Erasmus Mundus ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სტიპენდიის მოპოვებით, მიიღონ ერთობლივი სამაგისტრო ხარისხი და ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. Erasmus Mundus-ის პროგრამის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ სულ მცირე ორ სხვადასხვა ქვეყანაში, მიიღონ მრავალფეროვანი აკადემიური გამოცდილება, განივითარონ კულტურათაშორისი კომპეტენციები და ამავდროულად მიიღონ ერთობლივი, ორმაგი ან მრავალჯერადი ხარისხი. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლისა და მგზავრობის საფასურს და განსაზღვრული რაოდენობის ყოველთვიურ საარსებო ხარჯებს.
Erasmus Mundus-ის სტიპენდიანტთა შერჩევის პროცესი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. შეზღუდული რაოდენობის სტიპენდიების მოსაპოვებლად, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით აპლიკანტი იბრძვის. სტუდენტების აკადემიური კომპეტენციების გაუმჯობესების მიღმა, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული გაცვლისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობაში და უმაღლესი განათლების სექტორში გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებაში.
EMJM სტიპენდიის მფლობელები საქართველოდან წლების განმავლობაში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოდან Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (EMJM) სტიპენდიის მფლობელთა რაოდენობის რიცხვის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ეს ფაქტი ხაზს უსვამს საქართველოდან სტუდენტების ინტერესს და წარმატებას, ისეთი კონკურენტული პროგრამის მიმართ, როგორიც EMJM-ა.
2014 წელს, საქართველოდან სტიპენდია მხოლოდ 3 სტუდენტს მიენიჭა, შემდეგი წლების განმავლობაში ეს რიცხვი იზრდებოდა და 2019 წელს, 35 სტიპენდიატით, პიკს მიაღწია. მომდევნო წლებში მცირე ცვლილებების მიუხედავად, საქართველოდან სტიპენდიის მფლობელთა რაოდენობის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალი იყო. 2025 წელს კი საქართველოდან 29 სტუდენტი იქნა შერჩეული (გრაფა 1, ცხრილი 1).