2025 წლის Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (EMJM) შედეგები

Erasmus Mundus ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სტიპენდიის მოპოვებით, მიიღონ ერთობლივი სამაგისტრო ხარისხი და ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. Erasmus Mundus-ის პროგრამის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ სულ მცირე ორ სხვადასხვა ქვეყანაში, მიიღონ მრავალფეროვანი აკადემიური გამოცდილება, განივითარონ  კულტურათაშორისი კომპეტენციები და ამავდროულად მიიღონ ერთობლივი, ორმაგი ან მრავალჯერადი ხარისხი. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლისა და მგზავრობის საფასურს და განსაზღვრული რაოდენობის ყოველთვიურ საარსებო ხარჯებს. 

Erasmus Mundus-ის სტიპენდიანტთა შერჩევის პროცესი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. შეზღუდული რაოდენობის სტიპენდიების მოსაპოვებლად, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით აპლიკანტი იბრძვის. სტუდენტების აკადემიური კომპეტენციების გაუმჯობესების მიღმა, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული გაცვლისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობაში და უმაღლესი განათლების სექტორში გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებაში. 

 

EMJM სტიპენდიის მფლობელები საქართველოდან წლების განმავლობაში

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოდან Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (EMJM) სტიპენდიის მფლობელთა რაოდენობის რიცხვის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ეს ფაქტი ხაზს უსვამს საქართველოდან სტუდენტების ინტერესს და წარმატებას, ისეთი კონკურენტული პროგრამის მიმართ, როგორიც EMJM-ა. 

2014 წელს, საქართველოდან სტიპენდია მხოლოდ 3 სტუდენტს მიენიჭა, შემდეგი წლების განმავლობაში ეს რიცხვი იზრდებოდა და 2019 წელს, 35 სტიპენდიატით, პიკს მიაღწია. მომდევნო წლებში მცირე ცვლილებების მიუხედავად, საქართველოდან სტიპენდიის მფლობელთა რაოდენობის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალი იყო. 2025 წელს კი საქართველოდან 29 სტუდენტი იქნა შერჩეული (გრაფა 1, ცხრილი 1).

 

გრაფა 1 – EMJM სტიპენდიის მფლობელები საქართველოდან წლების განმავლობაში

ცხრილი 1 – EMJM სტიპენდიის მფლობელები საქართველოდან წლების განმავლობაში

EMJM სტიპენდიის გამარჯვებულები აღმოსავლეთ სამეზობლოდან 2025 წელს

აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან  2025 წელს Erasmus Mundus-ის სტიპენდია სულ 90 სტუდენტს მიენიჭა. ამ ქვეყნებს შორის, 38 სტიპენდიატით უკრაინა ლიდერობს, უკრაინის შემდეგ კი საქართველო დგას, 29 სტიპენდიატით (გრაფა 2, ცხრილი 2).



გრაფა 2 – EMJM სტიპენდიის გამარჯვებულები აღმოსავლეთ სამეზობლოდან 2025 წელს

ცხრილი 2 EMJM სტიპენდიის გამარჯვებულები აღმოსავლეთ სამეზობლოდან 2025 წელს

წარმოდგენილი შედეგები ასახავს ქართველი სტუდენტების მზარდ კონკურენტუნარიანობას და პროგრამის სასიცოცხლო როლს აკადემიური მობილობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონში მაღალკვალიფიციური პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობაში.