შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით - პროექტის გვერდების რაოდენობის შეზღუდვები
ინსტრუქციების მიხედვით გვერდების რაოდენობის შეზღუდვა ამ წლის განაცხადებისთვის შეადგენს 40 გვერდს erasmus-programme-guide-2025_en.pdf (გვერდი 408).
არ წაშალოთ რომელიმე ყუთი B ნაწილის შაბლონში, მათ შორის ის ყუთები რომლებიც არაა რელევანტური ლამფ სამი (lump sum) გრანტებისთვის.
აგრეთვე დარწმუნდით, რომ ყურადღებით გაეცანი აპლიკაციის ფორმის პირველ გვერდზე მოცემულ ინსტრუქციებს.
- მინიმალური შრიფტის ზომა – Arial 9 points.
- გვერდის ზომა: A4.
- მინდვრები (ზედა, ქვედა, მარცხენა და მარჯვენა): მინიმუმ 15მმ (რომელშიც არ იგულისხმება ზედა და ქვედა კოლონტიტულები (Header & Footer)).
საჭირო დოკუმენტების გარდა, არაა საჭირო აპლიკაციაზე დამატებითი დანართების მიბმა.
“ტექნიკური აღწერილობის (Technical Description)” (ნაწილი B / Part B) შაბლონის ბოლოს არის სექცია “წინა პროექტების ჩამონათვალი (List of Previous Projects).”
თქვენ ან ნებისმიერ სხვა პოტენციურ კანდიდატს შეუძლია აირჩიოს “What / IF” სექციაში დაამატოს თუ არა ინფორმაცია, ან რა სახის რელევანტური ინფორმაცია დაამატოს (ამ ინფორმაციის დამატება არაა სავალდებულო).
40 გვერდიანი შეზღუდვის წესი ეხება სექციასაც, რომელიც არის “ნაწილი B (Part B)” “დანართი 1 (Annex 1)” ტექნიკური აღწერილობის სავალდებულო შაბლონი.
თქვენ არ უნდა წაშალოთ არც ერთი გვერდი “ნაწილი B-დან (Part B)” (მესამე გვერდიდან დაწყებული).
გვერდების შეზღუდვა ქმნის თანაბარ წინაპირობას ყველა აპლიკანტისთვის. არ წაშალოთ არცერთი ქვესექცია მაშინაც კი, თუ ის არ ეხება განაცხადს.
თუმცა, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ პირველი გვერდი 1 (მნიშვნელოვანი შენიშვნა / Important Notice) და გვერდი 2 (ნაწილი A / part A)
როგორც “Word” დოკუმენტის “მნიშვნელოვან შენიშვნებშია (Important Notice)” აღნიშნული, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დოკუმენტი მონიშნულია (tagged).
იყავით ფრთხილად, არ წაშალოთ ნიშნულები (tags). ისინი საჭიროა პროცესის გასაგრძელებლად.