{07.09.2026}
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში გიზიარებთ ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის დღეების 2026 წლის გამოშვების შესახებ. Erasmus-ის დღეების კვირეული უკვე მეათედ აღინიშნება და 12-17 ოქტომბერს გაიმართება.
Erasmus-ის კვირეულის ფარგლებში, ორგაზაციებს საშუალება ეძლევათ დააორგანიზონ თავიანთი ღონისძიებები და ფართო აუდიტორიას გაუზიარონ, თუ როგორ ეხმარება Erasmus პროგრამა ადამიანებს ცოდნის მიღებაში, პიროვნულ ზრდასა და კარიერულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში!
ერასმუსის პლატფორმაზე უკვე 1800-ზე მეტი ღონისძიებაა რეგისტრირებული.
სურვილის შემთხვევაში, რელევანტურ ორგანიზაციებს შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა პროგრამის დღეების აღნიშვნაში და დააორგანიზოთ ღონისძიება მოცემული ბმულის გამოყენებით: https://www.erasmusdays.eu/organize-an-event/
ასევე იხილეთ რეგისტრირებულ ღონისძიებათა გეოგრაფიული განაწილება და შინაარსი: https://www.erasmusdays.eu/events/
Erasmus+ ევროკავშირის უნიკალური პროგრამაა, რომლის მეშვეობით მილიონობით ადამიანი იმაღლებს ცოდნას, ივითარებს უნარებსა და თავდაჯერებას, რაც აუცილებელია კარიერული წარმატებისთვის!
