{24.02.2026}
საქართველოში Erasmus+ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების სექტორული და ფინანსური ანალიზი
Erasmus+ პროგრამის 2014-2020 და 2021-2027 პერიოდების განმავლობაში საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც სექტორული დაფარვის, ასევე დაფინანსების განაწილების თვალსაზრისით. წარმოდგენილი მონაცემები ასახავს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების საერთო ბიუჯეტსა და რაოდენობას ქართული ორგანიზაციების მონაწილეობით. მონაცემები ეყრდნობა კონსორციუმის დონეზე დამტკიცებულ ბიუჯეტებს და მოიცავს პროექტებს, სადაც ქართული ინსტიტუციები მონაწილეობდნენ როგორც კოორდინატორის, ასევე პარტნიორის სტატუსით. აღნიშნული ანალიზი არ მოიცავს მობილობასთან დაკავშირებულ დაფინანსებას, მათ შორის საერთაშორისო კრედიტების მობილობას და ინდივიდუალურ სტიპენდიებს.
შენიშვნა: ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე
