შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლების და სწავლების მიმართულებით
შესაძლებლობების განვითარების პროექტები არის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივი პარტნიორობის სისტემებზე, იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ პროფესიული განათლების (VET) სფეროში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში და პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში. მათი მიზანია მხარი დაუჭირონ VET დაწესებულებების და სისტემების გაძლიერებას, ხელმისაწვდომობას და რეაგირების უნარს პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, როგორც მდგრადი სოციალური–ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ფაქტორებს.
პროგრამის მიზნები
- შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლებისა და ტრენინგ-ცენტრებისთვის, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა კერძო და საჯარო სფეროების დაინტერესებულ მხარეებს შორის;
- VET-ის ხარისხისა და რეაგირების უნარის გაუმჯობესება ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, რათა გაზარდოს მიწოდებული განათლების რელევანტურობა და შესაბამისობა სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან;
- VET სისტემების ლოკალურ, რეგიონულ და ეროვნულ განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში მოყვანა.
თემატიკური სფეროები
თვისებები, რომლებიც ახასიათებს VET მიმართულებით შესაძლებლობების ზრდას მოცემულია ქვემოთ. საგრანტო განაცხადები ორიენტირებული უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე თემაზე:
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება (ახალგაზრდებისთვის და/ან ზრდასრულებისთვის);
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები;
- პროფესიული განათლების (VET) მასწავლებლების/ტრენერების პროფესიული განვითარება
- ძირითადი კომპეტენციები, მათ შორის მეწარმეობა და მოქალაქეობა;
- საჯარო–კერძო დიალოგი და პარტნიორობა VET-ში;
- ინოვაცია VET-ში;
- მწვანე და ციფრული უნარები ერთობლივი ტრანსფორმაციისთვის;
- უნარების შესაბამისობა მიმდინარე და მომავალი სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან;
- სასწავლო გეგმისა და ტრენინგ მოდულების განვითარება;
აქტივობები
დაფინანსებული პროექტები შეძლებენ ფართო სპექტრის თანამშრომლობის, გაცვლის, კომუნიკაციისა და სხვა საქმიანობების ინტეგრაციას, მათ შორის:
- ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში და მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან და მათ VET პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის ქსელებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ინიციატივების შექმნა და განვითარება;
- მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან და მათ VET სისტემებში შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, საჭირო ინსტრუმენტების, პროგრამებისა და სხვა მასალების შექმნა (პრაქტიკული ტრენინგის სქემები, სწავლების პროგრამები და VET-ის სწავლების შედეგების შეფასების და ვალიდაციის ინსტრუმენტები, მონაწილე ინსტიტუტების ინდივიდუალური მოქმედების გეგმები; პროფესიონალური დატრენინგება და კონსულტირება და ხელმძღვანელობის მეთოდები…);
- მექანიზმების შექმნა, რომელებიც დაეხმარება კერძო სექტორს სასწავლო პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში და VET-ის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სამუშაო გამოცდილების უზრუნველყოფაში;
- პედაგოგიური მიდგომების, სწავლების და ტრენინგის მასალების და მეთოდების განვითარება და გადაცემა, მათ შორის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, ვირტუალური მობილობა, ღია საგანმანათლებლო რესურსები და ინფორმატიკის პოტენციალის უკეთ გამოყენება;
- საერთაშორისო (ვირტუალური) გაცვლის საქმიანობების განვითარება და განხორციელება პერსონალისათვის, ძირითადად (მათ შორის მასწავლებლებისა და არადედაქტიკური პერსონალისთვის, როგორიცაა სკოლის ლიდერები, მენეჯერები, კონსულტანტები, მრჩევლები და ა.შ.).
რეგიონული პრიორიტეტები
აღმოსავლეთის სამეზობლო
- პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ შესრულებას და/ან ევროპული „ტრენინგების ფონდის რეკომენდაციებს“ ტორინოს პროცესის ფარგლებში
მონაწილეობის მიღების კრიტერიუმები
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა? | აპლიკანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია VET-ის სფეროში და იურიდიულად არის დაფუძნებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში (გთხოვთ, იხილოთ ამ გზამკვლევის პირველი ნაწილი). ორგანიზაციები პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან ვერ იქნებიან კოორდინატორები. კოორდინატორს შეაქვს განაცხად ყველა მონაწილე ორგანიზაციის სახელით, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში. |
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება? | ყოველი მონაწილე ორგანიზაცია უნდა იყოს აქტიური VET-ის სფეროში ან შრომის ბაზარზე. იგი შეიძლება იყოს სრული პარტნიორი ან ასოცირებული პარტნიორი და უნდა იყოს დაფუძნებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში (გთხოვთ, იხილოთ ამ გზამკვლევის პირველი ნაწილი), ან პროგრამასთან არ ასოცირებულ მიღებულ მესამე ქვეყანაში (გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ). პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასოცირებული პროგრამასთან, მაგრამ გააჩნიათ პროექტში მიღების მონაწილეობის უფლებამოსილება: ყველა მესამე ქვეყანა რეგიონებიდან – 1, 2, 3, 9, 10 და 11 (გთხოვთ, იხილოთ ამ გზამკვლევის პირველი ნაწილი); მონაწილე ორგანიზაციების ტიპები (არასრული ჩამონათვალი):
|
მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა და პროფილი | საგრანტო განაცხადი უნდა გააკეთოს კონსორციუმმა, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 აპლიკანტი (კოორდინატორი და სრული პარტნიორები) მინიმუმ 3 ქვეყნიდან:
კონსორციუმში აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ ერთი პროფესიული განათლების (VET) პროვაიდერი არასაუნივერსიტეტო განათლების დონეზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან ორგანიზაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, პროგრამასთან არ ასოცირებული უფლებამოსილი მესამე ქვეყნებიდან ორგანიზაციების რაოდენობა. |
ღონისძიებების განხორცილების ადგილი | ღონისძიებები უნდა ჩატარდეს პროექტში მონაწილე ორგანიზაციების ქვეყნებში. |
პროექტის ხანგრძლივობა | პროექტები, ჩვეულებრივ, უნდა გაგრძელდეს, 24 ან 36 თვეს (გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ სათანადოდ იქნება დასაბუთებული). პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზვროს განაცხადის ეტაპზე, პროექტის მიზნისა და დროში დაგეგმილი საქმიანობების ტიპის შესაბამისად. |
სად ხდება განაცხადის წარდგენა? | ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტო (EACEA). Call ID: ERASMUS-EDU-2025-CB-VET-NE |
როდის ხდება განაცხადის წარდგენა? | განაცხადის შემტანებმა გრანტის განაცხადი უნდა წარადგინონ 27 თებერვალს, ბრიუსელის დროით 17:00:00 საათამდე. |
სხვა კრიტერიუმები | ერთი ვადის ფარგლებში მხოლოდ ერთი წინადადების წარდგენა შეუძლია ერთსა და იმავე კოორდინატორს. თუ ერთსა და იმავე კოორდინატორის მიერ ერთზე მეტი წინადადება იქნება წარდგენილი, მხოლოდ ყველაზე ადრე წარდგენილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენები ავტომატურად უარყოფილი. |
დაფინასნების პირობები
აღნიშნული პროგრამა დაფინანსების ერთჯერადი გრანტის (lump-sum) მოდელს მიჰყვება. თითოეული გრანტის ერთჯერადი თანხის ოდენობა განისაზღვრება განაცხადში შემოთავაზებული ქმედების სავარაუდო ბიუჯეტის საფუძველზე.
ევროკავშირის გრანტი თითო პროექტზე იქნება მინიმუმ 100,000 ევროდან მაქსიმუმ 400,000 ევრომდე.