რა განხვავებაა Webgate-სა და დაფინანსების და ტენდერების პორტალს (FTOP) შორის?
Webgate და დაფინანსების და ტენდერების პორტალი (FTOP) ორივე Erasmus+ პროგრამების მართვის პლატფორმებია, თუმცა გარკვეულწილად სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. Webgate არის პლატფორმა განკუთვნილია ევროპის სოლიდარობის კორპუსისა და იმ Erasmus+ პროექტებისთვის, რომლებიც იმართება პროგრამის ქვეყნების ეროვნული სააგენტოების (NA) მიერ. ხოლო, FTOP განკუთვნილია იმ Erasmus+ პროგრამებისთვის, რომლებიც იმართება აღმასრულებელი სააგენტოს მიერ (European Education and Culture Executive Agency EACEA).
აპლიკანტებმა, აფილირებულმა სუბიექტებმა და ასოცირებულმა პარტნიორებმა, რომლებსაც განაცხადი შეაქვთ იმ Erasmus+ პროგრამაზე რომლებიც იმართება ევროპის აღმასრულებელი სააგენტოდან (Executive Agency), რეგისტრაცია უნდა გაიარონ დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე (FTOP), რათა მიიღონ მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდი (PIC). მათ, ვისაც უკვე მინიჭებული აქვთ აღნიშნული კოდი, აღარ სჭირდებათ ხელახალი რეგისტრაცია, ვინაიდან დაწესებულებისათვის ერთხელ მინიჭებული კოდი მოქმედია მუდმივად Erasmus+ პროგრამების მართვის პროცესში.
პროგრამების, რომლებიც იმართება ეროვნული სააგენტოების მიერ (NA), აპლიკანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ორგანიზაციათა სარეგისტრაციო სისტემაში Webgate რათა მიიღონ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი (OID) და შეძლონ Erasmus+ და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამებში მონაწილეობა. მაგალითად, Erasmus+ მობილობის პროგრამების (KA1) მართვა ხდება ეროვნული სააგენტოების მიერ, შესაბამისად Webgate პლატფორმის მეშვეობით.