საბანკო ანგარიშის დამატება ან წაშლა

საბანკო ანგარიშის დამატება 

(ინფორმაცია ინგლისურ ენაზე)

ახალი საბანკო ანგარიშის დასამატებლად მიჰყევით ინსტრუქციებს:

1. დააჭირეთ საბანკო ანგარიშის (Bank Account) ნავიგაციის ზოლში:

ამის შემდეგ გამოჩნდება საბანკო ანგარიშების სიის ჩამონათვალი

2. დააჭირეთ “ახალი საბანკო ანგარიშის / New Bank Account” დამატების ღილაკს.

გაეცანით ინფორმაციას “საჭირო დამხმარე დოკუმენტების / Eligible supporting documents” სექციაში. 

   

3.მიიტანეთ ისარი “აირჩიეთ ქვეყნის / Choose Country” ველის მარჯვენა მხარეს და აირჩიეთ ქვეყანა ჩამოსაშლელი სიიდან. არჩეული ქვეყნიდან გამომდინარე, ეკრანზე გამოჩნდება დამატებითი ველები.

 4.შეავსეთ ველები. მაგალითი ნაჩვენებია ქვემოთ:

   

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ:

-საბანკო ანგარიშის ქვეყნიდან გამომდინარე, ზოგიერთი სავალდებულო ველი აუცილებლად შესავსებია (SWIFT/BIC, ბანკის ფილიალის მისამართი, ა.შ.).

-სისტემა ავტომატურად შეამოწმებს არსებობს თუ არა თქვენი საბანკო ანგარიში ჩვენს ფინანსურ მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენი საბანკო ანგარიში არის ჩვენს ბაზაში, სისტემა მოიპოვებს ინფორმაციას და თქვენ არ იქნებით ვალდებული, რომ განაცხადი ატვირთოთ. 

-შესაძლებელია რომ “დაამატოთ სახელი(Display Name)” ველში: მიუხედავად იმისა, რომ ეს ველი აუცილებელი არ არის, რეკომენდირებულია მისი შევება, რადგან საბანკო ანგარიშის ნომერი ნახევრად დაფარული იქნება ეკრანზე (ზოგიერთი რიცხვი თქვენს ანგარიშის ნომერზე იქნება ჩანაცვლებული “*” სიმბოლოებით) უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე.

-ავტომატურად, თქვენი პერსონალური ინფორმაცია იქნება გამოყენებული როგორც ანგარიშის სახელი და ანგარიშის მფლობელის მისამართი. “Switch” ღილაკის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ინფორმაცია.

-აუცილებლად მიუთითეთ საბანკო ანგარიში გეკუთვნით თქვენ თუ სხვა პიროვნებას. ანგარიშზე დატანებული სახელი ძირითადად ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს. თუმცა, ანგარიშის მფლობელს შეიძლება განსხვავებული სახელი ჰქონდეს მინიჭებული თავისი საბანკო ანგარიშისთვის. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ასახული საბანკო განაცხადში.

– “აღრიცხვის სია(Checklist” ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში გიჩვენებთ თქვენს პროგრესს.

 

5. დააჭირეთ “შენახვის (Save)” ღილაკს. სექცია “ატვირთეთ საბანკო განაცხადი (Upload Bank Statement)” გახდება აქტიური. 

თქვენ მოგეთხოვებათ ატვირთოთ თქვენი საბანკო დოკუმენტი ( შეამოწმეთ “საჭირო დამხმარე დოკუმენტების / Eligible supporting Documents” სექცია)

6. ატვირთეთ თქვენი საბანკო დოკუმენტის სკანირებული ვერსია ჩამოსაშლელ ყუთში (Drop Box) ან დააჭირეთ ჩამოსაშლელ ყუთს და ატვირთეთ ფაილი. 

აუცილებელია ფაილი იყოს PDF ფორმატში და 10MB-ზე ნაკლები.

ფაილი გამოჩნდება “დამხმარე დოკუმენტების / Supporting Documents” სექციაში.

 

7. იმისათვის, რომ წაშალოთ ატვირთული ფაილი, დააჭირეთ “ნაგვის ურნას (Trach Can)”

დააჭირეთ “შენახვას (Save)”, შემდეგ დააჭირეთ “ატვირთვა (Submit)” ღილაკს.
The Submit confirmation box appears.

ეკრანზე გამოჩნდება “ატვირთვის / Submit” დამადასტურებელი ყუთი.

8. დააჭირეთ “თანხმობის (Yes)” ღილაკს დასადასტურებლად. ამის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება საინფორმაციო მესიჯი, რომელიც გაუწყებთ, რომ საბანკო ანგარიში ატვირთულია.

მოგვიანებით თქვენ იქნებით ინფორმირებული თქვენი საბანკო ანგარიშის ვალიდაციის ან შიდა ვალიდაციის სისტემისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის შესახებ. თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი საბანკო ანგარიშის ატვირთვას თქვენი პირადი ინფორმაციის ატვირთვის გარეშე. სანამ პირადი ინფორმაცია (The LE) არ იქნება ატვირთული, The BA დაბლოკავს თქვენს საბანკო ანგარიშის ატვირთვის მცდელობას.

საბანკო ანგარიშის წაშლა

(ინფორმაცია ინგლისურ ენაზე)

იმისათვის, რომ წაშალოთ შედგენილი საბანკო ანგარიში,მიჰყევით ინსტრუქციებს.

  1. დააჭირეთ საბანკო ანგარიშის ლინკს ნავიგაციის ზოლში.

2. დააჭირეთ “ნაგვის ურნაზე ( trashcan)” საბანკო ანგარიშის ველში, რომლის წაშლაც გსურთ.

 

ეკრანზე გამოჩნდება დასადასტურებელი მესიჯი:

3. დააჭირეთ “თანხმობის (Yes)” ღილაკს დასადასტურებლად.

 

იმისთვის, რომ წაშალოთ ვალიდური საბანკო ანგარიში თქვენი პროფილიდან გააგრძელეთ შემდეგნაირად:

  1. დააჭირეთ საბანკო ანგარიშის ლინკს ნავიგაზიიც ზოლში.

დააჭირეთ “ნაგვის ურნაზე” საბანკო ანგარიშის ველში, რომლის წაშლაც გსურთ.

ეკრანზე გამოჩნდება დამადასტურებელი შეტყობინება:

დააჭირეთ “კი / Yes” ღილაკს დასადასტურებლად.