ალიანსები ინოვაციებისთვის (უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, ფართო საზოგადოებრივ-ეკონომიკური გარემო)

{Last Update: 24.12.2025}

ალიანსები ინოვაციისთვის მიზნად ისახავს, ევროპის დონეზე, ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებას, შესაბამისი ხელშეწყობით, თანამშრომლობით და ცოდნის გაცვლის გზით უმაღლეს განათლებას, პროფესიულ განათლებასა და ტრენინგ ცენტრებს (როგორც საწყისი, ასევე უწყვეტი) და ფართო სოციალურ–ეკონომიკურ გარემოს და მათ შორის კვლევით საზოგადოებას შორის.

ასევე, ისინი მიზნად ისახავენ ახალი უნარების განვითარების ხელშეწყობას და უნარების ნაკლებობის დაძლევას, ახალი სასწავლო გეგმების შექმნით და შემუშავებით უმაღლესი განათლების (HE) და პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის (VET), რაც ხელს შეუწყობს ინიციატივების გამოჩენას და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას ევროკავშირის მასშტაბით.

მიზნები

ინოვაციის გასაძლიერებლად, ყურადღება გამახვილდება ტალანტებისა და უნარების განვითარებაზე. პირველ რიგში, ციფრული კომპეტენციები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყველა სამუშაო პროფილში და ასევე, მთლიანად შრომის ბაზარზე.

მეორე მხრივ, ცირკულარულ და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა საჭიროებს კვალიფიკაციისა და ეროვნული განათლებისა და ტრენინგის პროგრამების ცვლილებებს, რათა დააკმაყოფილოს მწვანე უნარების და მდგრადი განვითარების მიერ წარმოქმნილი პროფესიული საჭიროებები.

მესამე, ციფრული და მწვანე ტრანზაქცია მოითხოვს ახალი ტექნოლოგიების დაჩქარებულ დანერგვას, განსაკუთრებით მაღალინოვაციურ ღრმა ტექნოლოგიების სფეროებში, ეკონომიკისა და საზოგადოების ყველა სექტორში.

ინოვაციის გაერთიანებების მიზნები შეიძლება მიღწეულ იქნას 1 ან 2 ლოტების გამოყენებით (ორგანიზაციას შეუძლია მონაწილეობდეს რამდენიმე საპროექტო განაცხადში):

ლოტი 1 – გაერთიანებები განათლებისა და მეწარმეობისთვის

გაერთიანებები განათლებისა და მეწარმეობისთვის არის ტრანსნაციონალური, სტრუქტურირებული და შედეგებზე ორიენტირებული პროექტები, რომელშიც პარტნიორები იზიარებენ საერთო მიზნებს და ერთად მუშაობენ ინოვაციის, ახალი უნარების, ინიციატივების ჩამოყალიბებისა და სამეწარმეო აზროვნების წახალისებისთვის.

ისინი მიზნად ისახავენ ინოვაციის წახალისებას უმაღლეს განათლებაში, პროფესიულ განათლებასა და ტრენინგებში, საწარმოებსა და ფართო სოციალურ–ეკონომიკურ გარემოში. აღნიშნული მიზნად ისახავს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოგრაფიული ცვლილებები, ციფრული განვითარება, ახალი ტექნოლოგიები, მაგ. ხელოვნური ინტელექტი და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების ცვლილებები. 2026 წელს, ეს ინიციატივა ასევე შეეხება სექტორებში კვალიფიკაციის სერიოზული დეფიციტის გამოწვევას, რაც გადამწყვეტია ევროპის კონკურენტუნარიანობისთვის „კვალიფიკაციის გაერთიანების“ ინიციატივის შესაბამისად.

გაერთიანებები განათლებისა და მეწარმეობისთვის აერთიანებს საწარმოებს, ასევე უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ტრენინგის პროვაიდერებს, რათა ერთად იმუშაონ პარტნიორობის ჩამოყალიბების საშუალებით. ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური სექტორის ფარგლებში მოქმედი ინსტიტუციები ქმნიან სანდო და მდგრად ურთიერთობებს და აჩვენებენ მათ ინოვაციურ და ტრანსნაციონალურ ხასიათს ყველა ასპექტში. 

ისინი მიზნად ისახავენ ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მიღწევას:

  • ახალი, ინოვაციური და მრავალდისციპლინარული მიდგომების ხელშეწყობა სწავლისა და სწავლების პროცესში: საგანმანათლებლო პროგრამების დიზაინში, სწავლის მეთოდებში, შეფასების ტექნიკებში, სასწავლო გარემოში ინოვაციების წახალისება და/ან ახალი უნარების განვითარება;
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში უნარების განვითარების ხელშეწყობა: ევროპის ინოვაციური შესაძლებლობების მხარდაჭერა ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ტალანტების ბაზის გაფართოების გზით;
  • ინკუბატორების შექმნის ხელშეწყობა, ევროპის მასშტაბით, საგანმანათლებლო და საწარმოო ინსტიტუტებში;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება (მაგალითად, თანასწორობა, ინკლუზია, კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება);
  • ინიციატივის გამოჩენის და სამეწარმეო აზროვნების და უნარების წახალისება სტუდენტებში, სასწავლო პერსონალსა და სხვა მუშაკებში, ევროკავშირის სამეწარმეო კომპეტენციის ჩარჩოს (EntreComp) მიხედვით;
  • უნარების ხარისხისა და აქტუალობის გაუმჯობესება, რომლებიც ვითარდება და სერტიფიცირდება განათლებისა და ტრენინგის სისტემების მეშვეობით (მათ შორის ახალი უნარები და უნარების შეუსაბამობის დაძლევა);
  • ცოდნის ნაკადის გაცვლისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებასა და ტრენინგს შორის, კვლევით ორგანიზაციებსა დ საჯარო და კერძო სექტორებს შორის;
  • ეფექტური და შედეგიანი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემების შექმნა და მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციას.
  • ერთობლივი პროგრამების მხარდაჭერა ან მიკროსერთიფიკატების ერთობლივი შემუშავება და მენტორობის მხარდაჭერა სტარტაპებისა და გაფართოებული ბიზნესებისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობისთვის საკვანძო სექტორებში, სადაც კვალიფიკაციის სერიოზული დეფიციტია.

ლოტი 2 – გაერთიანებები, სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში, უნარების გაუმჯობესებისთვის

ალიანსები, სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში, უნარების გაუმჯობესებისთვის მიზნად ისახავს ახალი სტრატეგიული მიდგომების და თანამშრომლობის შექმნას კონკრეტულ უნარების განვითარებისთვის – როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალოვადიან პერიოდში – იმ სფეროებში, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის უნარების დღის წესრიგის მთავარ მიზნებსა და აქტივობებს, მდგრადი კონკურენტუნარიანობის, სოციალური სამართლიანობის და მდგრადობისათვის. პროგრამის მთავარი მიზანია მოიზიდოს და დააინტერესოს ყველა შესაბამისი მხარე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის, მუშახელის გადამზადებისა და ხელმეორე განათლებისთვის, ძალების გაერთიანებით და პარტნიორობების შექმნით, ასევე ევროკავშირის დონეზე, სამუშაო ბაზრის საჭიროებების მიმართ, მწვანე და ციფრული ტრანზაქციების მხარდაჭერა და ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი უნარების და ზრდის სტრატეგიების მხარდაჭერა. 

გაერთიანებები, სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში, უნარების გაუმჯობესებისთვის მიზნად ისახავს, აღმოფხვრას სამუშაო ბაზარზე უნარების ნაკლებობით გამოწვეული ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ზრდას, ინოვაციას და კონკურენტუნარიანობას კონკრეტულ სექტორებში ან სფეროებში. აღნიშნული ალიანსები განხორციელდება, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან, 14 ინდუსტრიულ ეკოსისტემაში. 

მეორე ლოტის გაერთიანებები მხარს დაუჭერენ პაქტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, სექტორული უნარების სტრატეგიების განვითარებისთვის. 

პროექტის ფარგლებში შექმნილი პროგრამები უნდა მოიცავდნენ მუდმივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რათა დააკმაყოფილონ სამუშაო ძალის უნარების საჭიროებები. საპროექტო განაცხადებში, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ახალი პროფესიული პროფილების შექმნა, ურთიერთდაკავშირებული კვალიფიკაციების ჩამოყალიბება, რომლებიც უნდა მოიცავდეს ზედა საფეხურის პროფესიული განათლების დონეებს (EQF დონე 3-დან 5-მდე) და უმაღლესი განათლების დონეებს (EQF დონე 6-დან 8-მდე). 

თითოეული საგრანტო განაცხადი კონსორციუმში პარტნიორებად უნდა მოიაზრებდეს როგორც პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრების (VET), ისე უმაღლესი განათლების (HE) ორგანიზაციებს და შრომის ბაზრის წარმომადგენლებს. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ასევე უნდა მოიცავდნენ პოლიტიკის ორგანოებს, სერტიფიცირების ორგანოებს, ასევე ევროპულ სექტორულ ასოციაციებს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია „გაერთიანებები ინოვაციებისთვის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის?

Erasmus+ გრანტის მიღებისათვის, პროექტების წინადადებები ლოტი 1 – გაერთიანებები განათლებისა და მეწარმეობისთვის“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ლოტი 3: STEM უნარების საამქოები

STEM უნარების საამქროების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული განათლების მიმწოდებლებისა და ბიზნეს კომპანიების სექტორული, ტრანსნაციონალური და მდგრადი თანამშრომლობის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლისადმი ახალ, ინოვაციურ და მულტიდისციპლინურ მიდგომებს ახალგაზრდა სტუდენტი მეწარმეებისთვის რეალური ბიზნეს-ხედვისა და მენტორული შესაძლებლობების მიწოდებით, რომლებიც მორგებულია მათ ნიჭზე, საჭიროებებსა და მიზნებზე. ამ თემის კონკრეტული ფოკუსია ინოვაციების ხელშეწყობა, მეწარმეობის აზროვნების შექმნა, ახალგაზრდა სტუდენტი მეწარმეებისთვის ლაბორატორიებზე, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობაზე წვდომის უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრების (IP) განვითარების მხარდაჭერა, მათი სამაგისტრო ნაშრომების ან ბიზნეს იდეების შემუშავებაში ხელმძღვანელობა, ასევე რისკ-კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობა კონკურენტუნარიანობის კომპასში განსაზღვრულ სტრატეგიულ სექტორებში.

ამ თემის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს ინოვაციების ხელშეწყობას უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიმწოდებლების შრომის ბაზრისა და მეწარმეობის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გზით, რისკ-კაპიტალის ფონდების შესაძლო მონაწილეობით, ხელსაყრელი EIT KIC-ების მიერ.

ლოტი 1 – ალიანსები განათლებისა და მეწარმეობისთვის

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

აპლიკანტები უნდა იყვნენ:

საჯარო ან კერძო ორგანიზაციები დაფუძნებულნი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებში, რომლებიც ასცირებულნი არიან პროგრამასთან. მათ შორის:

  • უმაღლესი განათლების დაწესებულებები;
  • პროფესიული განათლების ცენტრები ან პროფესიული განათლების ქსელები, 
  • მცირე და საშუალო ან დიდი საწარმოები (ასევე, სოციალური საწარმოები);
  • კვლევითი ინსტიტუტები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • საჯარო ორგანოები ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნული დონეზე;
  • ორგანიზაციები განათლების, ტრენინგების და ახალგაზრდულ სფეროებში;
  • აკრედიტაციის, სერტიფიცირების, აღიარების ან კვალიფიკაციის გამცემი ორგანოები;
  • სავაჭრო პალატები, ინდუსტრიული ან შრომის პალატები;
  • საკრებულოები;
  • ევროპული ან ეროვნული სოციალური პარტნიორები;
  • საავადმყოფოები ან სხვა მოვლის დაწესებულებები, მათ შორის გრძელვადიანი მოვლა;
  • წამყვანი ფიგურები განათლების, ტრენინგის ან დასაქმების სფეროში რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე;
  • ეროვნული სტატისტიკის ოფისები;
  • ეკონომიკური განვითარების სააგენტოები;
  • სექტორული ან პროფესიული ასოციაციები, სექტორული უნარების საბჭოები;
  • კარიერული განვითარების ორგანიზაციები, პროფესიული კონსულტაციების, დასაქმების სერვისების მიმწოდებლები;

ორგანიზაციები მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, შეიძლება მონაწილეობდნენ სრულ პარტნიორებად, მაგრამ არა კოორდინატორებად.

გამონაკლისი: ბელორუსიის (რეგიონი 2) ორგანიზაციები არ არიან უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში.

უმაღლესი განათლების დაწესებულებები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში, უნდა ფლობდნენ მოქმედ Erasmus Charter for Higher Education (ECHE). 

ECHE არ არის აუცილებელი უსდ-ებისთვის მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან.

კონსორციუმის კომპოზიცია

გაერთიანებები უნდა მოიცავდნენ, მინიმუმ, 4 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანას, და უნდა მოიცავდნენ, მინიმუმ, 8 აპლიკანტს (კოორდინატორი და სრული პარტნიორები). 

კონსორციუმი უნდა მოიცავდეს, მინიმუმ, 3 შრომის ბაზრის წარმომადგენელს (საწარმოები ან კომპანიები ან წარმომადგენლობითი, შუამავალი ორგანიზაციები, როგორიცაა სავაჭრო პალატები, პროფკავშირები ან სავაჭრო ასოციაციები) და მინიმუმ, 3 განათლებისა და ტრენინგის მომსახურების მიმწოდებელს (VET და უმაღლესი განათლების დაწესებულებები). 

თითოეულ საპროექტო განაცხადში ჩართული უნდა იყოს, მინიმუმ,  ერთი უმაღლესი განათლების დაწესებულება და ერთი VET პროვაიდერი. 

ასოცირებული პარტნიორები არ ითვლებიან კონსორციუმის შემადგენლობის მინიმალურ დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებად. 

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტები უნდა გაგრძელდეს 24 ან 36 თვე. (დასაბუთების შემთხვევაში, ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია). 

ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს განაცხადის ეტაპზე, პროექტის მიზნისა და დროთა განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების ტიპის მიხედვით.

სად ხდება განაცხადის წარდგენა?

ევროპულ განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტო (EACEA). 

Call ID Lot 1:  ERASMUS-EDU-2026-PI-ALL-INNO-EDU-ENTERP

როდის ხდება განაცხადის წარდგენა?

აპლიკანტებმა უნდა გააკეთოთ განაცხადი 10 მარტის, 17:00:00 საათამდე (ბრიუსელის დროით).

 

Erasmus+ გრანტის მიღებისათვის, ლოტი 2 – ალიანსები, უნარების განვითარებისთვის, სექტორული თანამშრომლობისთვის

პროექტების წინადადებები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგკრიტერიუმებს:

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?

შემდეგი ორგანიზაციები შეიძლება მონაწილეობდნენ როგორც აპლიკანტები (კოორდინატორი და სრულ პარტნიორები) 

საჯარო ან კერძო ორგანიზაციები, იურიდიულად რეგისტრირებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში:

  • უმაღლესი განათლების დაწესებულებები
  • პროფესიული განათლების მიმწოდებლები
  • პროფესიული განათლების მიმწოდებელი ქსელები
  • მცირე, საშუალო ან დიდი საწარმოები (მათ შორის სოციალური საწარმოები)
  • კვლევითი ინსტიტუტები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • საჯარო ორგანოები ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე
  • ორგანიზაციები განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდულ სექტორში
  • აკრედიტაციის, სერტიფიცირების, აღიარების ან კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოები
  • სავაჭრო პალატები, ინდუსტრიული ან შრომის პალატები, საკრებულოები
  • საავადმყოფოები ან სხვა მოვლის დაწესებულებები, მათ შორის გრძელვადიანი მოვლა
  • წამყვანი ფიგურები განათლების, ტრენინგის ან დასაქმების სფეროში რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე
  • დასაქმების სააგენტოები
  • ეროვნული სტატისტიკის ოფისები
  • ეკონომიკური განვითარების სააგენტოები
  • სექტორული ან პროფესიული ასოციაციები
  • სექტორული უნარების საბჭოები
  • კარიერული ხელმძღვანელობის, პროფესიული კონსულტაციის, საინფორმაციო მომსახურებისა და დასაქმების მომსახურების მიმწოდებელი ორგანოები.

უმაღლესი განათლების დაწესებულებები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, უნდა ფლობდნენ მოქმედ Erasmus Charter for Higher Education (ECHE). 

კონსორციუმის კომპოზიცია

ალიანსი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 8 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ან  პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანყნებს და მოიცავდეს მინიმუმ 12 აპლიკანტს (კოორდინატორი და სრული პარტნიორები). 

კონსორციუმი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 5 შრომის ბაზრის წარმომადგენელს (საწარმოებიან კომპანიები, ან წარმომადგენლობითიშუამავლური ორგანიზაციები, როგორიცაასავაჭრო პალატები, პროფკავშირები ანსავაჭრო ასოციაციები) და მინიმუმ 5 განათლებისა

თითოეულ წინადადებაში უნდა იყოს ჩართული მინიმუმ ერთი უმაღლესი განათლების დაწესებულება და ერთი VET პროვაიდერი როგორც აპლიკანტი (კოორდინატორი და სრულ პარტნიორები).

სექტორები

2021 წლის წლიური ერთიანი ბაზრის ანგარიშით განსაზღვრული 14 პრიორიტეტული, ინდუსტრიული ეკოსისტემა.  

განმცხადებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი 14 ეკოსისტემიდან მხოლოდ 1 ეკოსისტემა უნდა აირჩიოს:

    1. მობილობა–ტრანსპორტი–ავტომობილები: ავტომანქანების, გემებისა და მატარებლების წარმოება და მათი დამატებითი ნაწილები;საავტომობილო საშუალებების, გემებისა და მატარებლების და მათი აქსესუარების წარმოება; მათი შეკეთება და მოვლა-პატრონობა; სატვირთო გადაზიდვები; ხელოვნური ინტელექტი; სუფთა ტექნოლოგიები; მოწინავე მასალები და ა.შ.
  • ტექსტილი: ტექსტილის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტყავის და საიუველირო ნაწარმის წარმოება და ა.შ.
  • განახლებადი ენერგია: ელექტროძრავები, ძრავები და ტურბინები; ელექტროენერგიის წარმოება; გაზის წარმოება და დისტრიბუცია; ხელოვნური ინტელექტი; სუფთა ტექნოლოგიები; მოწინავე მასალები და ა.შ
  • .ელექტრონიკა: ნედლეული (ნახევარგამტარული ვაფლები); ნახევარგამტარული წარმოების ინსტრუმენტები; ნახევარგამტარული კომპონენტების დიზაინი და წარმოება; რობოტიკა; მოწინავე მასალები და ა.შ..
  • საცალო: საცალო გაყიდვები; მჭიდრო კავშირი მომხმარებლებთან და სხვა.
  • მშენებლობა:საცხოვრებელი და სხვა უძრავი ქონების მშენებლობა; გზების და რკინიგზის მშენებლობა; კომუნალური და სამოქალაქო მშენებლობა; მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები.
  • აეროკოსმოსური წარმება და თავდაცვა: თვითმფრინავების წარმოება; კოსმოსური ტექნოლოგიები, წარმოება და მომსახურება; თავდაცვის პროდუქტები და ტექნოლოგიები; ხელოვნური ინტელექტი; სუფთა ტექნოლოგიები; რობოტიკა და ა.შ.
  • დაბალი ნახშირბადის ენერგიის ინტენსიური ინდუსტრიები: წიაღისეული საწვავის და ნედლეულის მოპოვება; გადამუშავება; გარემოზე მაღალი ზემოქმედების მქონე პროდუქტების წარმოება: პლასტმასი, ქიმიკატები, სასუქები, რკინა და ფოლადი, ტყის პროდუქტები, ცემენტი, რეზინი, ფერადი ლითონები; სუფთა ტექნოლოგიები; მოწინავე მასალები და ა.შ..
  • ტურიზმი: მგზავრთა ტრანსპორტი და მოგზაურობა;სასტუმროები, მოკლევადიანი განთავსება;რესტორნები და კვების მომსახურება;ღონისძიებები, თემატური პარკები და სხვა.
  • აგრო–პროდუქტები; მცენარეული და ცხოველური წარმოება; საკვების გადამუშავება; ვეტერინარული საქმიანობა; ხელოვნური ინტელექტი; სუფთა ტექნოლოგიები; მოწინავე მასალები და ა.შ.
  • შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიები: გაზეთები, წიგნები და პერიოდული გამოცემები; კინო, ვიდეო და ტელევიზია; რადიო და მუსიკა; ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
  • ციფრული პროდუქცია: ტელეკომუნიკაციები; პროგრამული უზრუნველყოფა და პროგრამირება; ვებ პორტალები; კომპიუტერებისა და აღჭურვილობის წარმოება; ხელოვნური ინტელექტი; კვანტური გამოთვლები; რობოტიკა და ა.შ.
  • სიახლოვე და სოციალური ეკონომიკა: სოციალური საწარმოები, ასოციაციები და კოოპერატივები, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური გავლენის აწევას და სხვა.
  • ჯანდაცვა: ფარმაცევტული პროდუქტები და აღჭურვილობა; საავადმყოფოები, მოხუცებულთა სახლები, საცხოვრებელი მოვლა, გრძელვადიანი მოვლა; სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ნეიროტექნოლოგია; ხელოვნური ინტელექტი; მოწინავე მასალები და ა.შ.

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტები, ჩვეულებრივ, უნდა გაგრძელდეს 48 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია)

სად ხდება განაცხადის შეტანა?

To the European Education and Culture Executive Agency (EACEA). 

Call ID Lot 2: ERASMUS-EDU-2026-PI-ALL-INNO-BLUEPRINT

როდის ხდება განაცხადის შეტანა?

განმცხადებლებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ 10 მარტის, 17:00 საათამდე (ბრიუსელის დროით).

 

პროექტის ჩამოყალიბება

ყოველმა გაერთიანებამ უნდა შეასრულოს თანმიმდევრული, სრულფასოვანი და მრავალფეროვანი უერთიერთდაკავშირებული აქტივობების ნაკრები, რათა გააძლიეროს ინოვაცია უმაღლეს განათლებაში, პროფესიულ განათლებასა და ტრენინგში და საწარმოებში (მათ შორის დიდი, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და სოციალური საწარმოები) და ფართო სოციალურ–ეკონომიკურ გარემოში.

ლოტი 1 – განათლებისა და საწარმოების თითოეულ ალიანსში უნდა შედიოდეს შემდეგი აქტივობებიდან სულ მცირე ერთი (არასრული სია):

ინოვაციების ხელშეწყობა

  • ახალი სწავლისა და სწავლების მეთოდების ერთობლივი შემუშავება და დანერგვა (მაგალითად, ახალი მულტიდისციპლინური სასწავლო გეგმები, მოსწავლეზე ორიენტირებული და რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება და სწავლა, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და მიკროსერთიფიკატების უფრო ფართო გამოყენება);
  • საწარმოებთან და საწარმოებში უწყვეტი განათლების პროგრამებისა და აქტივობების შემუშავება და ტესტირება;
  • STEM უნარებისა და ნიჭის განვითარების მხარდასაჭერად საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებში ინკუბატორების შექმნა, მეწარმეობის სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დაეხმაროს სტუდენტ მეწარმეებს თავიანთი იდეების ბიზნესად გარდაქმნაში. ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, ფართო სპექტრის მომსახურების მიწოდებით, დაწყებული უნარების, ფინანსური, ბიზნესისა და მენეჯმენტის ტრენინგებით, ასევე ოფისის ფართის უზრუნველყოფით და ვენჩურული კაპიტალის დაფინანსების ხელშეწყობით.
  • ბაზრის მიერ გაუთვალისწინებელი და საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისკენ მიმართული აქტუალური სოციალური მოთხოვნების გადაჭრის გზების შემუშავება და ტესტირება; საზოგადოებრივი გამოწვევების ან დამოკიდებულებებისა და ღირებულებების, სტრატეგიებისა და პოლიტიკის, ორგანიზაციული სტრუქტურებისა და პროცესების, მიწოდების სისტემებისა და მომსახურების ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარება;
  • რთული საკითხების გადაჭრის გზების შემუშავება, პროდუქტისა და პროცესის ინოვაცია (სტუდენტების, პროფესორებისა და პრაქტიკოსების თანამშრომლობის გზით).

“სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების” დანერგვა.

  • უმაღლეს განათლებას, პროფესიულ  განათლებას, საწარმოებისა და კვლევით ცენტრებს შორის ცოდნის ნაკადის და გაცვლის სტიმულირება
  • ინკლუზიური, ურთიერთდაკავშირებული უმაღლესი განათლების (HE), პროფესიული განათლების (VET) და საწარმოების სისტემების შექმნა. მათ მიერ გაცემული სერტიფიკატების ურთიერთაღიარება;
  • სტაჟირებები საწარმოში; სტუდენტების, მკვლევრების, სასწავლო პერსონალის და საწარმოს პერსონალის გაცვლა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში; საწარმოს პერსონალის ჩართვის სტიმულირება სწავლასა და კვლევაში; კვლევის მონაცემების ანალიზი.
  • დასაქმების მდგრადობასთან დაკავშირებული, ბაზრის საჭიროებების და ახალი პროფესიების ჩამოყალიბება.
  • ბაზრის საჭიროებების და ახალი პროფესიების განსაზღვრა; უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების პროვაიდერების ადაპტირება უნარების საჭიროებების მიხედვით, საერთაშორისო სექტორული სასწავლო გეგმების შექმნით და განხორციელებით, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლას;
  • სხვადასხვა უნარების განსაზღვრა, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრისთვის (მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ჯანმრთელობა) და მდგრადობის უზრუნველყოფა.   

Lot 2: სექტორული თანამშრომლობის გაერთიანება უნარების სფეროში 

მოსალოდნელი აქტივობები: 

  • უწყვეტი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, უნარების განვითარების სფეროში, ინდუსტრიის მთავარი მონაწილეებით, მათ შორის განათლებისა და ტრენინგების პროვაიდერები და საჯარო ორგანოები (ეროვნულ და რეგიონულ დონეზე). პროექტმა, ასევე, შესაძლოა გააერთიანოს დიდი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები (SMEs);
  • არსებულ ინდუსტრიულ ეკოსისტემის სექტორში მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრა;
  • უნარების მონაცემების საფუძველზე, უნარების სტრატეგიის განვითარება ინდუსტრიული ეკოსისტემისთვის. სტრატეგიამ უნდა ჩამოაყალიბოს მთავარი ტრენდები, როგორიცაა გლობალური, საზოგადოებრივი და ტექნოლოგიური ტრენდები, რომელთაც გავლენა ექნებათ სამუშაო ადგილებზე და უნარების საჭიროებებზე. 
  • აჭიროების შემთხვევაში, პროექტის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ღია ფორმატში, რათა ისინი გახდნენ ევროკავშირის უნარების პანორამისა და ევროპული უნარების, კომპეტენციების, კვალიფიკაციების და პროფესიათა (ESCO) ნაწილი;

Lot 3: STEM უნარების საამქროები

 

უნდა განხორციელდეს შემდეგი აქტივობებიდან ერთი ან მეტი:

  • სასწავლო გეგმების შემუშავება, რომელიც ხაზს უსვამს სტრატეგიულ სექტორებში საჭირო STEM უნარებს, მოდულებით, რომლებიც მოიცავს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრას, სამეწარმეო აზროვნებას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საფუძვლებს და ადრეული ეტაპის ინოვაციების დაფინანსებას;
  • სტრატეგიულ სექტორებზე ორიენტირებული ინკუბატორების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, მათ შორის ლაბორატორიებზე, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობაზე წვდომას და ინტელექტუალური საკუთრების მართვის, რისკ-კაპიტალის ხელმისაწვდომობისა და ბიზნესის ზრდის საკითხებში მენტორობას;
  • სტრატეგიულ სექტორებში სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელსაც ხელს უწყობს EIT KICs, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიების ინტეგრირება პროექტის ღირებულების გასაზრდელად, პოტენციური ვენჩურული კაპიტალის ფონდების ჩართულობით პერსპექტიული ინოვაციების შესაფასებლად და მხარდასაჭერად.



დაფინანსების სისტემა

მაქსიმალური EU გრანტი თითოეული ლოტისთვის შემდეგია:

Lot 1 – განათლებისა და საწარმოო ალიანსები

1 მილიონი ევრო (2 წლის პროექტი)

1,5 მილიონი ევრო (3 წლის პროექტი)

 

Lot 2 – სექტორული თანამშრომლობის ალიანსები უნარების შესახებ 

4 მილიონი ევრო (4 წლიანი პროექტი) 

 

Lot-3 – STEM უნარების საამქროები

1,5 მილიონი ევრო (2 წლიანი პროექტი)

 

როგორ ხდება „ლამფ-სამის“ დათვლა 

ა) ბიუჯეტი უნდა იყოს დეტალიზებული საჭიროების მიხედვით და ორგანიზებული ლოგიკურ სამუშაო პაკეტებად (მაგალითად – ‘პროექტის მართვა’, ‘ტრენინგი’, ‘ღონისძიებების ორგანიზება’, ‘მობილობის მომზადება და განხორციელება’, ‘კომუნიკაცია და გავრცელება’, ‘ხარისხის უზრუნველყოფა’ და სხვა);

ბ) წინადადებაში უნდა აღიწეროს თითოეული სამუშაო პაკეტის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები;

გ) აპლიკანტებმა უნდა წარმოაჩინონ თითოეული სამუშაო პაკეტის ხარჯვითი წილს;

დ) აღწერილი ხარჯები შეიძლება მოიცავდეს პერსონალის ხარჯებს, მოგზაურობის და საცხოვრებელი ხარჯებს, აღჭურვილობის ხარჯებს და საბკონტრაქტინგს, აგრეთვე სხვა ხარჯებს (მაგალითად, ინფორმაციის გავრცელება, გამომცემლობა ან თარგმნა).

 

პროექტების შეფასება განხორციელდება სტანდარტული შეფასების პროცედურების მიხედვით, შიდა და/ან გარე ექსპერტების დახმარებით. ექსპერტები შეაფასებენ წინადადებების ხარისხს გამიზნული მოთხოვნებისა და მოსალოდნელი ზემოქმედების, ხარისხისა და ეფექტურობის მიხედვით. ფიქსირებული თანხის ოდენობა იქნება, შეფასების შემდეგ, დაყვანილი იქნება განსაზღვრული ბიუჯეტის 80%-მდე.

წინადადების შეფასების შემდეგ, ავტორიზაციის გამცემი თანამდებობის პირი განსაზღვრავს ერთჯერადი თანხის ოდენობას, ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით.