შესაძლებლობების გაძლიერება სპორტის მიმართულებით
შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები არის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე სპორტის სფეროში აქტიურ ორგანიზაციებს შორის, პროგრამაში მონაწილე და პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებს შორის, რეგიონის 1 (დასავლეთ ბალკანეთი) და რეგიონის 2 (აღმოსავლეთ სამეზობლო) ქვეყნებში. ისინი მიზნად ისახავს სპორტული აქტივობებისა და პოლიტიკის მხარდაჭერას, როგორც ღირებულებების პოპულარიზაციის საშუალებას, ასევე როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას და უფრო მეტად ინტეგრირებული საზოგადოების შექმნას პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში
პროგრამის მიზნები;
- საბაზისო სპორტული ორგანიზაციების უნარების განვითარება;
- პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში სპორტისა და ფიზიკური აქტივობების წახალისება;
- სპორტის საშუალებით სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა;
- სპორტის საშუალებით დადებითი ღირებულებების (როგორიცაა სამართლიანი თამაში, ტოლერანტობა, გუნდური სული) პოპულარიზაცია;
- მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების მეშვეობით.
თემატური მიმრთულებები/კონკრეტული ამოცანები
განაცხადები ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტულ თემებზე, რომლებიც დადგენილია პროგრამულ დონეზე. რელევანტური მიმართულებებია:
- საერთო ღირებულებების წახალისება, არა დისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობა სპორტით.
- სპორტის საშუალებით ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც საჭიროა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ჩართულობის გაუმჯოესებისთვის. (დამოუკიდებლობა, ლიდერობა ა.შ.)
- მიგრანტთა ინტეგრაცია
- პოსტკონფლიქტური შერიგება
აქტივობები
დაფინანსებული პროექტები შეძლებენ ფართო სპექტრის თანამშრომლობის, გაცვლის, კომუნიკაციის და სხვა აქტივობების ინტეგრირებას, როგორიცაა, მაგალითად:
- ორგანიზაციებს/ქვეყნებს/რეგიონებს შორის სამუშაო ქსელების შექმნა და განვითარება;
- საუკეთესო პრაქტიკებისა და იდეების გაცვლის განვითარება და განხორციელება;
- საერთო სპორტული აქტივობებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება;
- არაფორმალური სწავლის ახალი ფორმების, ინსტრუმენტების, პრაქტიკებისა და მასალების ინიციირება, ტესტირება, გაზიარება და განხორციელება პრაქტიკული ტრენინგისა და სპორტის პერსონალის მობილობის მეშვეობით;
- სპორტში დისკრიმინაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფებისთვის;
- აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობა.
მონაწილეობის კრიტერიუმები
ვის შეუძლია განცხადის შეტანა? | იმისთვის, რომ განაცხადი იყოს დასაფინანსებლად გათვალისწინებული, განმცხადებლები (ბენეფიციარები და დაკავშირებული სუბიექტები) უნდა:
კონსორციუმის კოორდინატორი აუცილებლად უნდა იყოს არაკომერციული ორგანიზაცია. ასეთი ორგანიზაციები შეიძლება, მაგალითად, იყვნენ:
|
კონსორციუმის კომპოზიცია | შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამები არის ტრანსნაციონალური პროექტები და უნდა მოიცავდეს, მინიმუმ 4 ორგანიზაციას, მინ. 3 ქვეყნიდან:
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან ორგანიზაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, ორგანიზაციები მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან. დამხმარე ორგანიზაციები და ასოცირებული პარტნიორები არ ითვლებიან კონსორციუმის შემადგენლობაში. |
გეოგრაფიული ლოკაცია (ღონისძიებების ჩატარების აადგილი) | მოქმედება უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, სადაც წარმოდგენილები არიან მონაწილე ორგანიზაციები. |
პროექტის ხანგრძლივობა | შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 12-დან 36 თვემდე. ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს განაცხადის ეტაპზე, პროექტის მიზნების და დროში გათვალისწინებული საქმიანობების ტიპის საფუძველზე. შესაძლებელი იქნება ვადების გახანგრძლივება, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში. |
სად ხდება აგნაცხადის შეტანა? | ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოში (EACEA). Call ID: ERASMUS-SPORT-2025-CB |
როდის ხდება აგნაცხადის შეტანა? | განაცხადის შემქმნელებმა უნდა წარადგინონ თავიანთი საგრანტო განაცხადი 05 მარტის, 17:00:00 საათამდე (ბრიუსელის დრო). |
დაფინასნების წესები
აღნიშნულ პროგრამას აქვს ერთიანი თანხის დაფინანსების მოდელი (Lump-sum). თითოეული გრანტისთვის ერთიანი თანხის ღირებულება გაიწერება მის მიერ წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ბიუჯეტზე დაყრდნობით.
შესაძლებლობების განვითარების პროექტების საგრანტო ღირებულება შესაძლოა იყოს – 100,000 ევროდან 200,000 ევრომდე.