დაგეგმილი ონლაინ ღონისძიება სტუდენტებისთვის: Erasmus+ პროგრამის მონაწილეობის ბარიერები

{30.09.2026}

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში გიწვევთ სტუდენტებისთვის და სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაზე ”როგორ გავხადოთ Erasmus+ პროგრამა უფრო ინკლუზიური: მონაწილეობის ბარიერები და მათი გადალახვა” .

Erasmus+ პროგრამა ახალგაზრდებისთვის უამრავ შესაძლებლობას აჩენს. კულტურული გაცვლა, ცოდნის გაღრმავება და უნარების შეძენა უამრავი ახალგაზრდის ცხოვრებას ფუნდამენტურად ცვლის. საინტერესო შეკითხვა, რომელიც არცთუ ხშირადაა განხილული არის ის, თუ რა ბარიერებს აწყდებიან სტუდენტები, როდესაც პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ? როგორ ახერხებენ ამ ბარიერების გადალახვას? რა როლს თამაშობს სოციალური შფოთვა და კულტურული განსხვავებები? 

ონლაინ ღონისძიებაზე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მოისმინონ პროფესიონალის (ფსიქოლოგის) ექსპერტული მოსაზრებები და გაიზიარონ პროგრამის მონაწილეების გამოცდილება. 

თარიღი: 16 ოქტომბერი

ფორმატი: ონლაინ (Google Meet)

დრო: 17:00-18:00

სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და პროგრამით დაინტერესებული პირები

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაიარეთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/aopEHs9cLLRwXHeJ9