | აპლიკანტები უნდა იყვნენ:
ორგანიზაციებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან შეუძლიათ მონაწილეობა, თუმცა არა როგორც კოორდინატორებს; გამონაკლისი: ორგანიზაციებს ბელარუსიდან არ აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება |
მონაწილე ორგანიაზციების მაგალითები |
|
კონსორციუმის კომპოზიცია | – მინიმუმ 8 აპლიკანტი, მინიმუმ, 4 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ან პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებიდან; პროგრამასთან ასოცირებული თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან მესამე ქვეყანა უნდა მოიცავდეს: ა) მინიმუმ 1 საწარმოს, ინდუსტრიას, სხვა დამსაქმებელს ან სექტორის წარმომადგენლობით ორგანიზაციას, ბ) მინიმუმ 1 პროფესიული განათლებისა და მომზადების პროვაიდერს (საშუალო და/ან უმაღლესი სასწავლებლის დონეზე). 1-დან 3-მდე რეგიონების პროგრამასთან არ ასოცირებული შესაბამისი მესამე ქვეყნების ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ბენეფიციარები ან აფილირებული პირები, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მათი მონაწილეობა პროექტს მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას მოუტანს. პროგრამასთან არ ასოცირებული სხვა მესამე ქვეყნების ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ასოცირებული პარტნიორები. გამონაკლისი: ბელარუსის (რეგიონი 2) ორგანიზაციებს არ აქვთ ამ ქმედებაში მონაწილეობის უფლება. |
ნებადართული აქტივობები | უნდა დაიფაროს სამივე კლასტერი:
|
გეოგრაფიული ლოკაცია | – აქტივობები უნდა განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრულ ქვეყნებში (იხილეთ პროგრამის სახელმძღვანელო – Part A) |
პროექტის ხანგრძლივობა | – პროექტების ხანგრძლივობა არის 48 თვე, დასაბუთების შემთხვევაში გახანგრძლივების შესაძლებლობით; |
სად ხდება განაცხადის შეტანა? | – ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო – (EACEA) via the Funding & Tender Opportunities Portal (FTOP). – Call ID: ERASMUS-EDU-2026-PEX-COVE |
როდის ხდება განაცხადის შეტანა? | – 3 სექტემბერი 17:00 (ბრიუსელის დრო). |
ბიუჯეტი
დაფინანსება პროფ. ბრწყინვალების ცენტრებისთვის გაიცემა „ლამ–სამ“ პრინციპით. გრანტის მაქსიმალური მოცულობა, ერთი პროექტის ფარგლებში, არის 4 მილიონი ევრო. ფინანსური მხარდაჭერა მესამე მხარეებისთვის არ არის ნებადართული, თუმცა გათვალისწინებულია მოხალისეებისა და მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების მფლობელებისთვის. საპროექტო განაცხადებმა უნდა გაითვალისწინონ, მინიმუმ ერთი ყოველწლიური შეხვედრის დაგეგმვა, პროფლ. ბრწყინვალების ცენტრებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისთვის.
