შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით
{Last Update: 24.12.2025}
პროგრამა – უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების გაძლიერება (CBHE) – მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც ეფუძნება მრავალმხრივ პარტნიორობას, უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს შორის. იგი ასტიმულირებს უმაღლესი განათლების ხარისხის შესაბამისობას და მოდერნიზაციას მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან.
პროგრამა ხელს უწყობს ევროკომისიის მთავარი პრიორიტეტების განხორციელებას:
მწვანე შეთანხმება – უმაღლესი განათლების სისტემები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მწვანე გარიგების მხარდაჭერის პროცესში. CBHE პროექტები ავითარებენ უნარებს სხვადასხვა სფეროში, ახალისებენ მწვანე სექტორული უნარების სტრატეგიებსა და მეთოდოლოგიებს, ისევე როგორც მომავალზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმებს, რომლებსაც შეუძლიათ უკეთესად დააკმაყოფილონ ინდივიდების საჭიროებები. Erasmus+ ასევე მხარს უჭერს ინოვაციური პრაქტიკის შემუშავებას, რათა მოამზადოს მოსწავლეები და განათლების მიმწოდებლები, გახდნენ ცვლილების ნამდვილი აგენტები.
ციფრული ტრანსფორმაცია – CBHE პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ ციფრული უნარების განვითარებას და ათვისებას. გახადონ გაციფრულება რაც შეიძლება ყოვლისმომცველი და ინკლუზიური. პროექტები ახალისებს ციფრული სტრატეგიების ცვლილებას უმაღლესი განათლების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელება უმაღლესი განათლების სისტემებში და საგანმანათლებლო პროგრამებში რაც შესაძლებლობას იძლევა ციფრული უნარების პედაგოგთა დატრენინგების და ონლაინ სწავლების პროცესში გაერთიანების.
მიგრანტთა ინტეგრაცია – პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ მობილობას, კერძოდ, ხელი შეუწყონ ხარისხის და სერტიფიკატების აღიარებას რეგიონებსა და ქვეყნებს შორის. პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.
მმართველობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და ადამიანის განვითარება – CBHE პროექტებს შეუძლიათ, საფუძველი ჩაუყარონ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და განავითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მულტილატერალიზმი. CBHE პროექტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ უმაღლეს განათლებაში სუსტი მმართველობის პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის გზების პოვნას.
მდგრადი განვითარება და სამუშაო ადგილები – უმაღლესი განათლება საჭიროა ცხოვრებისა და სამუშაოს უნარების შესაძენად. იგი მხარს უჭერს დასაქმებას და სწორედ უმაღლესი განათლება არის მდგრადი ზრდის წინაპირობა. მიმართულების მთავარი მიზანი არის გაანათლების მიღების შედეგებსა და სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრა. ეს მიზანი ასევე მოიცავს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას.
CBHE პროექტების მთავარი არსია პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების, მათი უმაღლესი განათლების დაწესებულებების და სისტემების წინსვლის მხარდაჭერა.
პროგრამის მიზნები
- გააუმჯობესოს უმაღლესი განათლების ხარისხი პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში და გაზარდოს მისი აქტუალობა შრომის ბაზრისა და საზოგადოებისათვის;
- გააუმჯობესოს კომპეტენციების, უნარების და დასაქმების პოტენციალი სტუდენტებში, პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებით;
- ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას, თანასწორობას, სამართლიანობას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას უმაღლეს განათლებაში, პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში;
- გააძლიეროს სწავლების და შეფასების მექანიზმები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და სტუდენტებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფა, მენეჯმენტი, მმართველობა, ინკლუზია, ინოვაცია, ცოდნის ბაზა, ციფრული და სამეწარმეო შესაძლებლობები, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- გაზარდოს პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების პასუხისმგებელი ორგანოების და კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობები უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზაციისთვის, განსაკუთრებით მმართველობის და ფინანსირების კუთხით, რეფორმების განსაზღვრის, განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერით;
- გააუმჯობესოს მასწავლებლების მომზადება და უწყვეტი პროფესიული განვითარება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში აისახოს განათლების სისტემის ხარისხზე პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში;
- წაახალისოს ინსტიტუტების თანამშრომლობა, შესაძლებლობების გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა;
- ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის თანამშრომლობა ერთობლივი ინიციატივების მეშვეობით.
აქტივობები
პროექტის ფარგლებში გაწერილი აქტივობები უნდა იყოს, უშუალოდ, დაკავშირებული ზემოთ მოცემულ მიზნებთან, რეგიონულ პრიორიტეტულ სფეროებთან, სტრანდების მახასიათებლებთან და უნდა იყოს დეტალურად აღწერილი პროექტის აღწერაში, რომელიც მოიცავს მის მთლიან განხორციელების პერიოდს.
CBHE კონტექსტში, პროექტის აქტივობები უნდა იყოს მიმართული პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების, მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ უმაღლესი განათლების სფეროში, გაძლიერების და სარგებლობისკენ.
დაფინანსებული პროექტები შეძლებენ მოიცვან ფართო სპექტრის თანამშრომლობა, გაცვლა, კომუნიკაცია და სხვა აქტივობები, რომელთა მაგალითები მოცემულია, პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომი სამი სტრანდის აღწერაში.
გაწერილი აქტივობები უნდა ქმნიდნენ დამატებით ღირებულებას და ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა პროექტის შედეგების მიღწევაზე.
გეოგრაფიული დაყოფა
CBHE (Capacity Building in Higher Education) პროექტები შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფორმით:
- ეროვნული პროექტები – პროექტები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ ერთი პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნის დაწესებულებებს;
- მრავალქვეყნიანი (რეგიონული) პროექტები ერთი რეგიონის ფარგლებში;
- მრავალრქვეყნიანი პროექტები რამდენიმე რეგიონის ჩართულობით (გადაკვეთის რეგიონის პროექტები), რომლებიც მოიცავს მინიმუმ ერთ ქვეყანას თითოეული შესაბამისი რეგიონიდან.
პროექტის სტრანდები
პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე საპასუხოდ, CBHE (უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების) პროგრამა შედგება სამი კონკრეტული სტრანდისგან:
სტრანდი 1 – თანამშრომლობის ხელშეწყობა უმაღლეს განათლებაში წვდომის გასაზრდელად
ეს სტრანდი განკუთვნილია ნაკლებად გამოცდილ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მცირე მასშტაბის აქტორების ჩასართავად CBHE პროგრამაში, რათა ხელი შეუწყოს ახალი, მონაწილე ორგანიზაციების ინტეგრაციას. ეს პარტნიორობა უნდა წარმოადგენდეს პირველ ნაბიჯს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში მცირე ოპერაციული შესაძლებლობებით ფუნქციონირებენ, რათა მიიღონ და გაზარდონ შესაძლებლობები იმ ადამიანებისთვის/ბენეფიციარებითვის, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.
სტრანდი 1 აფინანსებს მცირე მასშტაბის პროექტებს, რათა შეამციროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეფიციტი პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
პროექტებმა უნდა ჩამოაყალიბონ პარტნიორობა თანამშრომლობის იდეები განვითარებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაცვლას, ხელი შეუწყონ სოციალურ ინკლუზიას, ასევე ნაკლებად შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისა და პერსონალისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზებას.
შემოთავაზებულ აქტივობებსა და პროექტის შედეგებს უნდა ჰქონდეს მკაფიო დამატებითი ღირებულება სამიზნე ბენეფიციარებისთვის შემდეგ სფეროებში:
- სამიზნე უმაღლესი სასწავლებლების მართვის/ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობები;
- მაღალი ხარისხის და შესაბამისი განათლების უზრუნველყოფისკენ მიმართული აქტივობები;
- აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების/პერსონალის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სტრენდი 2 – პარტნიორობები უმაღლეს განათლებაში ტრანსფორმაციისთვის
ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები უმაღლეს განათლებაში ახალ მიდგომებსა და ინიციატივებს დანერგავს, რომლებიც დაფუძნებული იქნება თანატოლთა სწავლებასა და გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გადაცემაზე, რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ დაწესებულებებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. პროექტების შედეგებს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გავლენა უნდა ჰქონდეს სამიზნე უმაღლეს სასწავლებლებზე პროექტების ვადის გასვლის შემდეგ და, შესაბამისად, მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო უნდა იყოს.
განსაკუთრებით, ეს პროექტები გააერთიანებენ შემდეგ ელემენტებს მესამე ქვეყნების იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სარგებლობისთვის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან:
- ინოვაცია უმაღლეს განათლებაში, რათა გაიზარდოს მისი შესაბამისობა შრომის ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნებთან. მოსალოდნელია, რომ შეთავაზებული პროექტები მიმართული იქნება დამსაქმებელთა მოთხოვნებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეთავაზებებს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და შემოგვთავაზებენ ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააუმჯობესებენ სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობებს. ეს შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინტერვენციების გზით, რომელიც მოიცავს:
- ინოვაციური სასწავლო პროგრამების დიზაინი და არსებული სასწავლო გეგმებში ინოვაციური ელემენტების დანერგვა;
- სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდების განხორციელება (მაგალითად, სტუდენტზე ორიენტირებული და რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება და სწავლა);
- აქტიური ჩართულობა ბიზნეს სამყაროსა და კვლევასთან, მუდმივი საგანმანათლებლო პროგრამების და აქტივობების ორგანიზება, როგორც საწარმოებთან, ასევე საწარმოებში;
- პროგრამაში არშემავალი მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ეფექტურად შექმნან ქსელი კვლევაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებში.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეფორმების ხელშეწყობა, რათა ისინი გახდნენ ეკონომიკური და სოციალური განვითარების კატალიზატორები პროგრამაში არშემავალ მესამე ქვეყნებში. პროექტებმა უნდა დაუჭირონ მხარი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განავითარონ და დანერგონ ინსტიტუციური რეფორმები, რაც მათ გახდის უფრო დემოკრატიულ, ინკლუზიურ, სამართლიან და სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიან მონაწილეებად. ინსტიტუციური რეფორმები მოიცავს მმართველობისა და მართვის ახალი სისტემებისა და სტრუქტურების შექმნას, ციფრული უნარების მზაობას, თანამედროვე უნივერსიტეტულ მომსახურებებს, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს, ინსტრუმენტებსა და მეთოდებს აკადემიური, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზაციისა და პროფესიული განვითარებისათვის. მეწარმეობრივი აზროვნების განვითარება და დაწესებულებებში გაუმჯობესებული კომპეტენციები და უნარები არის ამ მიმართულების წარმატების საკვანძო ასპექტები. ტრანსვერსალური უნარების სწავლება, მეწარმეობის განათლება და მეწარმეობრივი უნარების პრაქტიკული გამოყენება საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი ცოდნა და რესურსები მოემსახუროს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ საზოგადოებებს.
აქტივობები
შემოთავაზებულ აქტივობებსა და პროექტის შედეგებს უნდა ჰქონდეს მკაფიო დამატებითი ღირებულება სამიზნე ბენეფიციარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ინოვაციური სასწავლო გეგმები შინაარსის ან სტრუქტურის თვალსაზრისით, ახალი სასწავლო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები, ბოლონიის ტიპის რეფორმები, აღიარებული და კრედიტირებული პრაქტიკული ტრენინგის სქემების/დასაქმების/სტაჟირების დანერგვა, ორმაგი სასწავლო სისტემები, რთული საკითხების ან აქტუალური სოციალური მოთხოვნების გადაჭრის გზები და დაუცველი ჯგუფების ან დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ცვლილებების მოგვარება, ცენტრების, ინოვაციების ინკუბატორების შექმნა, პერსონალის ან სტუდენტების გაცვლა შეზღუდული პერიოდებით, სტრატეგიები და ინსტრუმენტები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისთვის, მმართველობისა და მართვის სისტემების რეფორმების სტრატეგიები, ინსტრუმენტები და მეთოდები აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან შესაბამისი სასწავლო პროგრამების გასაძლიერებლად, ახალი სასწავლო სქემები და სწავლის მეთოდები, რომლებიც შეესაბამება გლობალური კარიბჭის სტრატეგიას და რომლებიც ქვეყნის და/ან რეგიონის პრიორიტეტებს აცნობს.
სტრენდი 3 – სტრუქტურული რეფორმების პროექტები
ამ მიმართულების პროექტებმა მხარი უნდა დაუჭირონ პროგრამაში არშემავალ მესამე ქვეყნებში თანმიმდევრული და მდგრადი უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებას, რათა დააკმაყოფილონ მათი სოციალურ–ეკონომიკური საჭიროებები და ფართო მისწრაფება, შექმნან ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. წარმატებული შედეგების განზოგადება და მასშტაბირება, ასევე ორმხრივი დახმარების პროგრამებით მიმდინარე ან დაგეგმილი მხარდაჭერით სინერგიები, ასევე წარმოადგენს ამ მიმართულების ელემენტებს. სტრუქტურული რეფორმის პროექტები შეეხება პროგრამაში არშემავალი მესამე ქვეყნების საჭიროებებს, მდგრადი სისტემური და სტრუქტურული გაუმჯობესებისა და ინოვაციის მხარდაჭერის მიზნით, უმაღლესი განათლების სექტორის დონეზე. უფრო კონკრეტულად, ეს პროექტები ხელს შეუწყობენ ქვეყნების მცდელობებს, განავითარონ თანმიმდევრული და მდგრადი უმაღლესი განათლების სისტემები, რათა დააკმაყოფილონ მათი სოციალურ–ეკონომიკური საჭიროებები და, საბოლოოდ, შექმნან ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ამ პროექტებში, უნდა მოხდეს კომპეტენტური ეროვნული ხელისუფლების (განსაკუთრებით, განათლების სამინისტროების), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა.
ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის ფონდებისა და ტენდერების პორტალზე.
დასაშვებობის კრიტერიუმები – სტრენდი 1და სტრენდი 2
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა? | სტრენდი 1, 2 და 3: აპლიკანტები უნდ იყვნენ:
აპლიკანტი ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს:
ზემოთ აღწერილი ერთეულებიდან მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (HEIs) ან HEI-ების ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ CBHE განაცხადის კოორდინატორები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგადი წესები:
|
კონსორციუმის კომპოზიცია | სტრენდი 1 და 2 მინიმალური შემადგენლობა უნდა იყოს დაცული შემდეგი კრიტერიუმებით: ეროვნული პროექტი (მხოლოდ რეგიონებისთვის 2, 3, 5ა, 6, 7ა, 8ა, 9.)
გამონაკლისი: პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლების დაწესებულებების (HEIs) რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ნაკლები 5-ზე, ან შემთხვევებში, როდესაც ერთი დაწესებულება წარმოადგენს ქვეყნის საერთო სტუდენტური ბაზის 50%-ზე მეტს, ამ ქვეყნებიდან, შესაძლოა წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთ HEI-ს მონაწილეობით გაკეთებული განაცხადები. სტრენდი 3: წინადადებები უნდა გაიგზავნოს კონსორციუმის მიერ (კოორდინატორი და პარტნიორები), რომელიც შეესაბამება შემდეგ პირობებს: მინიმუმ 2 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა; მინიმუმ 1 პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყანა. ინსტიტუციური დაფარვა: მინიმუმ 1 უმაღლესი განათლების დაწესებულება (HEI) თითოეულ მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებიდან; მინიმუმ 2 HEI თითოეულ პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებიდან; შესაბამისი ეროვნული კომპეტენტური ორგანო (მაგალითად, სამინისტრო), რომელიც პასუხისმგებელია უმაღლეს განათლებაზე თითოეულ პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყანაში. ინსტიტუციური კრიტერიუმები ეხება კონსორციუმში მონაწილე ყველა ქვეყანას. პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან მონაწილეების რაოდენობა უნდა იყოს სიდიდით გათანაბრებული ან უფრო მაღალი, ვიდრე მონაწილეთა რ-ბა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებიდან და პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან. გამონაკლისი: პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლების დაწესებულებების (HEIs) რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ნაკლები 5-ზე, ან შემთხვევებში, როდესაც ერთი დაწესებულება წარმოადგენს ქვეყნის საერთო სტუდენტური ბაზის 50%-ზე მეტს, ამ ქვეყნებიდან, შესაძლოა წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთ HEI-ს მონაწილეობით გაკეთებული განაცხადები. |
აქტივობების განხორიცელების ადგილი | დაგეგმილი აქტივობები უნდა განხორციელდეს პროექტებში მონაწილე ქვეყნებში. |
პროექტის ხანგრძლივობა | სტრენდი 1 და 2 მიმართულებებისთვის, პროექტების ხანგრძლივობა შეადგენს 24 ან 36 თვეს (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია). სტრენდი 3 მიმართულებისთვის პროექტების ხანგრძლივობა შეადგენს 36 ან 48 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია). |
სად ხდება განაცხადის წარდგენა? | ევროპული განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტონ(EACEA). სტრენდი 1 Call ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE Topic ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-1 სტრენდი 2 Call ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE Topic ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-2 სტრენდი 3 Call ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE Topic ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-3 |
როდის ხდება განაცხადის წარდგენა? | მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 6 თებერვალს 17:00:00 საათამდე (ბრიუსელის დროით). |
დაფინანსების წესები
პროგრამა ემყარება ერთჯერადი თანხის გაცემის მოდელს (lump-sum). ერთჯერადი ფინანსური გადახდის ოდენობა თითოეული გრანტისთვის იქნება განსაზღვრული იმ ბიუჯეტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა აპლიკანტმა.
ევროკავშირის გრანტი თითოეული პროექტისთვის შემდეგნაირად განისაზღვრება:
- სტრენდი 1 მიმართულებისთვის – უმაღლესი განათლების თანამშრომლობის ხელშეწყობა: 200,000 EUR და 400,000 EUR თითოეულ პროექტზე;
- სტრენტი 2 მიმართულებისთვის – პარტნიორობები ტრანსფორმაციისათვის უმაღლესი განათლების სფეროში: 400,000 EUR და 800,000 EUR თითოეულ პროექტზე;
- სტრენდი 3 მიმართულებისთვის – სტრუქტურული რეფორმის პროექტები: 600,000 EUR და 1,000,000 EUR თითოეულ პროექტზე. კონკრეტულად ევროკავშირი-მოლდოვას სამაგისტრო პროგრამისთვის ევროპულ საკითხებში: 2 000 000 ევრომდე თითოეული პროექტისთვის.
