კოოპერაციული პარტნიორობა განათლების, ტრეინინგების, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულებით
კოოპერაციული თანამშრომლობის მთავარი მიზანი არის, გაზარდონ თავიანთი აქტივობების რელევანტურობა და ხარისხი, განავითარონ და გააძლიერონ თავიანთი პარტნიორობები, გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები, იმუშაონ ტრანსნაციონალურ დონეზე, საუკეთესო პრაქტიკის შექმნისა ან/და გაზიარების საშუალებით გაზარდონ თავიანთი აქტივობების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური პრაქტიკებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, წაახალისოს თანამშრომლობა, კოლეგებისგან სწავლა და ევროპულ დონეზე გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ მიღებული შედეგები უნდა იყოს ხელმეორედ გამოყენებადი, გამჭვირვალე, ზრდადი და თუ შესაძლებელია ჰქონდეს ტრანსდისციპლინარული ხასიათი. შერჩეულ პროექტებთან მიმართებაში, არსებობს მოლოდინი, რომ ისინი გააზიარებენ თავიანთ პრაქტიკას ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსნაციონალურ დონეზე.
კოოპერაციული პარტნიორობის პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს Erasmus+ პროგრამის პოლიტიკის პრიორიტეტებთან , როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე.
პროექტის შინაარსიდან და აპლიკანტიდან გამომდინარე, კოოპერაციული პარტნიორობის პროგრამები, შესაძლოა იმართებოდეს EACEA ან ეროვნული სააგენტოების მიერ. (დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია პროგრამის გაიდში – „მონაწილეობის კრიტერიუმები“)
ინიციატივის მიზნები
კოოპერაციულ პარტნიორობას გააჩნია შემდეგი მიზნები:
- გააუმჯობესოს, პროექტში ჩართული ინსტიტუციების, მუშაობის, აქტივობების და პრაქტიკის ხარისხი, კარგი გაუღოს ახალ აქტორებს;
- გააუმჯობესოს ორგანიზაციების უნარი იმუშაონ ტრანსნაციონალურ და ინტერ-სექტორულ დონეებზე;
- დაფაროს განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროში არსებული ერთობლივი საჭიროებები;
- შესაძლებელი გახადოს ტრანსფორმაცია და ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს გაუმჯობესებას, ახალი მიდგომების ჩამოყალიბებას.
კოოპერაციული პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები
იმისთვის, რომ ორგანიზაციამ შეძლოს კოოპერაციულ პარტნიორობაში მონაწილეობა, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა? | ნებისმიერ მონაწილე ორგანიზაციას, რომელიც არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში დაფუძნებული. კოორდინატორს განაცხადი შეაქვს პროექტის ყველა მონაწილე ორგანიზაციის სახელით. განაცხადის შესატანად, აპლიკანტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს 2 წლიანი ოპერირების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის შეტანა ხდება ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და პროექტი იმართება EACEA-ს მიერ, კოორდინატორი უნდა იყოს ევროპული არასამთავრობო, რომელიც ფუნქციონირებს განათლების, ტრენინგების და ახალგაზრდობის სექტორში. |
რომელ ორგანიზაციებს შეუძლიათ პროექტის კონსორციუმში მონაწილეობა? | ნებისმიერ საჯარო და კერძო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირში, ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში, ან მესამე ქვეყანაში, რომელიც არ არის პროგრამასთან ასოცირებული (დამატებით იხილეთ პროგრამის გაიდი – უფლებამოსილი ქვეყნები, კოოპერაციული პარტნიორობისთვის) გამონაკლისი: ორგანიზაციებს ბელორუსიდან (რეგიონი 2) არ აქვთ პროგრამაში მონაწილეობის უფლება. ორგანიზაციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ან მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან, მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კოორდინატორებს, ასევე როგორ პარტნიორებს. ორგანიზაციებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან არ შეუძლიათ კოორდინატორობა. მიუხედავად იმის, თუ რომელ დარგში ხორციელება პროექტი, კოოპერაციულ პარტნიორობაში შესაძლოა ჩაერთოს ნებისმიერი ორგანიზაცია – განათლების, ტრენინგები, ახალგაზრდობის, სპორტის და სხვა სოციალურ–ეკონომიკური სექტორებიდან, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ ტრანს-სექტორულ დონეზე (ლოკალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, აკრედიტაციის ცენტრები, სავაჭრო პალატები, სავაჭრო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრი, კულტურული და სპორტული ორგანიზაციები). პროექტის პრიორიტეტებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, კოოპერაციული პარტნიორობის ინიციატივებმა უნდა მოიცვას რაც შეიძლება მეტი, რელევანტური და მრავალმხრივი პარტნიორები, რათა მათ ისარგებლონ ერთმანეთის გამოცდილებით და შეძლონ უკეთესი შედეგების მიღწევა. |
მონაწილე ორგანიზაიცების პროფილი და რაოდენობა | კოოპერაციული პარტნიორობა არის ტრანსნაციონალური პროექტი და მან უნდა გააერთიანოს, მინიმუმ 3 ორგანიზაცია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან, ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან. პროექტში მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. იმ საგრანტო განაცხადებში, რომელთა წარდგენა ხდება ეროვნულ სააგენტოებში, სკოლის, პროფესიული განათლების და ტრენინგების, ზრდასრულთა განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით, ერთი და იგივე ორგანიზაციებს (ერთი და იგივე OID-ით) არ შეუძლია ჩართულნი იყვნენ 10-ზე მეტ განაცხადში. ზოგადად, კოოპერაციული პარტნიორობის ინიციატივა მიზნად ისახავს პარტნიორობის გაღრმავებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებს შორის. თუმცა, ორგანიზაციებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებული პროგრამასთან შეუძლიათ პროექტში მონაწილეობა, როგორც პარტნიორებს, თუ მათი ჩართულობა პროექტს ანიჭებს მნიშვნელოვან ღირებულებას და ასევე, დაკმაყოფილებულია კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნები. |
პრიორიტეტები | იმისთვის, რომ გათვალისწინებული იქნას დაფინანსების გასაცემად, კოოპერაციული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს:
სპორტის სფეროში გაკეთებული პროექტები, შესაძლებელია ფარავდეს მხოლოდ ერთ პრიორიტეტს. |
აქტივობების განხორციელების ადგილი | აქტივობები შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც წარმოდგენილები არიან პარტნიორები ან კოორდინატორი. გარდა ამისა:
|
პროექტის ხანგრლივობა | 12 თვიდან – 36 თვემდე პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს აპლიკაციის შეტანის პერიოდში, პროექტის მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე. კოოპერაციული პარტნიორობის პროექტების ხანგრძლივობა შესაძლოა გახანგრძლივდეს, დასაბუთების შემთხვევაში, ფორმალური შეთანხმების საფუძველზე. |
სად ხდება განაცხადის შეტანა? | განათლების, ტრენინგებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორებისთვის, რომელიც წარდგენილია ამ სფეროებში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების (NGOs) გამოკლებით:
პროექტები, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, განათლების, ტრენინგების და ახალგაზრდობის სექტორში:
სპორტის სექტორში, პარტნიორობის შემთხვევაში
Sport – Call ID: ERASMUS-SPORT-2025-SCP ერთი და იგივე კონსორციუმს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. |
როდის ხდება განაცხადის წარდგენა? | პროექტებისთვის, რომლებიც იქმნება განათლების, ტრენინგების და ახალგაზრდობის სფეროში და რომელშიც არ მონაწილეობენ ევროპული არასამთავროები:
შესაძლო დამატებითი დედლაინები
პარტნიორობებისთვის განათლების, ტრენინგების და ახალგაზრდობის სექტორში, რომლის წარდგენაც ხდება ევროპული არასამთავრობოს მიერ:
პარტნიორობისთვის სპორტის სფეროში:
|
დაფინასნების წესები
პროექტების დაფინანსება ხდება 3 „ლამფ-სამ“ ბიუჯეტის პრინციპით, რომელთა ბიუჯეტებიც შემდეგნაირია: 120 000 ევრო, 250 000 ევრო და 400 000 ევრო. აპლიკანტებმა უნდა შეარჩიონ ბიუჯეტის მოცულობა მოსალოდნელი აქტივობების და შედეგების გათვალისწინებით.