2025 წლის CB VET-ის (შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლების და სწავლების მიმართულებით) შედეგები საქართველოში

{09.09.2025}

[For English scroll down]

CB VET (შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლების და სწავლების მიმართულებით) Erasmus+-ის პროგრამაა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში მხარს უჭერს პროფესიული განათლებისა და სწავლების სისტემების მოდერნიზაციას, ინტერნაციონალიზაციასა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოში CB VET-ს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, პროფესიული განათლების სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში და განათლებასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირის განმტკიცებაში. ინოვაციების, დიჯიტალიზაციისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის მხარდაჭერით, CB VET საქართველოში ხელს უწყობს განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და დასაქმების შედეგების გაუმჯობესებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ აქვს CB VET პროექტების კოორდინირების უფლება, 2025 წელს საქართველო მონაწილეობას 4 CB VET პროექტში იღებს. 

ფაქტები: 

  • ქართულ ინსტიტუციებს 11 CB VET პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული
  • CB VET პროექტებში საქართველოდან სულ 9 უნიკალურ ინსტიტუციას აქვს მონაწილეობა მიღებული
  • 2022 წლიდან საქართველოს VET სექტორი სულ 10 CB VET პროექტში იყო ჩართული

2025 წელს CB VET-ის შერჩეულ პროექტებში მონაწილე ქართული დაწესებულებების სია:

  • სსიპ კოლეჯი მოდუსი
  • სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
  • სსიპ კოლეჯი აისი
  • კოლეჯი განთიადი
  • შპს არგონავტი
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • შპს EBA Consulting
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

შერჩეული პროექტების აღწერა:

  • Hubs for Change: პროფესიული განათლება, როგორც სამეწარმეო საშუალება აღმოსავლეთ სამეზობლოში – Hubs4Change-ის მთავარი მიზანია VET პროვაიდერების ფუნციურ სამეწარმეო ცენტრებად ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ სამეზობლოში, კონკრეტულად აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. მიზნის მისაღწევად პროექტი მოისაზრებს სტუდენტების მოტივირებას საკუთარი ბიზნეს ინიციატივების წამოწყებაში, რაც რეგიონში ეკონომიკურ მდგრადობასა და ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს. პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან, როგორც VET პროვაიდერები და სტუდენტები, ასევე ახალგაზრდები, დაუსაქმებელი ზრდასრულები, NEETs (ინდივიდები, რომლებიც არიან უმუშევარნი და არ იღებენ განათლებას ან პროფესიულ მომზადებას), ქალები და არაპირდაპირი ბენეფიციარები (როგორებიც არიან ადგილობრივი მეწარმეები), SME მენეჯერები, საჯარო დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სავაჭრო პალატები და ზოგადად ფართო საზოგადოება. სტრატეგიული თანამშრომლობის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და მენტორობის პროგრამების მეშვეობით, Hubs4Change მიზნად ისახავს მდგრადი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და გააძლიერებს სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას სამიზნე ქვეყნებში.
  • PrecAgri4All –  PrecAgri4All პროექტის მიზანია უკრაინასა და საქართველოში პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია Precision Agriculture-ის (PA) ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების ინტეგრირების გზით. სოფლის მეურნეობას ორივე ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, თუმცა, მოძველებული სასწავლო სისტემები, ლიმიტირებული PA ადაპტაცია და ინდუსტრიასა და VET ინსტიტუციებს შორის სუსტი თანამშრომლობა ხელს უშლის მდგრად განვითარებასა და სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობას. ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია მცირე ფერმერებისათვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 98–99%-ს ფლობენ. დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული სირთულეები და PA ტექნოლოგიებზე წვდომის არქონა, რომლებსაც ფერმერების დიდი ნაწილი აწყდება, ზღუდავს პროდუქტიულობას, დაბალი ფასების შემოღებას და სამუშაო პრაქტიკების ევროკავშირის მწვანე შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
  • VET Caucasus – სომხეთსა და საქართველოში პროფესიული განათლების სისტემები განათლების მოდერნიზებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად ამბიციურ რეფორმებს ახორციელებენ. სომხეთში 2024 წლის მაისში VET რეფორმის შესახებ მიღებული კანონი, მიზნად ხარისხის ამაღლებას და დასაქმების შედეგების გაუმჯობესებას ისახავს. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამ კი დააჩქარა ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს (NQF-ს) ევროპულ კვალიფიკაციის ჩარჩოსთან (EQF-სთან) შესაბამისობაში მოყვანის ძალისხმევა. ორივე ქვეყანა მიზნად ისახავს საერთაშორისო თავსებადობის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე მჭიდრო კავშირების შექმნას და ტრეინინგების მეთოდოლოგიების მოდერნიზაციას, რაც მუდამ განვითარებადი და მოთხოვნადი უნარების საჭიროების დაკმაყოფილებას შეძლებს. ეს რეფორმები ასევე მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური ზეწოლის პირობებში მდგრადობის გაზრდას (მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად სომხეთში 570,000 იძულებით გადაადგილებული პირი (IDP) და საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა) და გარანტიის შექმნას, იმისთვის, რომ VET სისტემები ქვეყნებში ხელს შეუწყობს სატაბილურობას, ზრდას და სოციალურ ინკლუზიას.
  • AgriVET – სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სტრატეგიული სექტორია საქართველოში.  ამ სექტორში დასაქმებულია ქვეყნის სამუშაო ძალის 50% და მისი მოდერნიზაცია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია. პროექტის ძირითადი მიზნებია: შრომის პროდუქტიულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდა და გენდერული უთანასწორობის შემცირება. პროექტში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის ტრეინინგების, კარიერული დახმარებისა და ბიზნეს შესაძლებლობების შეთავაზებაზე, რათა მოხდეს მეწარმეობის ხელშეწყობა, დასაქმების შედეგების გაუმჯობესება და ინკლუზიური და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფა.

CB VET Results in Georgia 2025

CB VET (Capacity Building in Vocational Education and Training) is an Erasmus+ programme action that supports the modernization, internationalization, and quality improvement of VET systems in partner countries. For Georgia, CB VET plays a key role in aligning vocational education with EU standards, enhancing workforce skills, and strengthening the link between education and labor market needs. By fostering innovation, digitalization, and institutional cooperation, CB VET contributes directly to Georgia’s ongoing efforts to modernize its education system and improve employability outcomes.

In 2025, Georgia is participating in four CB VET projects, which brings its results close to those of CBHE this year, especially considering that Georgia is not eligible to coordinate projects.

Key Facts

  • Total number of cases of participation of institutions in CB VET projects listed 11
  • Unique institutions: 9
  • Since 2022 Georgian VET sector is involved in 10 CB VET projects.

     

List of Georgian institutions, participating in the selected projects of CB VET 2025

  • LEPL Vocational College “Modus”
  • CONSTRUCTION COLLEGE CONSTRUCT 2
  • Legal Entity of Public Law College AISI
  • N(N)LO College “Gantiadi”
  • Agronavti LLC
  • SHOTA MESKHIA ZUGDIDI STATE UNIVERSITY
  • BUSINESS AND TECHNOLOGY UNIVERSITY LLC
  • EBA Consulting LLC
  • GEORGIAN FARMERS ASSOCIATION

Selected Project Descriptions

  • Hubs for Change: VET as an Entrepreneurial Vehicle in the Eastern Neighbourhood The overall aim of the Hubs4Change project is to transform VET providers in Eastern Neighborhood countries, specifically Azerbaijan, Georgia, Moldova, and Ukraine, into vibrant entrepreneurial hubs. By doing so, it seeks to empower students to launch their own businesses, fostering economic resilience and innovation in the region. The project targets both direct beneficiaries, including VET providers and students such as young people, unemployed adults, NEETs, and women, and indirect beneficiaries like local entrepreneurs, SME managers, public authorities, chambers of commerce, and the wider community. Through strategic collaboration, capacity building, and mentorship programs, Hubs4Change aims to create a sustainable ecosystem that nurtures entrepreneurial talent, promotes regional development, and strengthens socio-economic stability across the targeted countries.
  • PrecAgri4All –  The PrecAgri4All project aims to modernize VET systems in Ukraine and Georgia by integrating Precision Agriculture (PA) technologies and methodologies. Although agriculture plays a vital role in both economies, outdated training systems, limited PA adoption, and weak collaboration between industry and VET institutions continue to hinder sustainable development and workforce competitiveness. This challenge is particularly pressing for smallholder farmers, who own 98–99% of farmland yet struggle with digitalization and lack affordable access to PA technologies that could boost productivity, lower costs, and align their practices with the EU Green Deal’s sustainability goals.
  • VET Caucasus – The VET systems in Armenia and Georgia are pursuing ambitious reforms to modernize education and strengthen alignment with EU standards. Armenia’s newly adopted VET reform law (May 2024) is designed to raise quality and improve employability outcomes, while Georgia’s EU candidate status (December 2023) has accelerated efforts to align its National Qualifications Framework (NQF) with the EQF. The overarching goals in both countries are to enhance international compatibility, foster stronger labor market connections, and modernize training methodologies to meet evolving skills needs. These reforms also aim to build resilience in the face of socio-economic pressures, such as Armenia’s 570,000 internally displaced persons (IDPs) from the Nagorno-Karabakh conflict and Georgia’s political instability, ensuring that VET systems can contribute more effectively to stability, growth, and social inclusion.
  • AgriVET – Agriculture is a strategic sector in Georgia, employing more than 50% of the workforce, and its modernization is essential for the country’s economic growth. The key goals are to increase labor productivity, expand access to modern technologies, and reduce gender disparities that limit participation. A particular focus is placed on empowering rural women by providing training, career support, and business opportunities, with the aim of fostering entrepreneurship, improving employment outcomes, and ensuring more inclusive and sustainable agricultural development.