წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია მონაწილე ინსტიტუციების გამოცდილების წარმოჩენა, საერთო გამოწვევების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და რეკომენდაციების შეთავაზება მომავალი აპლიკანტებისთვის.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ Erasmus+ პროგრამაში წარმატებული მონაწილეობა ეფუძნება, არა მხოლოდ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ეფექტიან პროექტების მართვას, არამედ ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობებს, ინსტიტუციურ ერთგულებას, სტრატეგიულ დაგეგმვასა და გრძელვადიან ხედვას.
ვიმედოვნებთ, რომ ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილი გამოცდილება დაეხმარება ქართულ ინსტიტუციებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების შესახებ მიმდინარე დისკუსიებს.
შენიშვნა: პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.