შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მიმართულებით (CB Youth) 2025 წლის შედეგები

ახალგაზრდობის სფეროში Erasmus+-ის პროექტების მიზანი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაა. ახალგაზრდულ სექტორში Erasmus+-ის პროექტები ხელს უწყობს პარტნიორობას, ცოდნის გაცვლას, ინოვაციური პრაქტიკების მეშვეობით ახალგაზრდების გაძლიერებას, უნარების განვითარებას და ახალგაზრდების სამოქალაქო საკითხებში აქტიურ ჩართულობას. დაფინანსებით და თანამშრომლობით ინკლუზიური, მიმზიდველი და ეფექტური ახალგაზრდული პროგრამები იქმნება, რომლებიც პიროვნული ზრდასა და სოციალურ ერთობის წინაპირობაა.

2025 წელს საქართველო შვიდ CB Youth პროექტში იღებს მონაწილეობას. ექვს პროექტში ქართული ორგანიზაციები პარტნიორის როლით მონაწილეობენ, ერთ პროექტს კი კოორდინირებას ქართული ორგანიზაცია უწევს (ცხრილი 1, სქემა 1). საქართველოს მიერ კოორდინირებული პროექტი „Gamify Rural Youth Work-ია“, რომელსაც ორგანიზაცია ამბრელა (UMBRELLA) ხელმძღვანელობს. პროექტის მთავარი მიზანი სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართვაა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მიზნის მიღწევა ინოვაციური სასწავლო გეგმების, გეიმიფიკაციის ინსტრუმენტებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობების მეშვეობით მოხდება. ინიციატივის მიმდინარეობისას ასევე შეიქმნება ვებპლატფორმა, რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება საბაზისო სასწავლო გეგმა, გეიმიფიკაციის ინსტრუმენტები და ღია ონლაინ კურსი ახალგაზრდების ჩართულობის შესანარჩუნებლად და სოფლად ახალგაზრდული მუშაობის ინიციატივების მხარდასაჭერად.

2025 წელს საქართველოდან CB Youth პროექტებში მონაწილეობას შემდეგი ახალგაზრდული ორგანიზაციები იღებენ: 

  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და კვლევის ცენტრი (NACRES)
  • საქართველოს ბიოტექნოლოგიების ასოციაცია
  • ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება
  • Society Bridge to the Future
  • სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისთვის
  • ამბრელა
  • Loesje Georgia
  • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
  • ახალგაზრდული ასოციაცია დრონი 

ცხრილი 1 – საქართველოს მონაწილეობა CB Youth პროექტებში წლების განმავლობაში

სქემა 2საქართველოს მონაწილეობა CB Youth პროექტებში წლების განმავლობაში