უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარება (CBHE) საქართველოში (2014-2024)
ერასმუს+ -ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროგრამის კომპონენტი მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზაციას, ხელმისაწვდომობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ინიციატივა საშუალებას აძლევს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებს ითანამშრომლონ ევროკავშირის პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გააუმჯობესონ აკადემიური პროგრამები, განავითარონ ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო გაცვლას. მთავარი მიზანია ამ ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება შრომის ბაზრისა და საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.
CBHE პროგრამის მეშვეობით, საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მრავალ ინიციატივაში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კვლევის განვითარებას, მართვის გაძლიერებასა და სასწავლო გეგმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. საქართველოს, თავისი დინამიური უმაღლესი განათლების სექტორით, ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, რაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პროექტების მზარდ რაოდენობაში გამოიხატება.
ერასმუს+ -ის CBHE პროექტების მიმოხილვა საქართველოს მონაწილეობით (2014–2024)
2014 წლიდან 2024 წლამდე საქართველო აქტიურად მონაწილეობდა Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტებში. ამ პროექტებმა ხელი შეუწყვეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციას და ქვეყნის ჩართულობას გლობალურ აკადემიურ და კვლევით ქსელებში. ქართულმა ინსტიტუტებმა ითანამშრომლეს ევროპისა და სხვა რეგიონების უნივერსიტეტებთან და აკადემიურ ორგანიზაციებთან, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანა მათ საგანმანათლებლო პრაქტიკების, კვლევით შესაძლებლობებსა და მმართველობის სტრუქტურებს.
გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველო მონაწილეობდა 42 CBHE პროექტში, რომელთა საერთო ევროკავშირის გრანტის ოდენობა 30,455,375 ევროს შეადგენს. ეს პროექტები მოიცავდა სხვადასხვა თემატიკას, როგორიცაა სასწავლო გეგმის განვითარება, ინსტიტუციური მენეჯმენტი, სტუდენტთა მობილობა და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანი პროექტები და საქართველოს მონაწილეობა
- კოორდინირებული CBHE პროექტები
- პროექტების რაოდენობა: 23
- საერთო ბიუჯეტი: 16,098,839 ევრო
ქართულმა ინსტიტუციებმა კოორდინირებულ პროექტებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რადგან მათ ლიდერობა გაუწიეს განათლების სისტემის მოდერნიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას. ეს პროექტები ფოკუსირებულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სასწავლო გეგმის დიზაინი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი პროგრამების შექმნა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლებისა და სწავლის პროცესში. ქართული უნივერსიტეტები და კოლეჯები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან ამ ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, რაც ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვას უზრუნველყოფს.
- პარტნიორული CBHE პროექტები
- პროექტების რაოდენობა: 42
- საერთო ბიუჯეტი: 30,455,375 ევრო
საქართველოს მონაწილეობამ პარტნიორული პროექტების ფარგლებში ადგილობრივ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა მისცა, გამოეყენებინათ ევროკავშირის გამოცდილება და რესურსები. პროექტები ფოკუსირებული იყო კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა:
- სასწავლო გეგმისა და პროგრამების განვითარება: კურსების განახლება და ახალი პროგრამების შექმნა, რომლებიც შეესაბამება გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
- პერსონალის უნარების განვითარება: ქართული აკადემიური პერსონალის გადამზადება მობილობის პროგრამების, სემინარებისა და ვორკშოფების მეშვეობით.
- კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება: ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შექმნა, რაც ქართველ აკადემიკოსებს საშუალებას მისცემს, ევროპელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებზე.
- სტუდენტთა მობილობა: ქართველი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის მიცემა და ამავდროულად საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის ზრდა საქართველოში.
ეს კოლაბორაციული ძალისხმევა საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში მდგრადი გაუმჯობესებების საფუძველი გახდა, ის უზრუნველყოფს მისი კონკურენტუნარიანობას და რელევანტურობას მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში.
პროექტის ღირებულება და ფინანსური მხარდაჭერა
42 პარტნიორული CBHE პროექტის საერთო ღირებულება, რომელშიც ქართული ინსტიტუციები მონაწილეობდნენ, შეადგენს 30,455,375 ევროს. ეს დაფინანსება დაეხმარა ახალი სასწავლო გეგმების განვითარებას, ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას, სტუდენტთა მობილობის პროგრამების დანერგვასა და კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.
გარდა ამისა, 23 კოორდინირებულმქ პროექტმა მოიზიდა საერთო ჯამში 16,098,839 ევრომ რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს როლს განათლების ინოვაციების წარმართვაში.
ერასმუს + -ის CBHE პროგრამამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორის განვითარებაში. ამ 42 პროექტის ფარგლებში ქართულმა ინსტიტუციებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად თანამედროვე დონეს მოარგეს სასწავლო გეგმები, გააუმჯობესეს აკადემიური სტანდარტები და დახვეწეს ზოგადი საგანმანათლებლო გარემო. საერთო დაფინანსება 46 მილიონ ევროს აღემატება, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს საგანმანათლებლო ზრდისა და გლობალური ინტეგრაციის მიმართ.
ამ პროექტებმა არა მხოლოდ გააუმჯობესეს სტუდენტებისა და პროფესორების აკადემიური გამოცდილება, არამედ ხელი შეუწყვეს საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების გრძელვადიან განვითარებას, შექმნეს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა. საქართველო აგრძელებს ამ თანამშრომლობით ინიციატივებში მონაწილეობას და, შესაბამისად, მისი უმაღლესი განათლების ინსტიტუციები მომავლის გამოწვევების დასაძლევად კარგად იქნება მომზადებული.
–ENG–
Capacity Building in Higher Education (CBHE) in Georgia (2014-2024)
The Capacity Building in Higher Education (CBHE) component of the Erasmus+ programme focuses on fostering the modernization, accessibility, and quality improvement of higher education in partner countries, including Georgia. This initiative enables higher education institutions to collaborate with EU counterparts to enhance their academic offerings, improve their infrastructure, and promote educational exchange. The goal is to strengthen the capacity of these institutions to meet the needs of the labor market and society at large, while also facilitating the mobility of students and staff.
Through the CBHE programme, higher education institutions in Georgia have had the opportunity to collaborate on a variety of initiatives aimed at improving education quality, advancing research, enhancing governance, and ensuring that curricula are aligned with international standards. Georgia, with its dynamic higher education sector, has significantly benefited from this programme, with an increasing number of projects spanning over the last decade.
Overview of Erasmus+ CBHE projects involving Georgia (2014–2024)
From 2014 to 2024, Georgia has been involved in numerous Erasmus+ Capacity Building in Higher Education projects. These projects have contributed to the modernization of Georgia’s higher education system and supported the country’s engagement in global academic and research networks. Georgian institutions have partnered with universities and academic organizations from across Europe and beyond, bringing about valuable changes to their educational practices, research capabilities, and governance structures.
Over the course of the last decade, Georgia has been involved in 42 CBHE projects, with a total EU grant value of €30,455,375. These projects have spanned various themes, including curriculum development, institutional management, student mobility, and international research collaboration.
Key Projects and Georgian Participation
1. Coordinated CBHE Projects
- Number of Projects: 23
- Total Budget: €16,098,839 EUR
In these coordinated projects, Georgian institutions often play key roles in leading efforts that aim to modernize their educational frameworks. These projects focus on areas such as curriculum design, establishing new programs aligned with international standards, and enhancing the use of technology in teaching and learning. Georgian universities and colleges are working closely with EU institutions to design and implement these initiatives, resulting in innovative educational practices.
2. Partnered CBHE Projects
- Number of Projects: 42
- Total Budget: €30,455,375 EUR
Georgia’s role as a partner in these projects has allowed local universities to benefit from EU expertise and resources. The projects have addressed critical areas such as:
- Curriculum and Program Development: Updating and creating new courses that match the needs of the global labor market.
- Staff Development: Training Georgian academic staff through mobility programs, workshops, and seminars.
- Research Capacity: Building partnerships for joint research initiatives, enabling Georgian academics to work alongside their EU counterparts on important international research topics.
- Student Mobility: Providing Georgian students with the chance to study abroad, while also increasing the number of international students coming to Georgia.
These collaborative efforts have led to lasting improvements in Georgia’s higher education sector, ensuring that it stays competitive and relevant in an ever-evolving global landscape.
Project Value and Financial Contribution
The total value of the 42 partnered CBHE projects in which Georgian institutions have participated is a significant €30,455,375 EUR. This funding has supported the development of new curricula, the improvement of institutional management, the implementation of student mobility programs, and the enhancement of research infrastructure.
In addition, the 23 coordinated projects have attracted a total of €16,098,839 EUR in EU funding, demonstrating the importance of Georgia’s role in driving educational innovation in the region.
The Erasmus+ Capacity Building in Higher Education (CBHE) programme has been instrumental in advancing Georgia’s higher education sector. Through these 42 projects, Georgian institutions have collaborated with European partners to modernize curricula, enhance academic standards, and improve the overall educational environment. The total funding of over €46 million showcases the EU’s commitment to supporting Georgia’s educational growth and global integration.
These projects not only enhance the academic experience for students and faculty but also contribute to the long-term development of Georgia’s economy and society by fostering a skilled and competitive workforce. As Georgia continues to engage in these collaborative initiatives, its higher education institutions will remain well-positioned to meet the challenges of the future.