November 3: International Networking Event – Georgia and Europe

{27.10.2026}

ℹ️ Erasmus+ ეროვნული ოფისი 3 ნოემბერს გიწვევთ ონლაინ ღონისძიებაზე „Erasmus+ International Networking Event: Georgia and Europe“. ღონისძიების მიზანია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პოტენციური პარტნიორების დაკავშირება საქართველოდან და ევროკავშირის წევრი და პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებიდან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ღონისძიება განკუთვნილია უმაღლესი განათლების ინსტიტუციებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან Erasmus+ პროგრამის ფარგლებში შემდეგი ინიციატივებისათვის პარტნიორების მოძიებით:
•⁠ ⁠საერთაშორისო კრედიტების მობილობა (ICM)
•⁠ ⁠შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში (Capacity Building in HE)
•⁠ ⁠კოოპერაციული პარტნიორობები (Cooperation Partnerships)

🌍 Erasmus+ Networking Event: Georgia and Europe კონფერენციაზე უკვე დარეგისტრირებულია 100-ზე მეტი დაწესებულება ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ლიეტუვა, სერბეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, თურქეთი, მალტა, ავსტრია. უცხოელი პარტნიორების რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს.

შეზღუდული დროის და მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ღონისძიებას თითოეული უნივერსიტეტიდან შესაძლოა ესწრებოდეს ერთი წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს მისი უნივერსიტეტის სახელით, მათ შორის, ყველა ფაკულტეტის პოტენციური საპროექტო იდეების შესახებ. შესაბამისად, საჭიროა, უნივერსიტეტმა მონაწილე წარადგინოს ოფიციალური წერილით.

ღონისძიების მიმართ მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ დროულად გამოითხოვოთ ნომინირების წერილი თქვენი ინსტიტუციისგან, რათა დროულად მოახერხოთ რეგისტრაციის გავლა.

თითოეულ წარმომადგენელს საკუთარი დაწესებულების იდეების წარსადგენად ექნება 90 წამი. პრეზენტაციებს მოჰყვება ნეთვორქინგის სესიები, რაც პარტნიორებთან დაკავშირების დამატებით შესაძლებლობას მოგცემთ.

🔗ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://erasmus.org.ge/networking-event/

🔗 სარეგისტრაციო ბმული: http://forms.gle/6RQ5ZBeTjGgg13j58

⏰რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 ოქტომბერია, ამიტომ იჩქარეთ!