{26.12.2025}
[For English scroll down]
Erasmus+ ვირტუალური გაცვლების (EVE) 2025 წლის საპროექტო წინადადებების კონკურსის შედეგები
Erasmus+ ვირტუალური გაცვლები მხარს უჭერს ონლაინ, ადამიანთა შორის განხორციელებულ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ კულტურათშორის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ახალგაზრდებსა და სტუდენტებში სოციალური და ციფრული უნარების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური გაცვლები არ ანაცვლებს ფიზიკური მობილობის სრულ გამოცდილებას, ისინი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მისი მრავალი სარგებელი, მათ შორის კულტურათშორისი ცნობიერების ზრდა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, თანამშრომლობის დამყარება და უცხო ენების პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტების შინაარსი
ვირტუალური გაცვლები უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში ხორციელდება მცირე, მრავალფეროვან ჯგუფებში, რომლებსაც მოდერაციას უწევენ გამოცდილი ფასილიტატორები. ხსენებული პრაქტიკა უზრუნველყოფს ხარისხს, ინკლუზიურობის პრინციპის გათვალისწინება და შინაარსობრივი კომუნიკაციის დამყარებას. ჯგუფები შექმნილია იმგვარად, რომ მარტივად ინტეგრირდეს:
- უმაღლესი განათლების სასწავლო გეგმებში და
- ახალგაზრდულ პროექტებში არაფორმალური განათლების ფარგლებში.
პროექტებში შეიძლება მონაწილეობდნენ უმაღლესი განათლების ან ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლები, ასევე შესაძლოა ზოგ ინიციატივაში ჩართული იყოს ორივე სექტორი ერთდროულად.
2025 წლის საპროექტო წინადადებების კონკურსის შედეგები
2025 წლის საპროექტო წინადადებების კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მაღალი კონკურენცია წარმოაჩინა:
- ერთიანობაში წარდგენილი იქნა 335 განაცხადი
- 291 წინადადება შეფასდა განაცხადის პირობებთან შესაბამისად
- 20 პროექტის დასაფინანსებლად გაიცა რეკომენდაცია
- საერთო წარმატების მაჩვენებელი შესაბამისი განაცხადების 7% იყო
კონსორციუმის მახასიათებლები
- შერჩეული კონსორციუმები საშუალოდ მოიცავს 8 მონაწილე ორგანიზაციას თითო პროექტში (ასოცირებული პარტნიორების გამოკლებით).
საქართველოს მონაწილეობა 2025 წლის Erasmus+ ვირტუალური გაცვლების კონკურსში
2025 წლის საპროექტო წინადადებების კონკურსში, უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში Erasmus+ ვირტუალური გაცვლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის სულ 20 პროექტი შეირჩა.
საქართველო მონაწილეობს 3 დაფინანსებულ პროექტში. ჯამში ჩართულია 7 პროექტი (ანუ ქართული ორგანიზაციები შვიდჯერ არიან წარმოდგენილი პროექტის კონსორციუმებში).
პროექტები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ქართული ორგანიზაციები
- ARIVE
კვლევისა და ინოვაციის ხელშეწყობა უმაღლეს განათლებაში ვირტუალური გაცვლების საშუალებით
ქართული სასწავლებლები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
- პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემია
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- VirtuallyEDU 2.0
VirtuallyEDU 2.0 – ახალგაზრდების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დაორგანიზებული ვირტუალური გაცვლებისა და ციფრული თანამშრომლობის გზით
პროექტში ჩართული ქართული უნივერსიტეტი:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
- VITAL
ვირტუალური ინოვაციები და ტრეინინგები სწავლების ხელშესაწყობად
პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საკვების ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი
- პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
ტოპ 10 ქვეყანა (პროექტების რაოდენობის მიხედვით)
- იტალია – 9 პროექტი
- საბერძნეთი – 7 პროექტი
- ესპანეთი – 6 პროექტი
- იორდანია – 5 პროექტი
- ლიბანი – 4 პროექტი
- უკრაინა – 4 პროექტი
- ბოსნია-ჰერცეგოვინა – 3 პროექტი
- ეთიოპია – 3 პროექტი
- კენია – 3 პროექტი
- საქართველო – 3 პროექტი
Erasmus+ Virtual Exchanges (EVE) Results of the 2025 Call for Proposals
Erasmus+ Virtual Exchanges support online, people-to-people educational activities that foster intercultural dialogue, mutual understanding, and the development of soft and digital skills among young people and students. While virtual exchanges do not replace the full experience of physical mobility, they enable participants to acquire many of its core benefits, including intercultural awareness, critical thinking, collaboration, and foreign language practice.
Nature of the Projects
Virtual exchanges in Higher Education and Youth are implemented in small, diverse groups and are always moderated by trained facilitators, ensuring quality, inclusion, and meaningful interaction. They are designed to be easily integrated into:
- higher education curricula, and
- youth projects within the framework of non-formal education.
Projects may involve participants from either the higher education or youth sector, or bring together both sectors within a single initiative.
EVE Results of the 2025 Call
The 2025 Call for Proposals attracted strong interest and high competition:
- 335 applications were submitted by the deadline
- 291 proposals were declared eligible
- 20 projects were recommended for funding
- The overall success rate was 7% of eligible applications
Consortium Characteristics
- Selected consortia involve on average 8 participating organisations per project (excluding associated partners).
Georgia’s Participation in the 2025 Erasmus+ Virtual Exchanges Call
In the 2025 Call for Proposals, a total of 20 projects were selected for funding under Erasmus+ Virtual Exchanges in Higher Education and Youth.
Georgia is involved in 3 funded projects, with a total of 7 participations (i.e. Georgian organisations appear seven times across project consortia).
Projects involving Georgian institutions
- ARIVE
Advancing Research and Innovation in Higher Education through Virtual Exchanges
Georgian participating institutions:
- BUSINESS AND TECHNOLOGY UNIVERSITY LLC
- PETRE SHOTADZE TBILISI MEDICAL ACADEMY LLC
- ILIA STATE UNIVERSITY
- VirtuallyEDU 2.0
VirtuallyEDU 2.0 – Empowering youth through AI-driven virtual exchanges and digital collaboration
Georgian participating institution:
- BUSINESS AND TECHNOLOGY UNIVERSITY LLC
- VITAL
Virtual Innovation and Training for Advancing Learning
Georgian participating institutions:
- ILIA STATE UNIVERSITY
- Institute of Food Biotechnology and Genomics
- PETRE SHOTADZE TBILISI MEDICAL ACADEMY LLC
Top 10 Countries (Ranked by Number of Projects)
- Italy – 9 projects
- Greece – 7 projects
- Spain – 6 projects
- Jordan – 5 projects
- Lebanon – 4 projects
- Ukraine – 4 projects
- Bosnia and Herzegovina – 3 projects
- Ethiopia – 3 projects
- Kenya – 3 projects
- Georgia – 3 projects
