შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით
პროგრამა – უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების გაძლიერება (CBHE) – მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც ეფუძნება მრავალმხრივ პარტნიორობას, უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს შორის. იგი ასტიმულირებს უმაღლესი განათლების ხარისხის შესაბამისობას და მოდერნიზაციას მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან.
პროგრამა ხელს უწყობს ევროკომისიის მთავარი პრიორიტეტების განხორციელებას:
მწვანე შეთანხმება – უმაღლესი განათლების სისტემები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მწვანე გარიგების მხარდაჭერის პროცესში. CBHE პროექტები ავითარებენ უნარებს სხვადასხვა სფეროში, ახალისებენ მწვანე სექტორული უნარების სტრატეგიებსა და მეთოდოლოგიებს, ისევე როგორც მომავალზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმებს, რომლებსაც შეუძლიათ უკეთესად დააკმაყოფილონ ინდივიდების საჭიროებები. Erasmus+ ასევე მხარს უჭერს ინოვაციური პრაქტიკის შემუშავებას, რათა მოამზადოს მოსწავლეები და განათლების მიმწოდებლები, გახდნენ ცვლილების ნამდვილი აგენტები.
ციფრული ტრანსფორმაცია – CBHE პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ ციფრული უნარების განვითარებას და ათვისებას. გახადონ გაციფრულება რაც შეიძლება ყოვლისმომცველი და ინკლუზიური. პროექტები ახალისებს ციფრული სტრატეგიების ცვლილებას უმაღლესი განათლების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელება უმაღლესი განათლების სისტემებში და საგანმანათლებლო პროგრამებში რაც შესაძლებლობას იძლევა ციფრული უნარების პედაგოგთა დატრენინგების და ონლაინ სწავლების პროცესში გაერთიანების.
მიგრანტთა ინტეგრაცია – პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ მობილობას, კერძოდ, ხელი შეუწყონ ხარისხის და სერტიფიკატების აღიარებას რეგიონებსა და ქვეყნებს შორის. პროექტებმა ხელი უნდა შეუწყოს მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.
მმართველობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და ადამიანური განვითარება – CBHE პროექტებს შეუძლიათ, საფუძველი ჩაუყარონ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და განავითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მულტილატერალიზმი. CBHE პროექტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ უმაღლეს განათლებაში სუსტი მმართველობის პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის გზების პოვნას.
მდგრადი განვითარება და სამუშაო ადგილები – უმაღლესი განათლება საჭიროა ცხოვრებისა და სამუშაოს უნარების შესაძენად. იგი მხარს უჭერს დასაქმებას და სწორედ უმაღლესი განათლება არის მდგრადი ზრდის წინაპირობა. მიმართულების მთავარი მიზანი არის გაანათლების მიღების შედეგებსა და სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრა. ეს მიზანი ასევე მოიცავს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას.
CBHE პროექტების მთავარი არსია პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების, მათი უმაღლესი განათლების დაწესებულებების და სისტემების წინსვლის მხარდაჭერა.
პროგრამის მიზნები
- გააუმჯობესოს უმაღლესი განათლების ხარისხი პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში და გაზარდოს მისი აქტუალობა შრომის ბაზრისა და საზოგადოებისათვის;
- გააუმჯობესოს კომპეტენციების, უნარების და დასაქმების პოტენციალი სტუდენტებში, პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებით;
- ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას, თანასწორობას, სამართლიანობას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას უმაღლეს განათლებაში, პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში;
- გააძლიეროს სწავლების და შეფასების მექანიზმები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და სტუდენტებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფა, მენეჯმენტი, მმართველობა, ინკლუზია, ინოვაცია, ცოდნის ბაზა, ციფრული და სამეწარმეო შესაძლებლობები, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- გაზარდოს პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების პასუხისმგებელი ორგანოების და კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობები უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზაციისთვის, განსაკუთრებით მმართველობის და ფინანსირების კუთხით, რეფორმების განსაზღვრის, განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერით;
- გააუმჯობესოს მასწავლებლების მომზადება და უწყვეტი პროფესიული განვითარება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში აისახოს განათლების სისტემის ხარისხზე პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში;
- წაახალისოს ინსტიტუტების თანამშრომლობა, შესაძლებლობების გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა;
- ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის თანამშრომლობა ერთობლივი ინიციატივების მეშვეობით.
აქტივობები
პროექტის ფარგლებში გაწერილი აქტივობები უნდა იყოს, უშუალოდ, დაკავშირებული ზემოთ მოცემულ მიზნებთან, რეგიონულ პრიორიტეტულ სფეროებთან, სტრანდების მახასიათებლებთან და უნდა იყოს დეტალურად აღწერილი პროექტის აღწერაში, რომელიც მოიცავს მის მთლიან განხორციელების პერიოდს.
CBHE კონტექსტში, პროექტის აქტივობები უნდა იყოს მიმართული პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების, მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ უმაღლესი განათლების სფეროში, გაძლიერების და სარგებლობისკენ.
დაფინანსებული პროექტები შეძლებენ მოიცვან ფართო სპექტრის თანამშრომლობა, გაცვლა, კომუნიკაცია და სხვა აქტივობები, რომელთა მაგალითები მოცემულია, პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომი სამი სტრანდის აღწერაში.
გაწერილი აქტივობები უნდა ქმნიდნენ დამატებით ღირებულებას და ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა პროექტის შედეგების მიღწევაზე.
გეოგრაფიული დაყოფა
CBHE (Capacity Building in Higher Education) პროექტები შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფორმით:
- ეროვნული პროექტები – პროექტები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ ერთი პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნის დაწესებულებებს;
- მრავალქვეყნიანი (რეგიონული) პროექტები ერთი რეგიონის ფარგლებში;
- მრავალრქვეყნიანი პროექტები რამდენიმე რეგიონის ჩართულობით (გადაკვეთის რეგიონის პროექტები), რომლებიც მოიცავს მინიმუმ ერთ ქვეყანას თითოეული შესაბამისი რეგიონიდან.
პროექტის სტრანდები
პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე საპასუხოდ, CBHE (უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების) პროგრამა შედგება სამი კონკრეტული სტრანდისგან:
სტრანდი 1 – თანამშრომლობის ხელშეწყობა უმაღლეს განათლებაში წვდომის გასაზრდელად
ეს სტრანდი განკუთვნილია ნაკლებად გამოცდილ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მცირე მასშტაბის აქტორების ჩასართავად CBHE პროგრამაში, რათა ხელი შეუწყოს ახალ, მონაწილე ორგანიზაციების ინტეგრაციას. ეს პარტნიორობა უნდა წარმოადგენდეს პირველ ნაბიჯს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში მცირე ოპერაციული შესაძლებლობებით ფუნქციონირებენ, რათა მიიღონ და გაზარდონ შესაძლებლობები იმ ადამიანებისთვის/ბენეფიციარებითვის, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.
სტრანდი 1 აფინანსებს მცირე მასშტაბის პროექტებს, რათა შეამციროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეფიციტი პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
პროექტებმა უნდა ჩამოაყალიბონ პარტნიორობა თანამშრომლობის იდეები განვითარებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაცვლას, ხელი შეუწყონ სოციალურ ინკლუზიას, ასევე ნაკლებად შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისა და პერსონალისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზებას. ამ პროექტების განსაკუთრებული აქცენტი იქნება აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობის/ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორიცაა:
- უნივერსიტეტის მმართველობის რეფორმირება და მოდერნიზება, განსაკუთრებით სტუდენტების სარგებლობისთვის მომსახურებების გაუმჯობესებით (სტუდენტთა რჩევა, კონსულტაცია და სამსახურის ორიენტაცია და ა.შ.);
- საერთაშორისო ურთიერთობების ოფისების შექმნა ან გაძლიერება და საერთაშორისო სტრატეგიების ჩამოყალიბება;
- ახალი ხარისხის უზრუნველყოფის ერთეულების შექმნა ან არსებული პროცესების/სტრატეგიის განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- დაგეგმვისა და შეფასების ერთეულების შესაძლებლობების შექმნა ან გაზრდა;
- საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებიდან შედეგების კომუნიკაციისა და გავრცელების მექანიზმების გაძლიერება;
- სტუდენტთა და პერსონალის მობილობის აქტივობების მხარდაჭერის შესაძლებლობების შექმნა.
აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის და შესაბამისი განათლების უზრუნველყოფას, როგორიცაა:
- მოდულები ან საგანმანათლებლო პროგრამები, ტექნიკური ან პროფესიული პროგრამების ორიენტაციები;
- ინტენსიური სასწავლო პროგრამების შექმნა, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს და სასწავლო პერსონალს მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოკლე სასწავლო პერიოდისთვის;
- სტუდენტების და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების განვითარება, ასევე მათი მობილობის ხელშეწყობა;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება;
- სინერგიების შექმნა და ბიზნეს სექტორთან და საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიური არიან შრომის ბაზარზე და განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდობის სფეროებში, კავშირების გაძლიერება.
აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების/პერსონალისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას, როგორიცაა:
- დაუცველი სტუდენტებისთვის მექანიზმების და შესაძლებლობების განვითარების თეორიული და ინკლუზიური სწავლების გზების შექმნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის თანასწორი და სამართლიანი სწავლების შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით ციფრული ტექნოლოგიების განახლება;
- ქალების და ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით პოზიტიური დისკრიმინაციის ინიციატივების წახალისება;
- ინიციატივების განვითარება, რომლებიც მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების მიერ სასწავლო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ;
- ინკლუზიური გარემოების შექმნაში მონაწილეობა, რომელიც ხელს უწყობს თანასწორობას და გენდერულობას, და რომლებიც პასუხობს ფართო საზოგადოების საჭიროებებს.
სტრენდი 2 – პარტნიორობები უმაღლეს განათლებაში ტრანსფორმაციისთვის
ამ მიმართულების პროექტებმა უნდა შეისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების დონე და გამოწვევები, მესამე ქვეყნებში რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან და გაზარდონ პროგრამის გავლენა. სტრენდი 2-ის პროექტებმა უნდა დანერგონ ახალი მიდგომები და ინიციატივები უმაღლეს განათლებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთერთსწავლას და გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუციებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. „პარტნიორობები ტრანსფორმაციისთვის უმაღლეს განათლებაში“ არის კომპლექსური და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარების პროექტები, რომლებიც დაფუძნებულია გამოცდილების, კომპეტენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაზე და მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ აქტივობების სპექტრს, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის ცვლილება, მმართველობა და ციფრული ეკონომიკისკენ ტრანსფორმაცია. პროექტების შედეგებს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროექტების დასრულების შემდეგაც და, შესაბამისად, მოიტანოს სარგებელი მთელ საზოგადოებისთვის.
განსაკუთრებით, ეს პროექტები გააერთიანებენ შემდეგ ელემენტებს მესამე ქვეყნების იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სარგებლობისთვის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან:
- ინოვაცია უმაღლეს განათლებაში, რათა გაიზარდოს მისი შესაბამისობა შრომის ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნებთან. მოსალოდნელია, რომ შეთავაზებული პროექტები მიმართული იქნება დამსაქმებელთა მოთხოვნებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეთავაზებებს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და შემოგვთავაზებენ ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააუმჯობესებენ სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობებს. ეს შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინტერვენციების გზით, რომელიც მოიცავს:
- ინოვაციური სასწავლო პროგრამების დიზაინი და არსებული სასწავლო გეგმებში ინოვაციური ელემენტების დანერგვა;
- სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდების განხორციელება (მაგალითად, სტუდენტზე ორიენტირებული და რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება და სწავლა);
- აქტიური ჩართულობა ბიზნეს სამყაროსა და კვლევასთან, მუდმივი საგანმანათლებლო პროგრამების და აქტივობების ორგანიზება, როგორც საწარმოებთან, ასევე საწარმოებში;
- პროგრამაში არშემავალი მესამე ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ეფექტურად შექმნან ქსელი კვლევაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებში.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეფორმების ხელშეწყობა, რათა ისინი გახდნენ ეკონომიკური და სოციალური განვითარების კატალიზატორები პროგრამაში არშემავალ მესამე ქვეყნებში. პროექტებმა უნდა დაუჭირონ მხარი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განავითარონ და დანერგონ ინსტიტუციური რეფორმები, რაც მათ გახდის უფრო დემოკრატიულ, ინკლუზიურ, სამართლიან და სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიან მონაწილეებად. ინსტიტუციური რეფორმები მოიცავს მმართველობისა და მართვის ახალი სისტემებისა და სტრუქტურების შექმნას, ციფრული უნარების მზაობას, თანამედროვე უნივერსიტეტულ მომსახურებებს, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს, ინსტრუმენტებსა და მეთოდებს აკადემიური, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზაციისა და პროფესიული განვითარებისათვის. მეწარმეობრივი აზროვნების განვითარება და დაწესებულებებში გაუმჯობესებული კომპეტენციები და უნარები არის ამ მიმართულების წარმატების საკვანძო ასპექტები. ტრანსვერსალური უნარების სწავლება, მეწარმეობის განათლება და მეწარმეობრივი უნარების პრაქტიკული გამოყენება საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი ცოდნა და რესურსები მოემსახუროს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ საზოგადოებებს.
აქტივობები
შეთავაზებული აქტივობები და პროექტის შედეგები უნდა ჰქონდეს მკაფიო დამატებითი ღირებულება ბენეფიციარებისთვის. ქვემოთ მოცემულია შესაძლო აქტივობების არასრული სია:
- ინოვაციური სასწავლო პროგრამების განვითარება, ტესტირება და ადაპტაცია შინაარსის მხრივ (ძირითადი კომპეტენციები და ტრანსვერსალური უნარები, როგორიცაა მეწარმეობა, პრობლემების გადაჭრა, „მწვანე“ სამუშაოები და ა.შ.), სტრუქტურა (მოდულარული, ერთობლივი და ა.შ.) და სწავლების/სწავლის მეთოდები (მათ შორის ღია და მოქნილი სწავლების გამოყენება, ვირტუალური მობილობა, ღია საგანმანათლებლო რესურსები, შერეული სწავლება, მასობრივი ღია ონლაინ კურსები (MOOC) და ა.შ.);
- ახალი სასწავლო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების (როგორიცაა ახალი მულტიდისციპლინური პროგრამები, სტუდენტზე ორიენტირებული და რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება და სწავლა) განვითარება, ტესტირება და დანერგვა სტუდენტების პრაქტიკული ტრენინგებისა და სტაჟირებების გზით;
- ბოლონიის ტიპის რეფორმების (სამსაფეხურიანი სასწავლო სისტემა, გამჭვირვალობის ინსტრუმენტები, როგორიცაა კრედიტების სისტემა და დიპლომის დანართი, ხარისხის უზრუნველყოფა, შეფასება, ეროვნული/რეგიონული კვალიფიკაციების ჩარჩოები, წინა და არაფორმალური სწავლის აღიარება და ა.შ.) დანერგვა ინსტიტუციურ დონეზე;
- ბიზნესსა და ინდუსტრიაში პრაქტიკული სწავლების სქემების, სტაჟირებების და რეალური ცხოვრების შემთხვევების შესწავლის დანერგვა, რომლებიც სრულად არის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამაში, აღიარებული და აკრედიტებული;
- ორმაგი სწავლების სისტემების დანერგვა, რომლებიც აკავშირებენ უმაღლეს განათლებას და საშუალო პროფესიულ განათლებას, როგორც კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებას;
- რთული საკითხების გადაჭრის გზების, პროდუქტისა და პროცესის ინოვაციების განვითარება (სტუდენტები, პროფესორები და პრაქტიკოსები ერთად);
- სოციალური გამოწვევების გადაჭრის გზების განვითარება და ტესტირება, რომელიც მიმართულია ბაზარზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების და საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისკენ; სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება ან ცვლილებების მოტანა დამოკიდებულებებსა და ღირებულებებში, სტრატეგიებსა და პოლიტიკაში, ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პროცესებში, მიწოდების სისტემებსა და მომსახურებებში;
- ინოვაციების ცენტრების, ტექნოლოგიების გადაცემისა და ბიზნეს–სტარტაპების ინკუბატორების შექმნის მხარდაჭერა და განათლების, კვლევისა და ინოვაციების ინტეგრაცია ინსტიტუციურ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე;
- უწყვეტი განათლების პროგრამების და აქტივობების განვითარება და ტესტირება საწარმოებთან და მათთან თანამშრომლობით;
- ინოვაციური ზომების ტესტირებისა და შემოწმების გარემოს შექმნა; სტუდენტების, მკვლევრების, პედაგოგიური პერსონალის და საწარმოთა თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები შეზღუდული დროით; საწარმოთა თანამშრომლების სწავლასა და კვლევაში ჩართულობის წახალისების უზრუნველყოფა;
- მმართველობისა და მართვის სისტემებისა და სტრუქტურების რეფორმა ინსტიტუციურ დონეზე (მათ შორის, ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები და სისტემები, ფინანსური მართვა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, საერთაშორისო ურთიერთობები, სტუდენტური მომსახურება და კონსულტირება, კარიერული ორიენტაცია, აკადემიური და კვლევითი საბჭოები და ა.შ.);
- საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სასწავლო პროგრამების საერთაშორისო ღიაობა, საერთაშორისო მობილობის სქემები) და მათი ქსელის შექმნის შესაძლებლობების გაძლიერება კვლევაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებში (სამეცნიერო თანამშრომლობა და ცოდნის გადაცემა და ა.შ.);
- სოციალური გამოწვევების გადაჭრის გზების განვითარება და ტესტირება, რომელიც მიმართულია ბაზარზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების და საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისკენ; სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება ან ცვლილებების მოტანა დამოკიდებულებებსა და ღირებულებებში, სტრატეგიებსა და პოლიტიკაში, ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პროცესებში, მიწოდების სისტემებსა და მომსახურებებში;
- რთული საკითხების გადაჭრის გზების, პროდუქტისა და პროცესის ინოვაციების განვითარება (სტუდენტები, პროფესორები და პრაქტიკოსები ერთად);
სტრენდი 3 – სტრუქტურული რეფორმების პროექტები
ამ მიმართულების პროექტებმა მხარი უნდა დაუჭირონ პროგრამაში არშემავალ მესამე ქვეყნებში თანმიმდევრული და მდგრადი უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებას, რათა დააკმაყოფილონ მათი სოციალურ–ეკონომიკური საჭიროებები და ფართო მისწრაფება, შექმნან ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. წარმატებული შედეგების განზოგადება და მასშტაბირება, ასევე ორმხრივი დახმარების პროგრამებით მიმდინარე ან დაგეგმილი მხარდაჭერით სინერგიები, ასევე წარმოადგენს ამ მიმართულების ელემენტებს. სტრუქტურული რეფორმის პროექტები შეეხება პროგრამაში არშემავალი მესამე ქვეყნების საჭიროებებს, მდგრადი სისტემური და სტრუქტურული გაუმჯობესებისა და ინოვაციის მხარდაჭერის მიზნით, უმაღლესი განათლების სექტორის დონეზე. უფრო კონკრეტულად, ეს პროექტები ხელს შეუწყობენ ქვეყნების მცდელობებს, განავითარონ თანმიმდევრული და მდგრადი უმაღლესი განათლების სისტემები, რათა დააკმაყოფილონ მათი სოციალურ–ეკონომიკური საჭიროებები და, საბოლოოდ, შექმნან ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ამ პროექტებში, უნდა მოხდეს კომპეტენტური ეროვნული ხელისუფლების (განსაკუთრებით, განათლების სამინისტროების), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა.
აქტივობები
პროექტებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მიანიჭებს მკაფიო დამატებით ღირებულებას უმაღლესი განათლების სისტემას მთლიანობაში და ექნება პირდაპირი გავლენა ბენეფიციარებზე. აღნიშნულმა აქტივობებმა უნდა წაახალისოს უმაღლესი განათლების პოლიტიკის რეფორმა, რომელიც პასუხობს საზოგადოებისა და შრომის ბაზრის საჭიროებებს.
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა? |
აპლიკანტი ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს:
მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან დაკავშირებული პროგრამასთან მონაწილეობის უფლების მქონე რეგიონიდან. მონაწილეობის უფლების მქონე რეგიონები, რომლებსაც ფარავს ეს მიმართულება არის რეგიონები 1, 2, 3, 5ა, 6, 7ა, 8ა, 9, 10 და 11. სტრენდი 1 და 2 აპლიკანტები (კოორდინატორი და პარტნიორები) უნდა იყვნენ იურიდიული პირები:
სხვა სტრუქტურული რეფორმების პროექტები: აპლიკანტები (კოორდინატორი და პარტნიორები) უნდა იყვნენ იურიდიული პირები: – უმაღლესი განათლების დაწესებულებები (HEIs), უმაღლესი განათლების დაწესებულებების ორგანიზაციები ან აღიარებული ეროვნული ან საერთაშორისო რექტორის, მასწავლებლის ან სტუდენტის ორგანიზაციები; – დაფუძნებულები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში ან მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან; უმაღლესი განათლების დაწესებულებები (HEIs), რომლებიც დაფუძნებულები არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში, უნდა ფლობდნენ მოქმედ ერაზმუსის ქარტიას უმაღლესი განათლებისათვის (ECHE). უმაღლესი განათლების დაწესებულებები (HEIs), რომელიც დაფუძნებულები არიან მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან აღიარებულები უნდა იყვნენ შესაბამისი ორგანოების მიერ. |
კონსორციუმის კომპოზიცია | სტრენდი 1 და 2 აპლიკაციების შეტანა უნდა მოხდეს კონსორციუმის მიერ (კოორდინატორი და პარტნიორები), რომელიც შეესაბამება შემდეგ პირობებს: ეროვნული პროექტი (მხოლოდ რეგიონებისთვის 2(306), 3, 5ა, 6, 7ა, 8ა, 9.) მინიმუმ 2 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა; მინიმუმ 1 პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყანა; მინიმუმ 1 უმაღლესი განათლების დაწესებულება (HEI) თითოეულ მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფო ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში; მინიმუმ 2 HEI თითოეულ მონაწილე მესამე ქვეყანაში, რომელიც პროგრამასთან არ ასოცირდება. ინსტიტუციური კრიტერიუმები ეხება კონსორციუმში მონაწილე ყველა ქვეყანას. პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან მონაწილეების რაოდენობა უნდა იყოს სიდიდით გათანაბრებული ან უფრო მაღალი, ვიდრე მონაწილეთა რაოდენობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებიდან და პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან. გამონაკლისი: პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლების დაწესებულებების (HEIs) რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ნაკლები 5-ზე, ან შემთხვევებში, როდესაც ერთი დაწესებულება წარმოადგენს ქვეყნის საერთო სტუდენტური ბაზის 50%-ზე მეტს, ამ ქვეყნებიდან, შესაძლოა წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთ HEI-ს მონაწილეობით გაკეთებული განაცხადები. სტრენდი 3: წინადადებები უნდა გაიგზავნოს კონსორციუმის მიერ (კოორდინატორი და პარტნიორები), რომელიც შეესაბამება შემდეგ პირობებს: მინიმუმ 2 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა; მინიმუმ 1 პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყანა. ინსტიტუციური დაფარვა: მინიმუმ 1 უმაღლესი განათლების დაწესებულება (HEI) თითოეულ მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებიდან; მინიმუმ 2 HEI თითოეულ პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებიდან; შესაბამისი ეროვნული კომპეტენტური ორგანო (მაგალითად, სამინისტრო), რომელიც პასუხისმგებელია უმაღლეს განათლებაზე თითოეულ პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყანაში. ინსტიტუციური კრიტერიუმები ეხება კონსორციუმში მონაწილე ყველა ქვეყანას. პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან მონაწილეების რაოდენობა უნდა იყოს სიდიდით გათანაბრებული ან უფრო მაღალი, ვიდრე მონაწილეთა რ-ბა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებიდან და პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან. გამონაკლისი: პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლების დაწესებულებების (HEIs) რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ნაკლები 5-ზე, ან შემთხვევებში, როდესაც ერთი დაწესებულება წარმოადგენს ქვეყნის საერთო სტუდენტური ბაზის 50%-ზე მეტს, ამ ქვეყნებიდან, შესაძლოა წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთ HEI-ს მონაწილეობით გაკეთებული განაცხადები. |
აქტივობების განხორიცელების ადგილი | დაგეგმილი აქტივობები უნდა განხორციელდეს პროექტებში მონაწილე ქვეყნებში. |
პროექტის ხანგრძლივობა | სტრენდი 1 და 2 მიმართულებებისთვის, პროექტების ხანგრძლივობა შეადგენს 24 ან 36 თვეს (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია). სტრენდი 3 მიმართულებისთვის პროექტების ხანგრძლივობა შეადგენს 36 ან 48 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია). |
სად ხდება განაცხადის წარდგენა? | ევროპული განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტონ(EACEA). Call ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE Topic ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-1
Call ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE Topic ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-2
Strand 3 Call ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE Topic ID: ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-3 |
როდის ხდება განაცხადის წარდგენა? | მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 6 თებერვალს 17:00:00 საათამდე (ბრიუსელის დროით). |
დაფინანსების წესები
პროგრამა ემყარება ერთჯერადი თანხის გაცემის მოდელს (lump-sum). ერთჯერადი ფინანსური გადახდის ოდენობა თითოეული გრანტისთვის იქნება განსაზღვრული იმ ბიუჯეტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა აპლიკანტმა.
EU გრანტი თითოეული პროექტისთვის შემდეგნაირად განისაზღვრება:
- სტრენდი 1 მიმართულებისთვის – უმაღლესი განათლების თანამშრომლობის ხელშეწყობა: 200,000 EUR და 400,000 EUR თითოეულ პროექტზე;
- სტრენტი 2 მიმართულებისთვის – პარტნიორობები ტრანსფორმაციისათვის უმაღლესი განათლების სფეროში: 400,000 EUR და 800,000 EUR თითოეულ პროექტზე;
- სტრენდი 3 მიმართულებისთვის – სტრუქტურული რეფორმის პროექტები: 600,000 EUR და 1,000,000 EUR თითოეულ პროექტზე.