პროფესიულ ბრწყინვალების ცენტრები

პროფესიული ბრწყინვალების ცენტრები (CoVE) მიზნად ისახავენ გააუმჯობესონ  პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სექტორები, იმ მაღალი დონის უნარებისა და კომპეტენციების შექმნით, რაც სჭირდება მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ინიციატივა მხარს უჭერს ევროპულ პოლიტიკას, მათ შორის – მწვანე შეთანხმებას და ციფრულ ტრანსფორმაციას. 

CoVE – ები ქმნის ლოკალურ უნარების ეკოსისტემას, რაც აქცენტირებულია ინოვაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე, სოციალურ ინკლუზიაზე და ამავდროულად საერთაშორისო თანამშრომლობაზე. აღნიშნული ინიციატივა მუშაობს „ქვემოდან-ზემოთ“ პრინციპით, ინიციატივაში რთავს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს, რათა მოხდეს ტრენინგების ადაპტირება ეკონომიკის მზარდ მოთხოვნებთან მიმართებაში. 

ინიციატივა ტრენინგების შეთავაზებას ახდენს ახალგაზრდებისთვის, ხოლო ზრდასრულებისთვის საშუალებას იძლევა გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები, განსაკუთრებით ცვალებადი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე. ბრწყინვალების ცენტრები, ასევე, სტიმულირებას უწევენ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, ლოკალურ ბიზნესებთან პარტნიორობის საშუალებით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან, ისეთ თემებზე როგორიცაა კვლევითი პროექტები და სამეწარმეო ინიციატივები. 

ბრწყინვალების ცენტრები სტიმულირებას უწევს პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრებში იმ ქვეყნების წარმომადგენლებს ჩართვას, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული სასწავლო სისტემების განსხვავებული სისტემები. კონცეფცია ეფუძნება ჰოლისტიკურ, სტუდენტზე დაფუძნებულ მიდგომას და სტიმულირებას უწევს პროფესიულ სწავლებას და ტრენინგებს რეგიონული განვითარების პროცესებში, ინოვაციებში და ინდუსტრიული სტრატეგიების შექმნისას. ინიციატივა სტიმულირებას უწევს სხვა საგანმანათლებლო სექტორებთან და ბიზნესს საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ხარისხიანი ტრენინგების ჩატარება და მუდმივი პროფესიული განვითარება. 

პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე რელევანტური პროფესიული ბრწყინვალების ქსელების შექმნას. 

ეროვნულ დონეზე: პროფესიული ბრწყინვალების ცენტრები მუშაობს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან, რათა შეიქმნას უნარების ეკოსისტემა, რაც ხელს უწყობს ინოვაციის, რეგიონულ განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას და ამავდროულად, თანამშრომლობს სხვა პროფ. ბრწყინვალების ცენტრებთან სხვა ქვეყნებში. 

საერთაშორისო დონეზე: პროფ. ბრწყინვალების ცენტრები, სპეციფიკურ დარგებში, ერთიანდებიან საერთო ინტერესების და ინოვაციური სტრატეგიების გარშემო, რათა მოხდეს ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება, მაგ. როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დიჯიტალიზაცია და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაცია. 

პროფ. ბრწყინვალების ცენტრები შესაძლოა შეიქმნას უკვე არსებული ინსტიტუციების მიერ, რათა მოხდეს მათი პრაქტიკის დახვეწა ან/და ახლად ჩამოყალიბებული ინსტიტუციის მიერ, რომელიც ფოკუსირდება მაღალხარისხიანი ტრენინგების შექმნაზე, რათა დაკმაყოფილდეს სამუშაო ბაზრის მოთხოვნები. ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა ლოკალურ და რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, კომპანიებთან და სახელმწიფო სააგენტოებთან.

პროექტები ორგანიზდება სამ კლასტერში: 1) სწავლა და სწავლება 2) კოოპერაცია და პარტნიორობა 3) მმართველობა და დაფინანსება. 

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები

დეტალები

 

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?

 

უფლებამოსილი მონწილე ორგანიზაიცები

– იურიდიულად რეგისტრირებული საჯარო ან/და კერძო ორგანიზაცია;

– დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში;

– აქტიური უნდა იყოს პროფ. სწავლების და ტრენინგების მიმართულებით;

– ორგანიზაციებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან შეუძლიათ მონაწილეობა, თუმცა არა როგორც კოორდინატორებს;

გამონაკლისი: ბელარუსს და რუსეთს არ აქვს მონაწილეობის მიღების უფლება

 

მონაწილე ორგანიაზციების მაგალითები

– პროფ. სწავლებისა და ტრენინგების პროვაიდერები;

– კომპანიები და სექტორული ორგანიზაციები;

– რეგიონული და ეროვნული კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციები;

– კვლევითი ინსტიტუტები;

– ინოვაციური სააგენტოები;

– რეგიონული განვითარების ორგანიზაციები;

– საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურნი არიან პროფ. განათლების და ტრენინგების მიმართულებით.

კონსორციუმის კომპოზიცია

– მინიმუმ 8 აპლიკანტი, მინიმუმ, 4 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ან პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებიდან;

– თითოეულიდან წარმოდგენილი უნდა იყოს, მინიმუმ, ერთი პროფ. განათლების ცენტრი;

– კოორდინატორი ორგანიზაცია უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნიდან

ნებადართული აქტივობები

უნდა დაიფაროს სამივე კლასტერი:

  • მინ. 4 აქტივობა პირველი კლასტერიდან – სწავლა და სწავლება
  • მინ. 3 აქტივობა მეორე კლასტერიდან – კოოპერაცია და პარტნიორობა 
  • მინ. 2 აქტივობა მესამე კლასტერიდან – მმართველობა და დაფინანსება

გეოგრაფიული ლოკაცია

– აქტივობები უნდა განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრულ ქვეყნებში (იხილეთ  პროგრამის გაიდი – Part A)

პროექტის ხანგრძლივობა

– პროექტების ხანგრძლივობა არის 48 თვე, დასაბუთების შემთხვევაში გახანგრძლივების შესაძლებლობით;

სად ხდება განაცხადის შეტანა?

– ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო – (EACEA) via the Funding & Tender Opportunities Portal (FTOP).

– Call ID: ERASMUS-EDU-2025-PEX-COVE

როდის ხდება განაცხადის შეტანა?

– 11 ივნისი 17:00 (Brussels time).

ბიუჯეტი

დაფინანსება პროფ. ბრწყინვალების ცენტრებისთვის გაიცემა „ლამ–სამ“ პრინციპით. გრანტის მაქსიმალური მოცულობა, ერთი პროექტის ფარგლებში, არის 4 მილიონი ევრო. ფინანსური მხარდაჭერა მესამე მხარეებისთვის არ არის ნებადართული, თუმცა გათვალისწინებულია მოხალისეებისა და მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების მფლობელებისთვის. საპროექტო განაცხადებმა უნდა გაითვალისწინონ, მინიმუმ ერთი ყოველწლიური შეხვედრის დაგეგმვა, პროფლ. ბრწყინვალების ცენტრებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისთვის.