ერასმუს+ ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კლასტერის სარეზულტატო კონსულტაციები

პარასკევს, 15 მარტს, გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კლასტერის სარეზულტატო კონსულტაციო შეხვედრებზე. ონლაინ კონსულტაციის/რეგისტრაციის ბმული იხილეთ ტექსტის ბოლოს. 

შეხვედრების მიზანია, გააფართოვოს 6 მარტს ჩატარებული შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიების შედეგები. მოგეხსენებათ, რომ ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობების ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამის სამი განსხვავებული მიმართულება არსებობს:

1: უმაღლეს განათლებაში თანამშრომლობის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (ინსტიტუციური დონე);

2: პარტნიორობა ტრანსფორმაციისთვის უმაღლეს განათლებაში (ინსტიტუციური დონე);

3: სტრუქტურული რეფორმების პროექტები (ეროვნული დონე).

ბიუჯეტი დამოკიდებულია თანამშრომლობის ფორმაზე:

1) 200 000 — 400 000 ევრო;

2) 400 000 — 800 000 ევრო; და

3) 800 000 — 1 მილიონი ევრო (Lump Sum).

შემდეგი კონკურსის გამოცხადების სავარაუდო პერიოდია შემოდგომის ბოლო (ნოემბერი), საბუთების წარდგენის სავარაუდო პერიოდი — თებერვალი, ხოლო შედეგების გამოცხადების — აგვისტო. პროექტის კომპლექსური შინაარსიდან გამომდინარე, Სასურველია საგანაცხადო იდეაზე მუშაობა დაიწყოთ მაქსიმალურად ადრე.

შესაბამისად, ჩვენი ოფისი გთავაზობთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი იდეები ან დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა მიმართულების შესახებ. რეგისტრაცია შესაძლებებლია doodle-ის პლატფორმის მეშვეობით. ადგილები შეზღუდულია, თუმცა, მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, დავამატებთ საკონსულტაციო დღეებს.