შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მიმართულებით
{Last Update: 24.12.2025}
უნარების განვითარების პროექტები არის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე აქტიურ ორგანიზაციებს შორის, როგორც პროგრამის წევრ ქვეყნებში, ასევე პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში. მათი მიზანია ახალგაზრდობის და არაფორმალური სწავლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პოლიტიკის დიალოგის მხარდაჭერა, როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდების მდგრადი სოციალური–ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის მექანიზმი.
პროგრამის მიზნები
- ახალგაზრდებთან არაფორმალური სწავლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა;
- პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში არაფორმალური სწავლის საქმიანობების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების იმ ჯგუფების მიზნობრივი მხარდაჭერა, რომლებიც ნაკლებ შესაძლებლობებს ფლობენ, რათა გააუმჯობესონ კომპეტენციის დონე და უზრუნველყონ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებაში;
- პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში ახალგაზრდული მუშაობის განვითარების მხარდაჭერა, მისი ხარისხისა და აღიარების გაუმჯობესება;
- არაფორმალური სწავლის მობილობის სქემების და პროგრამების განვითარება, ტესტირება და გაშვება პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში;
- ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის (2019-2027) განხორციელებაში წვლილის შეტანა;
- სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება საერთო ინიციატივების საშუალებით;
- მცირე ორგანიზაციების, ასევე შორეული რაიონებისა და მცირე დასახლებების ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშეწყობა
- სინერგიებისა გაძლიერება ფორმალური განათლების სისტემებთან და/ან შრომის ბაზართან.
აქტივობები
აქტივობებმა შესაძლოა მოიცვდეს:
- ახალგაზრდული მუშაკებისა და ტრენერების სოციალურ-პროფესიული განვითარების ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება;
- არაფორმალური სწავლების მეთოდების შემუშავება, განსაკუთრებით ისეთი მეთოდების, რომლებიც ხელს უწყობენ კომპეტენციების, მათ შორის მედიაწიგნიერების უნარების შეძენას/გაუმჯობესებას;
- პრაქტიკული ტრენინგის სქემების ახალი ფორმების შემუშავება და საზოგადოებაში რეალური ცხოვრებისეული შემთხვევების სიმულაცია; კომპეტენციები, მათ შორის მედიაწიგნიერების უნარები;
- ახალგაზრდული მუშაობის ახალი ფორმების განვითარება, კერძოდ, ღია და მოქნილი სწავლების სტრატეგიული გამოყენება, ვირტუალური თანამშრომლობა, ღია საგანმანათლებლო რესურსები (OER) და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის უკეთესი გამოყენება;
- ღონისძიებების/სემინარების/ვორქშოფების/საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ორგანიზება თანამშრომლობის, ქსელური მუშაობის, ცნობიერების ამაღლებისა და თანატოლთა სწავლების მიზნებისთვის.
- ახალგაზრდა მუშაკებისთვის მობილობის აქტივობების ორგანიზება პარტნიორობის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტებისა და მეთოდების შესამოწმებლად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მობილობის აქტივობები მეორეხარისხოვანი უნდა იყოს მოქმედების ძირითადი მიზნების მიმართ და უნდა იყოს ინსტრუმენტული და უნდა უჭერდეს მხარს ამ მიზნების მიღწევას.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება? | განაცხადების შემტანები უნდა იყვნენ:
ერთი და იგივე ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი კოორდინატორად იმავე კონკურსის ფარგლებში დადგენილ ვადაში. |
კონსორციუმის კომპოზიცია | წინადადებები უნდა იყოს წარდგენილი მინიმუმ 4 მონაწილის (ბენეფიციარები, ერთმანეთთან კავშირში არ მყოფი) მიერ და აკმაყოფლიებდეს შემდეგ პირობებს:
|
აქტივობების განხორციელების ადგილი | საქმიანობა უნდა განხორციელდეს განაცხადების მონაწილე ორგანიზაციების ქვეყნებში |
პროექტის ხანგრძლივობა | პროექტები, ჩვეულებრივ, უნდა გაგრძელდეს 12-დან 36 თვემდე (გაგრძელება შესაძლებელია, დასაბუთების შემთხვევაში) |
სად ხდება განაცხადის შეტანა? | ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტო (EACEA). Call ID: ERASMUS-YOUTH-2026-CB |
როდის ხდება განაცხადის შეტანა? | აპლიკანტებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ 26 თებერვალამდე, ბრიუსელის დროით 17:00:00 საათამდე |
დაფინანსების პირობები
გრანტი გაიცემა ერთჯერადი გრანტის (lump-sum) პრინციპით. თანხას განსაზღვრავს გრანტის გამცემი ორგანო პროექტის სავარაუდო ბიუჯეტისა და 80%-იანი დაფინანსების განაკვეთის საფუძველზე.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა რეგიონებისთვის 1, 2, და 3 შეადგენს 300.000 ევროს.
