გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა

[For English scroll down]

გარემოს დაცვა და  კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ – ევროპული მწვანე გარიგება (European Green Deal Communication) – რომელიც ევროპის ახალი ზრდის სტრატეგიაა (European new growth strategy). ეს სტრატეგია მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სკოლების, სასწავლო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების მოსწავლეების, მშობლების და ფართო საზოგადოების ჩართულობას 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალურობაზე წარმატებულ გადასვლაში. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია – საბჭოს რეკომენდაცია სწავლის შესახებ მწვანე ტრანსფორმაციისთვის (Council Recommendation on learning for the green transition), რომელიც ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ყველა ასაკის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს ინფორმაციას კლიმატის კრიზისსა და მდგრადი განვითარების შესახებ, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების საშუალებით. ხოლო სასწავლო ინსტიტუციები რეკომენდებულნი არიან მწვანე ტრანსფორმაციის შესახებ სწავლება მათი მთავარი პრიორიტეტი გახადონ. მდგრადობა უნდა გახდეს განათლებისა და ტრენინგის მთელი სპექტრის ნაწილი. მათ შორის იგულისხმება, ამ პრინციპებზე დაყრდნობით კურიკულუმების, მასწავლებლების პროფესიული განვითარების, ინფრასტრუქტურის და ა.შ მოდიფიკაცია. 

Erasmus+ პროგრამა ძირითადი ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნისა და უნარების გასაზიარებლად და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამის მიზანია გაზარდოს მობილობის შესაძლებლობების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს კომპეტენციების განვითარებას, გააძლიერებს კარიერულ პერსპექტივებს და მონაწილეებს ჩართავს მდგრადი ზრდის სტრატეგიულ სფეროებში (პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  პროექტებს სოფლის განვითარებაზე, მაგ: მდგრადი მიწათმოქმედება, ბუნებრივი რესურსების მართვა, ნიადაგის დაცვა, ბიოსოფლის მეურნეობა). უფრო მეტიც, Erasmus+, მიზანია, მობილობის საშუალებით, იბრძოლოს ნახშირბად ნეიტრალიტეტისკენ, მდგრადი სატრანსპორტო საშუალებებით და ეკოლოგიურად უფრო პასუხისმგებლური ქცევის ხელშეწყობის გზით.

პროექტების შერჩევისას, გარემოს დაცვას და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც Erasmus+-ის ერთ-ერთ ჰორიზონტალურ პრიორიტეტს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ პროექტების შერჩევისას, ხშირად დაწინაურებულნი არიან ის პროექტები, რომლებიც მიმართულია კომპეტენციების განვითარებაზე სხვადასხვა მწვანე სექტორში. მაგალითად: მწვანე სექტორული უნარების სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება, მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შექმნა, ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.

პროგრამა მხარს უჭერს ინოვაციური პრაქტიკის გამოყენებას, რათა მოსწავლეები, მომუშავე პერსონალი და ახალგაზრდული მუშაკები ცვლილებების ნამდვილ აქტორები გახდნენ (მაგ. დაზოგონ რესურსები, შეამცირონ ენერგიის მოხმარება, შეამცირონ ნარჩენები და ნახშირბადის ნაკვალევი, აირჩიონ მდგრადი საკვები და ენერგო ეფექტური მობილობის შესაძლებლობები). ასევე პრიორიტეტი ენიჭებათ პროექტებს, რომლებიც – განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტული აქტივობების მეშვეობით – ინდივიდუალური დონეზე ქცევის შეცვლის საშუალებას იძლევა (როგორიცაა: მდგრადი განვითარებისთვის კულტურული ღირებულებების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და აქტიურ სოციალური ჩართულობა).

პროგრამაში ჩართული ორგანიზაციებს და მონაწილეებს პროგრამა ურჩევს პროექტის დიზაინის დროს გაითვალისწინონ მწვანე პრაქტიკის შემცველი ქმედებები, რომლებიც ამ აქტივობების ენერგო ეფექტურად (მწვანე გზით) ჩატარებას შეუწყობს ხელს.  

დამატებითი ბმულები: 

Erasmus+-ის ჰორიზონტალური პრიორიტეტები: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme

ევროპული მწვანე გარიგება:

https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/european-green-deal_en

საბჭოს რეკომენდაცია სწავლის შესახებ მწვანე ტრანსფორმაციისთვის:

https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-9242-2022-INIT/en/pdf

 


Environment and fight against climate change

Environment and climate action are key priorities for the EU now and in the future. The European Green Deal Communication is the European new growth strategy and recognising the key role of schools, training institutions and universities in engaging with pupils, parents, and the wider community on the changes needed for a successful transition to climate neutrality by 2050. 

In addition, the Council Recommendation on learning for the green transition emphasizes the need to provide learners of all ages with opportunities to find out about the climate crisis and sustainability through both formal and non-formal education, and to make learning for the green transition a priority in education and training policies and programmes. Sustainability should become a part of the entire spectrum of education and training, including curricula, professional development for educators as well as buildings, infrastructure and operations. 

The Erasmus+ programme is a key instrument for building knowledge, skills, and attitudes on climate change and supporting sustainable development within the European Union and beyond. The programme will increase the number of mobility opportunities which foster the development of competences, enhance career prospects and engage participants in strategic areas for sustainable growth, with special attention to rural development (sustainable farming, management of natural resources, soil protection, bio-agriculture). Moreover, Erasmus+, with mobility at its core, should strive for carbon-neutrality by promoting sustainable transport modes and more environmentally responsible behavior.

Environment and the fight against global warming is a horizontal priority in selecting the projects. Priority will be given to projects aimed at developing competences in various green sectors, including, developing green sectoral skills strategies and methodologies, future-oriented curricula, as well as initiatives that support the planned approaches of the participating organizations regarding environmental sustainability.

The Programme supports the use of innovative practices to make learners, staff and youth workers true actors of change (e.g. save resources, reduce energy use, waste and carbon footprint, opt for sustainable food and mobility choices). Priority will also be given to projects that – through education, training, youth and sport activities – enable behavioral changes for individual preferences, cultural values, awareness, and more generally support active engagement for sustainable development.

Therefore, organizations and participants involved should strive to incorporate green practices in all projects when designing activities, which will encourage them to discuss and learn about environmental issues, to reflect about local actions and to come up with greener ways of implementing their activities.

Additional links: 

Erasmus+ Horizontal priorities: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme

The European Green Deal Communication:

https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/european-green-deal_en

The Council Recommendation on learning for the green transition:

https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-9242-2022-INIT/en/pdf