საქართველოს განათლების სისტემა
[01.04.2025]
[For English scroll down]
საქართველოს განათლების სისტემა მოიცავს ოთხ ძირითად დონეს: ადრეული განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება. იგი რეგულირდება ეროვნული კანონებით რომლებიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის, მობილობისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობებს Erasmus+ პროგრამის საშუალებით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების სისტემა
საქართველოში ადრეული განათლების სისტემა რეგულირდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით. ეს სისტემა მოიცავს ბავშვებს დაბადებიდან სკოლამდელ ასაკამდე და უზრუნველყოფს სამ ძირითად სფეროში გაყოფილ მომსახურებებს:
- ადრეული აღზრდა და განათლება (0-2 წელი): ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია მომსახურებები ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, მათ შორის:
- საბავშვო განათლების დაწესებულებები
- ჯანდაცვა
- კვება
- ჰიგიენა და სანიტარული უსაფრთხოება
- ადრეული ბავშვობის ინტერვენცია
- ინკლუზიური განათლების სერვისები
- ამ ეტაპის მიზანია, მხარი დაუჭიროს როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს მათი საწყის ეტაპზე განვითარების პროცესში.
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება (2-6 წელი): ეს ეტაპი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველყოფას. საბავშვო ბაღის განათლება მოიცავს სავალდებულო სკოლამდელი მომზადების პროგრამას, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო განათლების სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბავშვების ფორმალური სწავლებისათვის მზაობას.
3. სასკოლო მზაობის პროგრამა: სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.
ზოგადი განათლების სისტემა
საქართველოს ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს და დაყოფილია სამ ეტაპად: დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება. ეს სისტემა რეგულირდება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონით და ეროვნული სასწავლო პროგრამით, რომელსაც ზედამხედველობას უწევს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
დაწყებითი განათლება (კლასები I-VI): ეს ეტაპი გრძელდება 6 წელი. მისი მისანია ძირითადი აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.
საბაზო განათლება (კლასები VII-IX): ეს ეტაპი მოიცავს 3 წელს და წარმოადგენს დაწყებითი განათლების გაგრძელებას, რომელიც მოსწავლეებს ამზადებს საშუალო ან პროფესიული განათლებისთვის.
საშუალო განათლება (კლასები X-XII): ზოგადი განათლების ბოლო 3 წელი, რომელიც კონცენტრირებულია სპეციალიზებულ აკადემიურ ცოდნასა და უმაღლესი ან პროფესიული განათლების ეტაპისთვის მომზადებაში.
საქართველოში დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა, ხოლო საშუალო განათლება არა. საბაზო განათლების დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს). სრული ზოგადი განათლების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები იღებენ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს), რაც საშუალებას აძლევს მათ გააგრძელონ უმაღლესი განათლება ან პროფესიული სწავლება.
საჯარო და კერძო დაწესებულებები ემორჩილებიან ეროვნულ სასწავლო პროგრამას, ხოლო სახელმწიფო სრულად აფინანსებს საჯარო განათლებას ფინანსური ნორმატიული ვაუჩერების სისტემის საშუალებით, რომელიც თითოეული მოსწავლის მიხედვითაა დათვლილი. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 2,085 საჯარო და 224 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.
პროფესიული განათლების სისტემა
საქართველოში პროფესიული განათლება რეგულირდება საქართველოს კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელიც მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს მოსწავლეებს პრაქტიკული უნარების შესაძენად.
ძირითად ინსტიტუციებსა და პროგრამებში შედის:
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები:
ეს დაწესებულებები უზრუნველყოფენ პროფესიულ განათლებას, პროფესიულ მომზადებას, გადამზადების პროგრამებს და სახელმწიფო ენაში მომზადებას. ისინი ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაციის პროცედურა, რათა გამოსცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომები. ამ პროცესს მართავს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროფესიული განათლება ხორციელდება:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის სახეებია:
ა.ა) საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;
ა.ბ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;
ა.გ) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;
ბ) პროფესიული მომზადების პროგრამით, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს;
გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.
უმაღლესი განათლების სისტემა
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა რეგულირდება საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის დონეების პროგრამებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემას (ECTS)
ბაკალავრის პროგრამები: ჩვეულებრივ, საჭიროებს 240 ECTS კრედიტს. ეს პროგრამები ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც გავლილი აქვს სრული ზოგადი განათლება. მისაღებად მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, უმაღლესი დაწესებულებები შეიძლება სთავაზობდნენ უფრო მოკლე პროგრამებს (მინიმუმ 180 კრედიტი), ხოლო ზოგიერთ პროგრამაზე (მაგალითად, მასწავლებლის მომზადება და ვეტერინარიული სწავლება) მოთხოვნილია მინიმუმ 60 კრედიტი.
მაგისტრის პროგრამები: მაგისტრის პროგრამაზე მისაღებად სტუდენტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მისი შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს პროგრამები, როგორც წესი, მოითხოვს მინიმუმ 120 კრედიტს, თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლებელია მინიმუმ 60 კრედიტის მოთხოვნა. მაგისტრატურაზე მიღება ხდება ერთიანი ეროვნული და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებით.
დოქტორის პროგრამები: პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. პროგრამა, ჩვეულებრივ, გრძელდება მინიმუმ 3 წელი და მოითხოვს მინიმუმ 60 კრედიტს.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სთავაზობს საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობებს, მათ შორის Erasmus+ გაცვლით პროგრამებს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, განათლების ექსპერტებსა და მკვლევარებს.
საქართველოს განათლების სისტემა, რომელიც მოიცავს დაწყებითი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებს, უზრუნველყოფს სრულყოფილ სტრუქტურას სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის. კანონმდებლობები და რეგულაციები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა Erasmus+-თან თანამშრომლობას. ეს შესაძლებლობები მოიცავს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებს, რომლებითაც სარგებლობენ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბენეფიციარები.
—
Georgia’s Education System and Opportunities for Erasmus+ Participation
Georgia’s education system is organized into four main levels: early education, general education, vocational education, and higher education. It is governed by national laws and regulations that define educational standards, with opportunities for cooperation, mobility, and knowledge exchange through Erasmus+.
Early and Preschool Education
In Georgia, early and preschool education is regulated by the “On Early and Preschool Education” law. This system covers children from birth to school age and provides services divided into three primary areas:
- Early Education and Training (0-2 years): This stage provides services for children and their parents/legal guardians, including:
- Childcare institutions
- Health care
- Nutrition
- Hygiene and sanitary safety
- Early childhood intervention
- Inclusive education services The goal is to support both parents and children in the foundational development stage.
- Preschool Education and Training (2-6 years): This stage is aimed at ensuring the overall development of children before entering primary school. Preschool education includes a mandatory school readiness program, aligning with state educational standards and ensuring children are prepared for formal schooling.
- School Readiness Program: A mandatory educational program that prepares children for the first grade, ensuring they meet the educational standards required for entry into primary education.
General Education System
Georgia’s general education spans 12 years, structured into three stages: primary, basic, and secondary education. It is governed by the law “On General Education” as well as the national curriculum overseen by the Ministry of Education, Science, Culture, and Sport.
- Primary Education (Grades I-VI): This stage lasts 6 years and focuses on foundational academic and social skills.
- Basic Education (Grades VII-IX): This stage covers 3 years and builds on primary education, preparing students for secondary education or vocational training.
- Secondary Education (Grades X-XII): The final 3 years of general education, focusing on specialized academic knowledge and preparation for higher education or professional paths.
In Georgia, primary and basic education are mandatory, while secondary education is not. Upon completion of basic education, students receive a Basic General Education Certificate. After full general education, students receive a certificate that allows them to pursue higher education or vocational training.
Public and private institutions follow the national curriculum, and the government fully funds public education through a financial norm voucher system, calculated per student. As of 2020, Georgia has 2,085 public schools and 224 private schools.
Vocational Education System
Vocational education in Georgia is regulated by the “LAW OF GEORGIA ON VOCATIONAL EDUCATION AND TRAINING” , offering multiple types of educational programs to help students acquire practical skills. The key types of institutions and programs include:
- Vocational Educational Institutions: These institutions provide vocational education, professional preparation, retraining programs, and state language preparation. They must undergo an authorization procedure to issue state-recognized professional diplomas. The National Center for Educational Quality Enhancement administers this process.
Vocational Education is Delivered Through:
A) Vocational Educational Programs, which include:
Basic Vocational Educational Program: Leads to a qualification corresponding to Level 3 of the National Qualifications Framework.
Secondary Vocational Educational Program: Leads to a qualification corresponding to Level 4 of the National Qualifications Framework.
Higher Vocational Educational Program: Leads to a qualification corresponding to Level 5 of the National Qualifications Framework.
B) Vocational Training Programs:
These programs prepare individuals to perform specific tasks and duties related to a profession. The learning outcomes of these programs may correspond to Levels 2, 3, 4, or 5 of the National Qualifications Framework.
C) Vocational Retraining Programs:
The goal of these programs is to help individuals acquire or develop competencies necessary for professional activities in the same field. The learning outcomes may correspond to Levels 2, 3, 4, or 5 of the National Qualifications Framework.
Higher Education System
Georgia’s higher education system is governed by the “Law of Georgia On Higher Education” and provides programs at the Bachelor’s, Master’s, and Doctoral levels, all aligned with the European Credit Transfer System (ECTS).
- Bachelor’s Programs: Typically requiring 240 ECTS credits, these programs are open to students who have completed full general education. To enter, students must pass the Unified National Examinations. Institutions may also offer shorter programs (minimum 180 credits), and some programs (such as teacher training and veterinary studies) require at least 60 credits.
- Master’s Programs: To enter a Master’s program, students must hold a Bachelor’s degree or an equivalent qualification. These programs generally require at least 120 credits, although some institutions offer programs with a minimum of 60 credits. Admission is based on entrance exams.
- Doctoral Programs: These programs are available to those holding a Master’s degree or an equivalent qualification. The program typically lasts a minimum of 3 years, with a requirement for at least 60 credits.
Georgia’s higher education system offers several avenues for international collaboration, including Erasmus+ exchanges, which allow students, educators, and researchers to engage in cross-border academic partnerships.
The education system in Georgia, which spans early education, general education, vocational education, and higher education, provides a comprehensive structure for students and professionals. Through laws and regulations aligned with international standards, Georgia’s educational framework offers significant opportunities for Erasmus+ cooperation. These opportunities range from student exchanges, joint programs, and research initiatives, benefiting both local and international communities.