რა არის ECHE?
ერასმუსის ქარტია უმაღლესი განათლების სფეროში (ECHE) განსაზღვრავს ზოგად, ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო კოლაბორაციული აქტივობებეისთვის, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს უმაღლესი განათლების დაწესებულებების მიერ, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
ECHE-ს მინიჭება არის პრერეკვიზიტი ნებისმიერი უმაღლესი განათლების დაწესებულებისთვის, როემელიც ოპერირებს პროგრამის ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებში, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან და სურს მონაწილეობა მიიღოს სასწავლო მობილობისა ან/და ითანამშრომლოს ოგრანიზაციებსა და ინსტიტუციებთან, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
ECHE-ის მინიჭება ხდება ერასმუს+ პროგრამის სრული ციკლის ფარგლებში.
ECHE-ს გააჩნია შესაბამისი გაიდლაინი, რომლებიც აღწერენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ინსტიტუციებმა უნდა დააკმაყოფილონ, იმისთვის რომ შესაბამისობაში იყვნენ ქარტიის პრინციპებთან.
დამატებითი დეტალებისთვის ECHE-ის შესახებ, ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ECHE-ს მონიტორინგის სახელმძღვანელოს და ECHE თვითშეფასების ფორმებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ECHE არ არის სავალდებულო მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, უმაღლესი განათლების ინსტიტუციები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ზემოთ აღნიშნულ პროექტებში უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ხარისიხის უზრუნველყოფის ჩარჩოთი და ასახული, პარტნორ ინსტიტუციათა შორის, გაფორმებულ შეთანხმებაში.
შენიშვნა: ქართული უსდ-ებისთვის, ECHE-ის ნაცვლად, მოითხოვება შესაბამისი ორგანოს მიერ მინიჭებული ავტორიზაცია/აკრედიტაცია.