Summary
On June 11 and 12, 2026, the National Erasmus+ Office in Georgia organised a series of events named ‘’Erasmus+ Opportunities for Sport and Youth Sectors & Panel Discussions’’. The events gathered representatives from Youth and Sport sectors, operating around the country, the EU Delegation in Georgia and the National Erasmus+ Office in Georgia.
The sessions were planned to ensure dissemination of both theoretical and practical knowledge about the Erasmus+ programme among the participants, as well as much needed networking between organisations with similar profiles and interests to build future partnerships.
The agenda featured informative sessions on capacity building, cooperation partnerships, virtual exchanges, youth exchanges, and mobility for youth workers. To maximize impact, the National Erasmus+ Office in Georgia incorporated peer-learning formats and panel discussions, giving attendees firsthand insights from successful Erasmus+ project winners.
June 11 – Erasmus+ Opportunities for Youth Sector & Panel Discussions
The first day of the event covered organisations from the youth sector. The participants represented more than 20 organisations, including Schools, NGOs, Universities, International organisations and Associations.
The informational sessions, conducted by the Director of the National Erasmus+ Office in Georgia, Ms. Mariam Sulashvili, covered the following topics:
- General overview of the Erasmus programme and sectors;
- Geographical scope&funding structure;
- Erasmus+ Programme horizontal priorities;
- Capacity Building in Youth: objectives, thematic areas, activities, eligibility criteria, consortium composition details, application dates and platforms.
- Virtual Exchanges: objectives, geographical scope, funding structure and procedures, eligibility & award criteria, funding rules.
- Youth Exchanges: objectives, funding structure, description of the activities, project stages, eligibility criteria & minimum requirements.
- Youth Workers: objectives of the mobility projects for youth workers, description of the activities, eligibility criteria and requirements for PDAs, award criteria & funding rules.
The theoretical framework provided by the National Erasmus+ Office in Georgia, improved the awareness and general understanding of the Erasmus+ programme specifically targeted for the youth sector. The participants received all the necessary information about the rules of the programme, eligibility criteria, funding procedures and so on. The agenda was planned in a way that ensured that after the theoretical information, the participants got familiar with specific winner projects of the programme.
Youth: Peer Learning – Practical Experience from the Winner Projects
The event incorporated peer learning sessions, where presenters from youth sector organisations shared their experiences in project planning, partner search, proposal writing, budget drafting and concept development. The first panel was dedicated to capacity-building projects in the youth sector. The presented projects were the following:
- PACE: Promoting Access, Collaboration, and Empowerment – Junior Achievement Georgia. Speaker: Ms. Eka Gegeshidze.
- InTechGrowth New Ideas, New Technologies, New Generation – Association of Business Consulting Organizations of Georgia (ABCO). Speaker: Mr. Konstantin Zhgenti
- INNOVATORS LAB: GEN Z’s Game-Based Peace Building – Youth for Peace. Speaker: Ms. Mariam Chiburdanidze
- Dinara Welwet – Young Researchers and Analytics Union. Speaker: Mr. Soso Mezvrishvili
The second panel was dedicated to Virtual Exchanges and Youth Mobility projects. The presented projects were the following:
- Empower Youth – Association Atinati. Speaker: Ms. Mariam Todua
- VirtuallyEDU – IBSU. Speaker: Ms. Sopio Gelashvili
The framework of the presentations was pre-defined by the National Erasmus+ Office in Georgia and responded to the following questions:
- How to search for partners in the Erasmus+ projects?
- How to define project mission and objectives?
- How to create work packages and distribute roles between organisations?
- How to draft the successful project budget?
The organisations that participated in the capacity building, virtual exchanges and youth mobility projects shared their knowledge, covering all the above-mentioned topics and answered questions that they received from the audience.
June 12 – Erasmus+ Opportunities for Sport Sector & Panel Discussions
The second day of the event was dedicated to the sport sector organisations. The participants represented up to 25 organisations, including Universities, Federations, NGOs, International organisations and Associations.
The informational part of the sessions was conducted by the Director of the National Erasmus+ Office in Georgia, Ms. Mariam Sulashvili and incorporated the following topics:
- Seminar on Capacity Building in Sport: geographical scope, funding structure and platforms, objectives of capacity building in sport, thematic areas, activities, eligibility criteria and application rules, consortium composition, deadlines, expected impact.
- Seminar on Cooperation Partnerships: geographical scope, funding structure and platforms, objectives of cooperation partnerships, eligibility criteria and application rules, consortium composition, deadlines and budget.
Sport: Peer Learning – Practical Experience from the Winner Projects
The agenda of the event incorporated experience sharing from the winning projects of the Erasmus+ programme. The peer learning panel was dedicated to capacity building projects in sport, where the presented projects were the following:
- ORIENTEERING-GEO – Sport for Development Georgia, SportUniGEO,GeoOrient. Speaker: Ms. Mariam Kilanava / Ms. Mariam Maisuradze.
- CBHE Projects: Modernizing Sport & Health Education Through EU Cooperation. Speaker: Ms. Mariam Kilanava / Ms. Mariam Maisuradze.
The presenters delivered comprehensive presentations about the project cycle, starting with the process of partner search, covering the narrative and financial parts of the projects. Answering to the pre-defined questions provided by the National Erasmus+ Office in Georgia (mentioned above).
In sum, the events gathered participants from a wide range of organisations active in the youth and sport sectors, providing a valuable platform for dialogue, peer learning, and networking. The discussions encouraged participants to exchange experiences, share practical knowledge and good practices, and reflect on common challenges and opportunities within the Erasmus+ Programme. The interactive format fostered collaboration among organisations with varying levels of experience, strengthening connections between stakeholders and promoting future partnerships and engagement in Erasmus+ initiatives.
GEORGIAN
რეზიუმე
2026 წლის 11 და 12 ივნისს, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიებათა სერია სახელწოდებით: „Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები სპორტისა და ახალგაზრდობის სექტორებისთვის და პანელური დისკუსიები“. აღნიშნულმა შეხვედრებმა ერთ სივრცეში გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ახალგაზრდობისა და სპორტის სექტორების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და Erasmus+-ის ეროვნული ოფისის თანამშრომლები.
სესიები იმგვარად დაიგეგმა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მონაწილეებს შორის Erasmus+ პროგრამის შესახებ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა. გარდა ამისა, ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების (networking) დამყარებას, სამომავლო პარტნიორობების ხელშეწყობისთვის.
დღის წესრიგი მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: შესაძლებლობების გაძლიერება, კოოპერაციული პარტნიორობა, ვირტუალური გაცვლები, ახალგაზრდული გაცვლები და ახალგაზრდულ მუშაკთა მობილობა. შეხვედრების ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ოფისმა გამოიყენა ურთიერთსწავლების (peer-learning) ფორმატები და პანელური დისკუსიები, რამაც დამსწრე საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, პირველწყაროდან, კერძოდ კი Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტების ავტორებისგან, მიეღო ინფორმაცია.
11 ივნისი – Erasmus+ შესაძლებლობები ახალგაზრდობის სექტორისთვის და პანელური დისკუსიები
ღონისძიების პირველი დღე დაეთმო ახალგაზრდობის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს. შეხვედრას ესწრებოდნენ 20-ზე მეტი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის: სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ასოციაციები.
საინფორმაციო სესიებს უძღვებოდა ეროვნული ოფისის დირექტორი, მარიამ სულაშვილი. სესიებზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
- Erasmus+ პროგრამისა და მისი სექტორების ზოგადი მიმოხილვა;
- გეოგრაფიული არეალი და დაფინანსების სტრუქტურა;
- Erasmus+ პროგრამის ჰორიზონტალური პრიორიტეტები;
- შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის სექტორში (Capacity Building in Youth): მიზნები, თემატური მიმართულებები, აქტივობები, შერჩევის კრიტერიუმები, კონსორციუმის სტრუქტურა, განაცხადის წარდგენის ვადები და პლატფორმები;
- ვირტუალური გაცვლები: პროგრამის მიზნები, გეოგრაფიული არეალი, დაფინანსების სტრუქტურა და პროცედურები, შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმები, დაფინანსების წესები;
- ახალგაზრდული გაცვლები: მიზნები, დაფინანსების სტრუქტურა, აქტივობების აღწერა, პროექტის ეტაპები, შერჩევის კრიტერიუმები და მინიმალური მოთხოვნები;
- ახალგაზრდული მუშაკები: მობილობის პროექტების მიზნები ახალგაზრდული მუშაკებისთვის, აქტივობების აღწერა, შერჩევის კრიტერიუმები, მოთხოვნები პროფესიული განვითარების აქტივობებისთვის (PDAs), შეფასების კრიტერიუმები და დაფინანსების წესები.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ წარდგენილმა თეორიულმა ჩარჩომ მნიშვნელოვნად აამაღლა მონაწილეთა ცნობიერება და გააუმჯობესა Erasmus+ პროგრამის ზოგადი აღქმა კონკრეტულად ახალგაზრდობის სექტორში. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის წესების, საკვალიფიკაციო კრიტერიუმების, დაფინანსების პროცედურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. დღის წესრიგი იმგვარად იყო სტრუქტურირებული, რომ თეორიული ნაწილის დასრულებისთანავე, დამსწრეები დეტალურად გაეცნენ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ კონკრეტულ გამარჯვებულ პროექტებს.
ახალგაზრდობის სექტორი: ურთიერთსწავლება – გამარჯვებული პროექტების პრაქტიკული გამოცდილება
ღონისძიება მოიცავდა ურთიერთსწავლების (peer learning) სესიებს, სადაც ახალგაზრდობის სექტორის წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება პროექტის დაგეგმვის, პარტნიორთა მოძიების, საპროექტო განაცხადის შექმნის, ბიუჯეტის შედგენისა და კონცეფციის შემუშავების მიმართულებით. პირველი პანელი დაეთმო შესაძლებლობების გაძლიერების პროექტებს ახალგაზრდობის სექტორში. წარდგენილი იყო შემდეგი პროექტები:
- PACE: Promoting Access, Collaboration, and Empowerment – „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ (Junior Achievement Georgia). მომხსენებელი: ქალბატონი ეკა გეგეშიძე.
- InTechGrowth New Ideas, New Technologies, New Generation – „საქართველოს ბიზნეს კონსალტინგის ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO). მომხსენებელი: ბატონი კონსტანტინე ჟღენტი.
- INNOVATORS LAB: GEN Z’s Game-Based Peace Building – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ (Youth for Peace). მომხსენებელი: ქალბატონი მარიამ ჩიბურდანიძე.
- Dinara Welwet – „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი“. მომხსენებელი: ბატონი სოსო მეზვრიშვილი.
მეორე პანელი დაეთმო ვირტუალურ გაცვლებსა და ახალგაზრდული მობილობის პროექტებს. წარდგენილი პროექტები:
- Empower Youth – ასოციაცია „ათინათი“. მომხსენებელი: ქალბატონი მარიამ თოდუა.
- VirtuallyEDU – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU). მომხსენებელი: ქალბატონი სოფიო გელაშვილი.
პრეზენტაციების სტრუქტურა წინასწარ იყო განსაზღვრული Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ და პასუხობდა შემდეგ კითხვებს:
- როგორ მოვიძიოთ პარტნიორები Erasmus+ პროექტებისთვის?
- როგორ განვსაზღვროთ პროექტის მისია და მიზნები?
- როგორ შევქმნათ სამუშაო პაკეტები და როგორ გადავანაწილოთ როლები ორგანიზაციებს შორის?
- როგორ შევადგინოთ წარმატებული საპროექტო ბიუჯეტი?
ორგანიზაციებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესაძლებლობების გაძლიერების, ვირტუალური გაცვლებისა და ახალგაზრდული მობილობის პროექტებში, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი ცოდნა ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
12 ივნისი – Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები სპორტის სექტორისთვის და პანელური დისკუსიები
ღონისძიების მეორე დღე მთლიანად სპორტის სექტორის ორგანიზაციებს დაეთმო. შეხვედრას ესწრებოდა 25-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის: უნივერსიტეტები, სპორტული ფედერაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ასოციაციები.
სესიების საინფორმაციო ნაწილს უძღვებოდა ეროვნული ოფისის დირექტორი, მარიამ სულაშვილი. ხსენებული სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს:
- სემინარი სპორტის სექტორში შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ: გეოგრაფიული არეალი, დაფინანსების სტრუქტურა და პლატფორმები, სპორტში შესაძლებლობების გაძლიერების მიზნები, თემატური მიმართულებები, აქტივობები, საკვალიფიკაციო კრიტერიუმები და განაცხადის წარდგენის წესები, კონსორციუმის შემადგენლობა, ვადები და მოსალოდნელი გავლენა.
- სემინარი კოოპორაციული პარტნიორობის შესახებ (Cooperation Partnerships): გეოგრაფიული არეალი, დაფინანსების სტრუქტურა და პლატფორმები, კოოპერაციული პარტნიორობის მიზნები, საკვალიფიკაციო კრიტერიუმები და განაცხადის წარდგენის წესები, კონსორციუმის შემადგენლობა, ვადები და ბიუჯეტი.
სპორტი: ურთიერთსწავლება – გამარჯვებული პროექტების პრაქტიკული გამოცდილება
ღონისძიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გამოცდილების გაზიარებას Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გამარჯვებული პროექტებიდან. ურთიერთსწავლების პანელი მიეძღვნა სპორტის სექტორში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტებს, სადაც წარდგენილ იქნა შემდეგი ინიციატივები:
- ORIENTEERING-GEO – „სპორტი განვითარებისთვის საქართველო“, „საქართველოს სპორტული უნივერსიტეტი“ (SportUniGEO), „გეოორიენტი“ (GeoOrient). მომხსენებლები: ქალბატონი მარიამ კილანავა / ქალბატონი მარიამ მაისურაძე.
- CBHE პროექტები: Modernizing Sport & Health Education Through EU Cooperation. მომხსენებლები: ქალბატონი მარიამ კილანავა / ქალბატონი მარიამ მაისურაძე.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს ყოვლისმომცველი პრეზენტაციები პროექტის სრული ციკლის შესახებ – დაწყებული პარტნიორების ძიების პროცესით, დასრულებული პროექტის შინაარსობრივი (ნარატიული) და ფინანსური ნაწილებით. მათ პრეზენტაციებში ამომწურავად უპასუხეს Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ წინასწარ განსაზღვრულ (ზემოთ აღნიშნულ) კითხვებს.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა ღონისძიებებმა თავი მოუყარა ახალგაზრდობისა და სპორტის სექტორებში მოქმედი ორგანიზაციების ფართო სპექტრს და შექმნა ფასეული პლატფორმა დიალოგის, ურთიერთსწავლებისა და კავშირების დამყარებისთვის. დისკუსიებმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, გაეცვალათ გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა, აგრეთვე ემსჯელათ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში არსებულ საერთო გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ინტერაქტიულმა ფორმატმა ხელი შეუწყო თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს შორის, გააძლიერა კავშირები დაინტერესებულ მხარეებს შორის და სტიმული მისცა მათ სამომავლო პარტნიორობასა და ერაზმუს+ ინიციატივებში აქტიურ ჩართულობას.
