ციფრული ტრანსფორმაცია
[For English scroll down]
ადამიანებზე ორიენტირებული ციფრული ტრანსფორმაციის უფრო ეფექტურად მხარდასაჭერად და ისეთი სოციალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და/ან დეზინფორმაცია, ევროპას სჭირდება ციფრულ ეპოქის შესაბამისი განათლებისა და ტრენინგის სისტემები.
ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის (Digital Education Action Plan) (2021-2027) სტრატეგიული პრიორიტეტების და 2023 წლის ნოემბერში მიღებული საბჭოს ორი რეკომენდაციის შესაბამისად: ა) ციფრული განათლებისა და ტრენინგის წარმატებული ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორებისა და ბ) ციფრული უზრუნველყოფის გაუმჯობესება, განათლებისა და ტრენინგის უნარების მიმართულებით, Erasmus+ პროგრამას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ყველა ასაკის მოქალაქის მხარდასაჭერად ციფრული უნარებისა და კომპეტენციების შეძენაში. ეს უნარები საჭიროა ცხოვრებისთვის, სწავლისთვის, მუშაობისთვის, უფლებების რეალიზაციისთვის, ინფორმირებულობისთვის, ონლაინ სერვისებზე წვდომისთვის, კრიტიკული კომუნიკაციისთვის და ციფრული განათლების კონტენტის მოხმარებისთვის, შექმნისთვის და გავრცელებისთვის.
სამოქმედო გეგმის პირველ სტრატეგიულ პრიორიტეტს პროგრამა მხარს უჭერს, მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობით. ამისთვის საჭიროა სასწავლო დაწესებულებებმა (ყველა დონეზე და ყველა სექტორში) შეიმუშაონ და განახორციელონ ციფრული ტრანსფორმაციის გეგმები.
სამოქმედო გეგმის მეორე სტრატეგიულ პრიორიტეტს პროგრამა მხარს უჭერს იმ ქმედებების მხარდაჭერით, რომლებიც მიზნად ისახავს ციფრული უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას საზოგადოების ყველა დონეზე და ყველასთვის (მცირე შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების, სტუდენტების, სამუშაოს მაძიებლებისა და მუშაკების ჩათვლით). აქცენტი კეთდება, როგორც ძირითადი, ისე მოწინავე ციფრული უნარების, ასევე ციფრული წიგნიერების ხელშეწყობაზე. ეს უნარები ალგორითმებით სავსე სამყაროში ინდივიდებს საშუალებას აძლევს თავისუფლად ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ პროცესებში.
სამოქმედო გეგმის ამ ორი სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისად, შეიქმნა ევროპული ციფრული განათლების ცენტრი (European Digital Education Hub). ცენტრის მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა ციფრულ განათლების მიმართულებით ევროკავშირის დონეზე და ხელი შეუწყოს კარგი პრაქტიკის გაცვლას, ერთობლივ შექმნას და ექსპერიმენტებს. ჰაბი აკავშირებს ეროვნულ ხელისუფლებას, კერძო სექტორს, ექსპერტებს, მკვლევრებს, განათლებისა და ტრენინგის პროვაიდერებს და სამოქალაქო საზოგადოებას ციფრული განათლების პოლიტიკისა სწრაფი განვითარების გზით.
პროგრამის მიზანია მიაღწიოს, რაც შეიძლება მეტ სამიზნე ჯგუფებთან, (როგორც კავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ) ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების, ფიზიკური მობილურობის და ვირტუალური სწავლისა და თანამშრომლობის კომბინირებული გამოყენებით.
დამატებითი ბმულები:
Erasmus+-ის ჰორიზონტალური პრიორიტეტები: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme
ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა: https://education.ec.europa.eu/focus-topics/digital-education/action-plan
ევროპული ციფრული განათლების ცენტრი: https://education.ec.europa.eu/focus-topics/digital-education/action-plan/european-digital-education-hub
Digital Transformation
To support the digital transformation in a human-centric manner and address societal challenges such as AI or disinformation more effectively Europe needs education and training systems that are fit for the digital age. In line with the strategic priorities of the Digital Education Action Plan (2021-2027), and with the two Council Recommendations adopted in November 2023 on a) the key enabling factors for successful digital education and training, and b) improving the provision of digital skills in education and training, the Erasmus+ programme can play a key role in supporting citizens of all ages in acquiring the digital skills and competences they need to live, learn, work, exercise their rights, be informed, access online services, communicate, critically consume, create and disseminate digital education content.
The programme will support the first strategic priority of the Action Plan, the development of a high-performing digital education ecosystem, by building capacity and critical understanding on how to exploit the opportunities offered by digital technologies for teaching and learning in all types of education and training institutions at all levels and for all sectors, and to develop and implement digital transformation plans for educational institutions.
The programme will also support the second strategic priority of the Action Plan by supporting actions aimed at enhancing digital skills and competence development at all levels of society and for everyone (including young people with fewer opportunities, students, job seekers and workers). The focus will be on fostering both basic and advanced digital skills as well as digital literacy, which has become essential for everyday life and for enabling people to navigate a world full of algorithms and participate fully in civil society and democracy.
In line with these two strategic priorities of the Action Plan, the European Digital Education Hub was established to reinforce cooperation on digital education at the EU level and to contribute to exchange of good practices, co-creation and experimentation. The Hub connects national authorities, the private sector, experts, researchers, education and training providers and civil society through a more agile development of policy and practice in digital education.
The Programme should reach out to a larger target group both within and beyond the Union by a greater use of information, communication and technology tools, combined use of physical mobility and virtual learning and virtual cooperation.
Additional links:
Erasmus+ Horizontal priorities: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme
Digital Education Action Plan
https://education.ec.europa.eu/focus-topics/digital-education/action-plan
European Digital Education Hub: