ერასმუს+ მოგზაურობის დასაწყისი

წარმოგიდგენიათ, როგორ შედიხართ პარიზის აუდიტორიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებთან ერთად ლიტერატურაზე საუბრობთ? ან როგორ დადიხართ რომის ისტორიულ ქუჩებში შაბათ-კვირის დასვენების დროს? ეს მხოლოდ ოცნება არ არის; ეს არის რეალობა, რომელსაც ერასმუს+ პროგრამა სთავაზობს იმ სტუდენტებს, რომელთაც სურთ გააფართოვონ საკუთარი ჰორიზონტები.

ერასმუს+ მობილობის არსი

ერასმუს+ არის ევროკავშირის წამყვანი პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს განათლებას, ტრენინგებს, ახალგაზრდობასა და სპორტს ევროპაში.  ეს პროგრამა სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საზღვარგარეთ, გაიცნონ სხვადასხვა კულტურები და განავითარონ როგორც აკადემიური, ისე პიროვნული უნარ-ჩვევები.

მონაწილეობის კრიტერიუმები

ერასმუს+ მობილობაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, იყოთ ჩარიცხული უმაღლეს სასწავლებელში, რომელსაც საქართველოში მოქმედი ეროვნული ორგანოების მიერ მინიჭებული აკრედიტაცია გააჩნია. ეს აკრედიტაცია გარანტიას იძლევა, რომ თქვენი სასწავლებელი შეესაბამება ერასმუს+ პროგრამის მოთხოვნებს. ასევე, უნდა გქონდეთ დასრულებული სწავლების მინიმუმ ერთი წელი თქვენს უმაღლეს სასწავლებელში, რაც უზრუნველყოფს მყარ აკადემიურ საფუძველს საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე.

განაცხადის პროცესი

თქვენი სასწავლებელი გამოაცხადებს ხელმისაწვდომ ერასმუს+ მობილობის შესაძლებლობებს. ეს განცხადებები, როგორც წესი, შეიცავს ინფორმაციას პარტნიორ უნივერსიტეტებზე, განაცხადის ვადებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე.
განაცხადის შესატანად უნდა მიმართოთ თქვენი სასწავლებლის საერთაშორისო ოფისს ან ერასმუს+ კოორდინატორს. განაცხადის დროს აუცილებელია, წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, როგორიცაა ნიშნების ფურცლები, სამოტივაციო წერილი და ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
თქვენი სასწავლებელი შეგაფასებთ აკადემიური შედეგების, ენის უნარ-ჩვევებისა და სხვა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ დამატებითი ინსტრუქციები.

სასწავლო ხელშეკრულება და კრედიტების აღიარება

მობილობის პერიოდში სწავლის დაწყებამდე თქვენ, თქვენს უნივერსიტეტსა და მასპინძელ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება სასწავლო ხელშეკრულება. ეს დოკუმენტი აღწერს იმ კურსებს, რომლებსაც საზღვარგარეთ გაივლით და უზრუნველყოფს, რომ ეს კურსები აღიარებული იქნება დაბრუნების შემდეგ.
სასწავლო შეთანხმებაში მითითებულია კურსის კრედიტების რაოდენობა (ECTS), რომელსაც მიიღებთ თითოეულ კურსში. წარმატებით დასრულების შემთხვევაში ეს კრედიტები გადაეცემა გამგზავნ უნივერსიტეტს და ჩაითვლება თქვენს ხარისხში.

მობილობის შემდეგი ეტაპები

საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ მასპინძელი უნივერსიტეტი მოგაწვდით შეფასების ნიშნების ფურცელს, სადაც მითითებული იქნება გავლილი კურსები და მიღებული ნიშნები.
ეს დოკუმენტი წარუდგინეთ თქვენს უნივერსიტეტს კრედიტების საბოლოო აღიარებისთვის. დარწმუნდით, რომ ყველა კრედიტი სწორად ჩაიწერება თქვენს სასწავლო ბარათში.
დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, თქვენმა უნივერსიტეტმა მოაწყოს რეინტეგრაციის აქტივობები, როგორიცაა სემინარები ან ვორქშოფები, სადაც შეძლებთ თქვენი გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარებას.

დამატებითი რეკომენდაციები

  • დაფინანსება: ერასმუს+ პროგრამა ფინანსურად გეხმარებათ საზღვარგარეთ სწავლის დამატებითი ხარჯების დაფარვაში. თანხის ოდენობა დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაზე და ყოფნის ხანგრძლივობაზე.
  • ენის მოთხოვნები: დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ მასპინძელი უნივერსიტეტის ენის ცოდნის მოთხოვნებს. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა შესაძლოა მოითხოვოს ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის შედეგები.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: მოიპოვეთ სრული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც დაფარავს თქვენს საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდს. ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს სპეციალურ დაზღვევას ან ვიზას.

ერასმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობა ტრანსფორმაციული გამოცდილებაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შანსს, ისწავლონ საზღვარგარეთ, იყონ მრავალფეროვანი კულტურული გარემოს ნაწილი და განავითარონ თავიანთი აკადემიური და პიროვნული უნარ-ჩვევები.
მონაწილეობის კრიტერიუმების გაცნობით, განაცხადის პროცესის გავლითა და ყველა აუცილებელი ნაბიჯის შესრულებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საინტერესო ერასმუს+ მოგზაურობა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

–ENG–

Embarking on an Erasmus+ Journey

Imagine stepping into a classroom in Paris, discussing literature with peers from across Europe, or exploring the historic streets of Rome during your weekend breaks. This isn’t just a dream; it’s the reality that the Erasmus+ program offers to students eager to broaden their horizons.

Understanding Erasmus+ Mobility

Erasmus+ is the European Union’s flagship program designed to support education, training, youth, and sport in Europe. For students, it provides the unique opportunity to study abroad, experience different cultures, and enhance academic and personal growth.

Eligibility Criteria

To participate in Erasmus+ mobility, you must be enrolled in a higher education institution that holds accreditation granted by the national authorities in Georgia. This accreditation ensures that your institution meets the standards required for Erasmus+ participation. Additionally, you should have completed at least one year of study at your home institution. This requirement ensures that you have a solid academic foundation before undertaking studies abroad.

The Application Process

Your home institution will announce available Erasmus+ mobility opportunities. These announcements typically include details about partner universities, application deadlines, and selection criteria. To apply, submit your application through your institution’s international office or the designated Erasmus+ coordinator. Ensure that you provide all necessary documents, such as transcripts, motivation letters, and language proficiency certificates. Your institution will evaluate applications based on academic performance, language skills, and other relevant criteria. Selected candidates will be notified and provided with further instructions.

Learning Agreement and Credit Recognition

Before your mobility period, a Learning Agreement will be established between you, your home institution, and the host institution. This document outlines the courses you plan to take abroad and ensures that these courses will be recognized upon your return. The Learning Agreement specifies the number of credits (ECTS) you will earn for each course. Upon successful completion, these credits will be transferred to your home institution, contributing to your degree program.

Post-Mobility Steps

After completing your studies abroad, the host institution will provide a Transcript of Records, detailing the courses taken and grades achieved. Submit this transcript to your home institution for the final credit transfer. Ensure that all credits are properly recorded in your academic transcript. Upon returning, you may be required to participate in reintegration activities organized by your institution, such as seminars or workshops, to share your experiences and insights gained during your mobility period.

Additional Considerations

Erasmus+ provides financial support to help cover additional costs incurred during your study abroad period. The amount varies depending on the destination country and the duration of your stay. Ensure that you meet the language requirements of the host institution. Some institutions may require proof of language proficiency through standardized tests or other assessments. Obtain comprehensive health insurance that covers you during your stay abroad. Some countries may require specific types of insurance coverage and relevant visas.

Participating in the Erasmus+ mobility program is a transformative experience that offers students the chance to study abroad, immerse themselves in different cultures, and enhance their academic and personal growth. By understanding the eligibility criteria, following the application process, and fulfilling the necessary steps, you can embark on a rewarding Erasmus+ journey that will leave a lasting impact on your life.