{30.09.2026}
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში გიწვევთ ტექნიკური დახმარების მისიაზე (TAM), რომელიც ეხება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკრედიტების (micro-credentials) დანერგვას.
ზოგადი მიზანი
საქართველოში მიკროკრედიტების თანმიმდევრული, ხარისხზე ორიენტირებული და სანდო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირისა და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) პრინციპების საქართველოს უმაღლესი განათლების კონტექსტთან დაკავშირების, ასევე ისეთი საკითხების პრაქტიკული მიდგომების განსაზღვრის გზით, როგორიცაა: ხარისხის უზრუნველყოფა, აღიარება, ECTS/სასწავლო დატვირთვა, სწავლის მოქნილი გზები, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ინსტიტუციური დანერგვა.
თარიღი: 12 ოქტომბერი
დრო: 11:00-18:00 (მთელი დღე)
ფორმატი: ონლაინ (Google Meet)
ენა: ინგლისური
ექსპერტები:
- პროფესორი, დოქტორი Ann Katherine Isaacs
- პროფესორი, დოქტორი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი – უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE)
- პროფესორი, დოქტორი გოდერძი ბუჩაშვილი – უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE)
მოსალოდნელი შედეგები
- EHEA-სა და ბოლონიის პროცესის სტანდარტების მიხედვით მიკროკრედიტების შესახებ ცნობიერების გაზრდა.
- საქართველოს კონტექსტზე მორგებული გზამკვლევის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს რეგულაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და შრომის ბაზრის ჩართულობის საკითხებს.
- პრაქტიკული ინსტიტუციური მოდელისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკონტროლო სიის შემუშავება მიკროკრედიტების განვითარებისთვის.
- აღიარებასთან და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომლებიც საჭიროებენ ეროვნულ დონეზე დაზუსტებას.
- მოკლე და საშუალოვადიანი რეკომენდაციების შემუშავება.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/QTQCQ2qx76bbG8kdA
