როგორ შევცვალოთ / განვაახლოთ ორგანიზაციის მონაცემები Webgate პლატფორმაზე
ორგანიზაციის მონაცემების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არის ავტორიზებული Account Administrator, Self Registrant ან Legal Entity Appointed Representative (LEAR).
ნაბიჯი 1
შედით EU Login / Webgate–ში თქვენს ავტორიზებულ ანგარიშით:
https://webgate.ec.europa.eu/cas/
ნაბიჯი 2
გადახედეთ თქვენს პროფილს ECAS–ში.
ნაბიჯი 3
აირჩიეთ განყოფილება “My Organisations”.
ნაბიჯი 4
მოძებნეთ თქვენი ორგანიზაცია PIC ნომრის გამოყენებით.
ნაბიჯი 5
დააჭირეთ ორგანიზაციის სახელწოდებას.
ნაბიჯი 6
შეამოწმეთ თქვენი როლი:
- Self Registrant
- Legal Entity Appointed Representative (LEAR)
- Account Administrator
თუ არც ერთი როლი არ გაქვთ, მონაცემების ცვლილება შეუძლებელია. საჭირო იქნება შიდა წვდომის მოთხოვნა.
ნაბიჯი 7
დააჭირეთ “Modify Organisation Data”.
ნაბიჯი 8
შეცვალეთ / განაახლეთ ველები:
- Legal Name (იურიდიული სახელწოდება);
- Address (მისამართი);
- Bank / Financial Details;
- სხვა ძირითადი ინფორმაცია.
ნაბიჯი 9
თუ ცვლილება ოფიციალურია, ატვირთეთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
- განახლებული რეგისტრაციის მოწმობა;
- ეროვნული ბიზნესრეესტრიდან ამონაწერი;
- წესდება (Statutes) ახალი სახელწოდებით.
ნაბიჯი 10
დააჭირეთ Submit (შეტყობინების გაგზავნა).
ნაბიჯი 11
დაელოდეთ Central Validation Service–ის ვალიდაციას.
- დამუშავების დრო განსხვავდება.
- ახალი სახელის გამოყენება კონტრაქტებში შეიძლება მხოლოდ ვალიდაციის დასრულების შემდეგ.
