განაცხადის ელექტრონულად ატვირთვა
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად “პორტალის წარდგენის სისტემის / Portal Submission System” საშუალებით.
სად? წვდომა “პორტალის წარდგენის სისტემასთან / Portal Submission System” შესაძლებელია “თემის გვერდზე / Topic Page”, ღილაკ “პორტალზე / Portal” და შემდეგ “ატვირთვის დაწყებაზე / Start Submission” დაჭერით.
ვინ? განაცხადი წარდგენა უნდა მოხდეს საკონტაქტო პირის მიერ, საკოორდინაციო ორგანიზაციიდან. გამონაკლისები არსებობს ზოგიერთი პროგრამისთვის, რომლებიც მთლიანად ფოკუსირებულები არიან ინდივიდებზე ( მაგალითად, “მთავარი მკვლევარი / Principal Investigator” Horizon Europe ERC-ის ან “სტიპენდიანტის / Fellow” Horizon Europe MSCA გრანტები).
როგორ? “The Submission Wizard” გაგიძღვებათ ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენ დაგჭირდებათ რომ გამოიყენოთ ონლაინ ფორმები და შაბლონები, რომლებიც ხელმისაწვდომია “ამტვირთავ სისტემაში / The Submission System”. სააპლიკაციო ფორმა აღწერილია ქვემოთ.
ატვირთვის პროცესი
მოემზადეთ: იპოვეთ თემა > იპოვეთ პარტნიორები > დაგეგმეთ თქვენი სამუშაო და ბიუჯეტი
ელექტრონული განაცხადის ატვირთვა: შექმენით EU Login ანგარიში > მიიღეთ PIC ნომერი (მონაწილის რეგისტრაცია / Participant Register) > “Submission Wizard”-ის დაწყება > წინასწარ დაარეგისტრირეთ თქვენი განაცხადის მონახაზი > ჩამოთვალეთ მონაწილეები, საკონტაქტო პირები > შეავსეთ ადმინისტრაციული ფორმები (ნაწილი A / PART A) >ატვირთეთ ტექნიკური აღწერილობა ( ნაწილი B / PART B) > ატვირთეთ თქვენი განაცხადი > მიღების დადასტურება
სააპლიკაციო ფორმა (ნაწილი A და B)
განაცხადები უნდა აიტვირთოს სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია “ატვირთვის სისტემაში / The Submission System”. სააპლიკაციო ფორმა დაყოფილია ორ ნაწილად: ნაწილი A და B.
- ნაწილი A: შიეცავს სტრუქტურულ ადმინისტრაციულ ფორმებს, რომელიც მოიცავს მონაწილეთა ინფორმაციებს, სამართლებრივ დეკლარაციებს და საკონტაქტო პირებს (რომელიც აღებულია “ატვირთვის სისტემის / The Submission System” ეკრანიდან).
- ნაწილი B (თხრობის ნაწილი): პროექტის ტექნიკური აღწერილობა, რომელიც მოიცავს დაგეგმილ აქტივობებს, სამუშა პაკეტებს, ხარჯებს (უნდა იყოს ატვირთული PDF ფორმატში).
ნაწილი B ასევე მოიცავს დანართებს და დოკუმენტებს საკონკურსო პირობების საჭიროებებიდან გამომდინარე (დეტალური საბიუჯეტო მაგიდა, დეკლარაციები ეროვნული ორგანოებისგან, CV, საქმიანობის წლიური ანგარიშები, ა.შ.).
! ყველა მონაწილეს შეუძლია წვლილს შეტანა, თუმცა მხოლოდ აპლიკაციის შემქმნელს შეუძლია საკოორდინაციო ორგანიზაციიდან მისი დასრულება და ატვირთვა.
უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების მქონე პროგრამებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური ინსტრუქციები (მაგ. EDF-ისთვის დოკუმენტები უნდა აიტვირთოს პაროლით დაცული zip ფაილის მეშვეობით). ასეთი პროგრამებისთვის დეტალური ინსტრუქციები ხელმისაწვდომი იქნება საკონკურსო დოკუმენტაციაში.
კოორდინატორის საქმე:
- მანდატი: დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ განაცხადის ატვირთვისთვის ყველა მონაწილის მანდატი (შეთანხმება მონაწილეობის შესახებ).
- ხარისხის შემოწმება:
შეამოწმეთ, რომ განაცხადი თანმიმდევრულია (ნაწილი A და B) (განსაკუთრებით საბიუჯეტო ინფორმაცია)
დარწმუნდით, რომ შაბლონს მიჰყვებით და ყველა სექცია დასრულებულია; დარწმუნდით, რომ დანართები არ არის დაკარგული.
კონფიდენციალურობა
ევროკავშირის სერვისები კონფიდენციალურად განიხილავენ თქვენს წინადადებას, ისევე როგორც ნებისმიერ მიღებულ ინფორმაციას, მონაცემებს თუ დოკუმენტებს.
ჩვენი შემფასებლები (როგორც შიდა, ასევე გარე ექსპერტები) ვალდებულნი არიან კონფიდენციალურობის დაცვით.
! გთხოვთ, არ განიხილოთ თქვენი წინადადება იმ პირებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ჩვენთვის ექსპერტ შემფასებლები ან სხვაგვარად იყვნენ ჩართულნი შეფასებაში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი, რომელსაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება როგორც თქვენთვის, ასევე დაინტერესებული პირისთვის.
უსაფრთხოება, ინფორმაციის დაცვა და დოკუმენტაციის შენახვა
თქვენი წინადადება და თქვენგან მიღებული ყველა ინფორმაცია ყოველთვის დაცული იქნება უსაფრთხო პირობებში. პორტალი არის დახურული, დაცული პლატფორმა მრავალი დაცვის გარანტიით.
შეფასების შემდეგ, ჩვენ შევინახავთ წინადადებებს აუდიტისთვის (მინიმუმ 5 წელი წარუმატებელი განცხადებებებისთვის და 10 წელი პროექტის დასრულებიდან წარმატებული განაცხადებისთვის და შესაძლოა უფრო მეტხანს, თუ საჭიროა კონტროლის, შემოწმებისა და აუდიტის მიზნებისთვის).
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება No 2018/1725 რეგლამენტით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და პორტალის კონფიდენციალურობის დეკლარაციის შესაბამისად.
! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი განცხადება არ უნდა მოიცავდეს კლასიფიცირებულ ინფორმაციას (გადაწყვეტილება 2015/444 ან ეროვნული კანონები).
განაცხადებთან წვდომა
განცხადებები დახურული და დალუქული დარჩება საკონკურსო თარიღის დასრულებამდე.
თუმცა, შეფასების პროცესის დასაგეგმად (თარგმანების ორგანიზება, შეფასების შესაძლებლობები, სპეციალიზებული ცოდნის მქონდე შემფასებლები, ა.შ) ჩვენ გთხოვთ ნებართვას, რომ მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია წინასწარ:
- ასატვირთი განაცხადის სათაური და თემა
- თქვენი აპლიკაციის სათაური, განაცხადის აბსტრაქტი, მნიშვნელოვანი სიტყვები
- PICs მონაწილე ორგანიზაციისგან
- რელევანტური პანელი (სპეციალური პანალებისთვის წარდგენილი განცხადებებისთვის, მაგალითად Horizon Europe MSCA, UCPM).
! გაფრთხილება მოგაწვდით ინფორმაციას გრანტის გამცემი ორგანოს შესახებ, რომელსაც დასჭირდება წვდომა ამ ინფორმაცია. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უარი თქვათ წვდომაზე.