Erasmus+-ის ეროვნული ოფისის სტრატეგიული მხარდაჭერა პროგრამით დაინტერესებული დამწყები ბენეფიციარებისთვის: მარტის თვის ვებინარები

{27.03.2026}

Erasmus+-ის ეროვნული ოფისის სტრატეგიული მხარდაჭერა პროგრამით დაინტერესებული დამწყები ბენეფიციარებისთვის

📊 Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) კონსულტაციით ყოველწლიურად მოსარგებლე ბენეფიციართა დაახლოებით 70%-ს Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს. 

🎯 პროგრამაში ინკლუზიურობის გაძლიერებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, NEO-მ მარტში ჩაატარა მიზნობრივი ვებინარების სერია, რომელიც სპეციალურად ახალბედა მონაწილეებზე იყო ორიენტირებული.

🧩 ჯამში ჩატარდა 7 ვებინარი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ექვსივე სექტორის წარმომადგენლებმა.

📚 სესიების ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • Erasmus+ პროგრამა
  • პროგრამის პრიორიტეტები, მათ შორის ჰორიზონტალური პრიორიტეტები
  • პროგრამის სტრუქტურა და განაცხადის შეტანის პროცესი
  • რეგისტრაციის პროცედურებისა და ციფრული პლატფორმების (FTOP, Webgate) გაცნობა
  • ოფიციალური რესურსების გამოყენებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიების პრაქტიკული ინსტრუქციები

🔄 Erasmus+-ის ეროვნული ოფისი კვლავ განაგრძობს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. სამომავლოდ დაგეგმილი სესიები კი კონკრეტულად სექტორულ შესაძლებლობებზე იქნება ორიენტირებული.