უნივერსიტეტისა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მიმდინარე და მომავალი დასაქმების, ინოვაციებისა და მდგრადი ეკოსისტემებისთვის

[19.12.2024]

[For English scroll down]

2024 წლის 3-4 სექტემბერს, თამარ ლომინაძემ, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა (HEREs) წევრმა, საქართველოში Erasmus + ეროვნულ ოფისის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში  – „უნივერსიტეტისა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მიმდინარე და მომავალი დასაქმების, ინოვაციებისა და მდგრადი ეკოსისტემებისთვის“. ღონისძიებას მასპინძლობდა TAMK-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ტამპერეში, ფინეთში.

კვლევითი ვიზიტის ძირითადი მიზნები და ამოცანები იყო უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ზოგადი მიმოხილვა TAMK-ის გამოცდილებიდან გამომდინარე, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა სწავლისა და სწავლების, ასევე, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (HEI) როლს ადგილობრივი დასაქმების გაზრდასა და მდგრადობის განვითარებაში. საბოლოოდ, მიზნად დაისახა პარტნიორობათა განვითარება და იმ სტრატეგიების მოძიება, რომლებიც დაეხმარება მსგავსი კოლაბორაციული მოდელების შექმნასა და მათი დანერგვაში HERE-ის კონტექსტში.

კვლევითი ვიზიტის განმავლობაში, HERE-ების ჯგუფის წევრს, თამარ ლომინაძეს, შესაძლებლობა მიეცა, დაეთვალიერებინა ტამპერეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (TAMK) მოქმედი რამდენიმე ,,ცოცხალი ლაბორატორია.” ეს ლაბორატორიები წარმოადგენს ინოვაციის ცენტრებს, რომლებიც აგებულია ინდუსტრიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პრინციპზე. ,,ცოცხალმა ლაბორატორიებმა“ ნათლად აჩვენა, როგორ შეუძლია აკადემიასა და ინდუსტრიას თანამშრომლობა ორმხრივი სარგებლის მისაღებად, რაც ხელს უწყობს, როგორც აკადემიური კვლევების განვითარებას, ასევე ინდუსტრიული პროცესების გაუმჯობესებას. თითოეული ლაბორატორია წარმოადგენს ინდუსტრიული საჭიროებებისა და აკადემიური ექსპერტიზის წარმატებული ინტეგრაციის მაგალითს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდენტების მაღალი ჩართულობა კვლევებსა და პროდუქტის განვითარების პროცესში. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ ინოვაციათა სხვადასხვა ეტაპებზე, აჟღერებდნენ ახალ იდეებს და იღებდნენ მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს კოლაბორაციული მიდგომა არა მხოლოდ ამდიდრებს სტუდენტების საგანმანათლებლო პროცესს, არამედ საშუალებას აძლევს კომპანიებს, გამოიყენონ ახალგაზრდა მკვლევართა კრეატიული იდეები და ენთუზიაზმი. ამ ლაბორატორიებმა შექმნეს მნიშვნელოვანი ხიდები თეორიასა და პრაქტიკას შორის, რომლებსაც მოაქვთ რეალური სარგებელი როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ინდუსტრიული პარტნიორებისთვის.

კვლევითი ვიზიტის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე ინოვაციური მოდელი და პრაქტიკა, რომელიც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს. კერძოდ, მათ შეეძლებათ თანამშრომლობის  გაძლიერება საჯარო და კერძო სექტორებთან. ქვემოთ წარმოდგენილია მთავარი პრაქტიკები და მათი შესაძლო დანერგვის პროცედურები საქართველოში, რომელიც ეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტის თამარ ლომინაძის ანალიზს:

  • სამუშაოზე ორიენტირებული სწავლება (WIL) – TAMK-ში სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, მუშაობენ რეალურ ინდუსტრიულ პროექტებზე, რაც სარგებელს აძლევს როგორც სტუდენტებს, ისე ბიზნესებს. იმპლემენტაცია საქართველოში: უნივერსიტეტებს შეუძლიათ თანამშრომლობა ადგილობრივ ინდუსტრიებთან, როგორიცაა IT, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, რათა შეიქმნას სტაჟირების პროგრამები ან კურსის მოდულები, რომლებიც დაკავშირებული იქნება რეალურ პროექტებთან. ეს გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს და ბიზნესებს სთავაზობს პრობლემების გადაწყვეტის ინოვაციურ გზას. 
  • მეწარმეობის და ინოვაციის ჰაბები – TAMK-ის ,,ცოცხალი ლაბორატორიები” ხელს უწყობს სტუდენტებს, მკვლევარებსა და მეწარმეებს შორის თანამშრომლობას. მიზანია სტარტაპების განვითარება და ინოვაციებს ხელშეწყობა. იმპლემენტაცია საქართველოში: უნივერსიტეტებში უნდა შეიქმნას მეწარმეობის ჰაბები, რომლებიც უზრუნველყოფენ მენტორობას, თანასამუშაო (co-working) სივრცეებს და საწყის დაფინანსებას, რათა ხელი შეეწყოს სტარტაპების განვითარებასა და ინოვაციური ეკოსისტემების შექმნას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეკონომიკური ზრდაში.
  1. მულტიდისციპლინარული პროექტზე დაფუძნებული სწავლება – TAMK-ის პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა საშუალებას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა დარგებიდან, იმუშაონ ინდუსტრიის გამოწვევებზე, რაც აძლიერებს გუნდურ მუშაობასა და პრობლემის გადაწყვეტის უნარებს. იმპლემენტაცია საქართველოში: უნივერსიტეტებმა შეიძლება, შემოიღონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მოდელი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთად იმუშავებენ ინდუსტრიული მნიშვნელობის პროექტებზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში, რათა გაუმკლავდნენ რთულ ადგილობრივ გამოწვევებს.
  2. უწყვეტი სწავლების პროგრამები – TAMK აქცენტს აკეთებს უწყვეტ განათლებაზე, რომელიც პროფესიონალებს სთავაზობს მოქნილ, ინდუსტრიასთან მორგებულ ტრენინგ პროგრამებს უნარების გაუმჯობესებისთვის. იმპლემენტაცია საქართველოში: უნივერსიტეტებმა ინდუსტრიებთან თანამშრომლობით შესაძლოა გააფართოონ პროფესიული განვითარების კურსები, განსაკუთრებით ისეთ სწრაფად განვითარებად დარგებში, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგია და ჯანდაცვა.
  3. საჯარო სექტორის თანამშრომლობა კვლევისა და განვითარების მიმართულებით – TAMK- თანამშრომლობს საჯარო ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს კვლევას და პასუხობს სექტორების სპეციფიკურ გამოწვევებს, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სფეროში. იმპლემენტაცია საქართველოში: უნივერსიტეტებმა შეიძლება, ითანამშრომლონ სახელმწიფო სააგენტოებთან, რათა გააკეთონ აქცენტი რეგიონულ განვითარებაზე, ჯანდაცვის რეფორმასა და გარემოს მდგრადობაზე, ხოლო კვლევები დააკავშირონ ეროვნული პრიორიტეტებთან.

დასკვნა ამ მოდელების – სამუშაოზე ორიენტირებული სწავლების, მეწარმეობის ჰაბების, პროექტზე დაფუძნებული სწავლების, უწყვეტი განათლების და საჯარო სექტორთან თანამშრომლობის – დანერგვით, საქართველოს უნივერსიტეტები შეძლებენ ინოვაციების განვითარებას, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების შესაბამისობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ და საბაზრო საჭიროებებთან შესამაბამისად, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული განვითარების პროცესს.

 


 

Enhancing University-Industry Collaboration for current and future employment, innovation and Sustainable Ecosystems

On 3-4 September 2024, Tamar Lominadze, member of the HEREs in Georgia, with the support of National Erasmus+ Office in Georgia, took part in the on-site event titled “Enhancing University-Industry Collaboration for current and future employment, innovation and Sustainable Ecosystems” hosted by TAMK University of Applied Sciences in Tampere, Finland. 

The main goals and objectives of the study visit was to receive an overview regarding strategic university-industry collaboration from TAMK, in relation to its environment. Also, to observe practical examples of university-industry collaboration for teaching and learning and for research and innovation. As well as to explore how HEI can contribute to local employability and sustainability goals and develop partnerships to this effect, and finally, to identify strategies for implementing similar collaborative models in the context of the HERE.

During the study visit, HERE member Tamar Lominadze had the opportunity to explore several living laboratories operating at Tampere University of Applied Sciences (TAMK). These labs served as innovation hubs designed around close collaboration with industry partners. The living labs demonstrated how academia and industry can engage in mutually beneficial cooperation, enhancing both academic research and industrial operations. Each lab showcased the successful integration of industry needs with academic expertise, driving forward innovation while providing practical, hands-on learning opportunities for students.

What particularly stood out to Tamar Lominadze was the high level of student involvement in research and the product development process. Students actively participated in various stages of innovation, contributing fresh ideas and gaining valuable real-world experience. This collaborative approach not only enriched the students’ educational journey but also allowed companies to benefit from the creativity and energy of young researchers. These labs acted as vital bridges between theory and practice, ensuring tangible benefits for both students and industry partners.

During the study visit, several innovative models and practices stood out, offering valuable opportunities for Georgian higher education institutions to enhance engagement with public and private sectors. Below are key practices observed and their potential implementation in Georgia.

  1. Work-Integrated Learning (WIL) At TAMK, students gain practical experience by working on real industry projects, benefiting both students and businesses. Implementation in Georgia: Universities can partner with local industries, such as IT, agriculture, and tourism, to develop internship programs or course modules tied to real-world projects. This would improve graduate employability and provide businesses with innovative solutions.
  2. Entrepreneurship and Innovation Hubs TAMK’s Live Lab fosters collaboration among students, researchers, and entrepreneurs to drive innovation and startup development. Implementation in Georgia: Establish entrepreneurship hubs within universities, offering mentorship, co-working spaces, and seed funding to cultivate startups and innovation ecosystems that contribute to economic growth.
  3. Multidisciplinary Project-Based Learning TAMK’s PBL approach enables students from different fields to collaborate on industry challenges, enhancing teamwork and problem-solving skills. Implementation in Georgia: Universities can introduce project-based learning, where students from diverse faculties work together on industry-relevant projects, particularly in agriculture and tourism, addressing complex local challenges.
  4. Lifelong Learning Programs TAMK emphasizes continuous education, offering flexible, industry-tailored training programs for professionals to reskill and upskill. Implementation in Georgia: Universities can expand professional development courses in collaboration with industries, particularly in fast-evolving fields like digital technology, renewable energy, and healthcare.
  5. Public Sector Collaboration in R&D TAMK’s partnerships with public institutions advance research and address sector-specific challenges, particularly in health and social care. Implementation in Georgia: Universities can form partnerships with government agencies to focus on regional development, healthcare reform, and environmental sustainability, aligning research with national priorities.

Conclusion By adopting these models—work-integrated learning, entrepreneurship hubs, project-based learning, lifelong education, and public-sector collaboration—Georgian universities can foster innovation, improve graduate employability, and align higher education with societal and market needs, contributing to national development.