ერასმუს მუნდუსის აქტივობები

ერასმუს მუნდუსის პროგრამა შედგება ორი ლოტისგან:

  • ლოტი 1 – ერასმუს მუნდუს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (EMJM)
  • ლოტი 2 – ერასმუს მუნდუს დიზაინის საზომი (EMDM)


ლოტი 1 – ერასმუს მუნდუს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები 

EMJM-ის მიზანია შეიქმნას მაღალი ხარისხის, ინტეგრირებული, ტრანსნაციონალური სასწავლო პროგრამები, მაგისტრატურის დონეზე, რომელის სწავლებაც მოხდება უმაღლესი განათლების ინსტიტუციების, საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, სადაც, რელევანტურობის შემთხვევაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა საგანმნათლებლო და არასაგანმანათლებლო პარტნიორები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებულნი არიან მოცემულ საგანმნათლებლო პროგრამასთან. 

 

პროგრამის მიზნები

EMJM მიზანია გააუმჯობესოს ევროპული საგანმანათლებლო გარემოს მიმზიდევლობა და მოიზიდოს ნიჭი ევროპაში, შემდეგი კომპონენტების კომბინაციით:

  1. აკადემიური თანამშრომლობის საშუალებით, რათა გამოიკვეთოს ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ბრწყინვალება და
  2. პროგრამაში მონაწილე პირების, ინდივიდუალური მობილობის საშუალებით, რომლის დროსაც, ევროავშირის მიერ სტიპენდიით დაფინანსდებიან საუკეთესო სტუდენტები

პროგრმაში მონაწილეობის კრიტერიუმები

 

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

აპლიკანტები შესაძლოა იყვნენ შემდეგი იურიდიული პირები:

– უმაღლესი განათლების ინსტიტუციები, რომლებიც დაფუძნებულები არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა ან პროგრმასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში ან ნებადართულ მესამე ქვყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან;

ECHE კოდის/აკრედატიციის ქონა სავალდებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პრორგამასთან ასოცირებულ მესამე ქვენებისთვის.

ECHE კოდის/აკრედატიციის ქონა არ არის სავალდებულო მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან. 

უმაღლესი განათლების ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს (მათ შორის  მათთან აფილირებულ სუბიექტებს), რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ EMJM-ის განხორციელებაში შეუძლიათ, ასევე მიიღონ მონაწილეობა პროქტში, ნებისმიერი, წინასწარ განსაზღვრული, ნებადართული ქვეყნიდან. 

აპლიკაციის ეტაპზე, ყველა მონაწილემ უნდა შეძლოს დადასტურება, რომ თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში აკმაყოფილებენ ხარისხის სტადნარტებს, რათა განახორციელონ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნულის უზრუნველყოფა შესაძლებელია ან – წარმატებით დანერგილი, ერთობლივი პროგრამების ხარისხის სტანდარტების ევროპული მიდგომა ან აღნიშნული დაფუძნებული იყოს სპეციფიური ერთობლივი პროგრამის აკრედიტაცია/შეფასებაზე.

გამონაკლისი: ორგანიზაციებს ბელორუსიდან და რუსეთიდან არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება

კონსორციუმის კომპოზიცია

კონსორციუმი უნდა შედგებოდეს მინ. 3 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისგან (კოორდინატორი და სრული პარტნიორები, სამი სხვადასხვა ქვეყნიდან, საიდანაც მინ. 2 არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვყნებიდან.

აქტივობების განხორციელების ადგილი

აქტივობები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ ნებადართულ ქვეყანაში

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტების ხანგრძლივობა არის 74 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია გახანგრძლივება).

წინა პერიოდებში EMJMDs – EMJMs გრანტს ქონის შემთხვევაში , განაცხადის შეტანა შესაძლებელია განახლებაზე მხოლოდ არსებული კონტრაქტის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე. დაუშვებელია ორი სხვადასხვა სამაგისტროს პროგრამის ერთი და იგივე პერიოდში დაფინასნება. 

სად ხდება განაცხადის წარდგენა?

ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო Call ID: ERASMUS-EDU-2023-PEX-EMJM-MOB 

როდის ხდება განაცხადის წარდგენა?

განაცხადის შეტანის დედლაინი 16 თებევრალი, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით)

 

მოლიდინის შესაბამისად, EMJM-ებმა უნდა  შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები:

  • გამოიყენებენ ერთობლივად შემუშავებულიდა სრულად ინტეგრირებულ სასწავლო გეგმა, რომელიც იცავს ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს (EHEA) და რომელიც გამოიყენება EMJM განაცხადის თარიღისთვის. ეს სტანდარტები მოიცავს ერთობლივი პროგრამების ყველა ძირითად ასპექტს, ერთობლივი დიზაინის, განხორციელების, მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიღმა, EMJM-ები აქცენტს აკეთებენ შემდეგი ერთობლივი/საერთო განხორციელების პროცედურებზე:

სტუდენტთა ერთობლივი მიღების მოთხოვნები და განაცხადი, შერჩევა, საფასურის პოლიტიკა, მონიტორინგი, გამოცდის/შესრულების შეფასების წესები/პროცედურები;

ერთობლივი პროგრამის შემუშავება და ინტეგრირებული სწავლება/ტრენინგ აქტივობები, მათ შორის ერთობლივად შეთანხმებული ენობრივი პოლიტიკა და ერთობლივი პროცესი, კონსორციუმის ფარგლებში ,სასწავლო პერიოდის აღიარებისთვის;

 – სტუდენტებისთვის შეთავაზებული საერთო სერვისები (მაგ. ენის კურსები, სავიზო მხარდაჭერა);

ერთობლივი ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროგრამის და ასევე Erasmus Mundus-ის სტიპენდიების სქემის მსოფლიო ხილვადობა. სარეკლამო სტრატეგია უნდა შეიცავდეს ინტეგრირებულ და ყოვლისმომცველ სპეციფიკურ ვებსაიტს (ინგლისურ ენაზე, ასევე ძირითად სასწავლო ენაზე, თუ განსხვავებულია), რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციას პროგრამის შესახებ სტუდენტებისთვის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის, როგორიცაა მომავალი დამსაქმებლები.

ერთობლივი ადმინისტრაციული და ფინანსური მართვა კონსორციუმის მიერ;

ერთობლივი ხარისხის მინიჭება, თუ ამის საშუალებას ეროვნული კანონმდებლობა იძლევა.

  1. პროგრამის მიწოდება უნდა განხორციელდეს უსდების კონსორციუმის მიერ და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საგანმანათლებლო და/ან არასაგანმანათლებლო პარტნიორების მიერ, რომლებიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში, ან მესამე ქვეყანაში, რომელიც არ ასოცირდება პროგრამასთან. კონსორციუმში უნდა იყოს ჩართული არანაკლებ სამი უმაღლესი სასწავლებელი სამი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაგან მინიმუმ ორი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა

ყველა სრული პარტნიორი უმაღლესი სასწავლებელი (ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან ან მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ ასოცირდება პროგრამასთან) უნდა იყოს მაგისტრის დონის მიმნიჭებელი დაწესებულება და შეძლოს კურსდამთავრებულებს მიანიჭოს ერთობლივი ან მრავალჯერადი ხარისხი, რომელიც ადასტურებს EMJM პროგრამის წარმატებით დასრულებას

 

EMJM კონსორციუმში მონაწილე ყველა ორგანიზაციის აუცილებელი ინსტიტუციური ვალდებულება უზრუნველყოფილი უნდა იქნას პირველი EMJM სტუდენტების ჩარიცხვამდე, რათა გარანტირებული იყოს მყარი ინსტიტუციური იმპლემენტაცია და განვითარება. აღნიშნული ვალდებულებები იღებენ EMJM პარტნიორობის შეთანხმების ფორმას, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ყველა პარტნიორმა ინსტიტუტმა (მათ შორის ასოცირებულმა პარტნიორებმა, თუ ჩართულია პროექტში). მესამე ქვეყნების მონაწილე უმაღლესმა სასწავლებლებმა, რომლებიც არ ასოცირდებიან პროგრამასთან, უნდა დაიცვან ECHE-ის პრინციპები წინამდებარე პარტნიორობის ხელშეკრულებაში. EMJM პარტნიორობის შეთანხმება უნდა მოიცავდეს ყველა აკადემიურ, ოპერაციულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია EMJM-ის განხორციელებასთან და EMJM სტიპენდიების მართვასთან (იხ. ქვემოთ). პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს განაცხადის ეტაპზე.

 

EMJM სასწავლო პროგრამამ, შეიძლება, ასევე ისარგებლოს ასოცირებული პარტნიორების ჩართულობით (არასავალდებულო). ეს ორგანიზაციები ირიბად ხელს უწყობენ კონკრეტული ამოცანების/აქტივობების განხორციელებას და/ან მხარს უჭერენ EMJM-ის გავრცელებასა და მდგრადობას. ასეთი წვლილი შეიძლება იყოს, მაგალითად, ცოდნისა და უნარების გადაცემის, დამატებითი კურსების მიწოდების ან დასაქმების ან დასაქმების ხელშემწყობი შესაძლებლობების შექმნის სახით. დასაშვებობისა და სახელშეკრულებო მენეჯმენტის ასპექტებიდან გამომდინარე, ისინი არ განიხილებიან პროგრამის დაფინანსების ბენეფიციარებად.

 

  1. წარჩინებული სტუდენტების რეკრუტინგი მთელი მსოფლიოდან. ინდივიდუალური სტუდენტების შერჩევა, რეკრუტინგი და მონიტორინგი ექვემდებარება EMJM კონსორციუმის ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას. სტუდენტების შერჩევა უნდა იყოს ორგანიზებული გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და სამართლიანად. ამ სტუდენტებს შორის ბევრმა შეიძლება ისარგებლოს EMJM სტიპენდიით.

 

EMJ-ზე ირიცხებიან სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით მიიღეს პირველი დონის უმაღლესი განათლების ხარისხი ან გააჩნიათ შესაბამისი ეკვივალენტურ დონის დამადასტურებელი ხარისხი, მათი ეროვნული (დიპლომის გამცემ ქვეყნებში/დაწესებულებებში) კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად,  ჩარიცხულ სტუდენტთა პირველმა თაობამ სწავლა უნდა დაიწყოს, არაუგვიანეს, პროექტის შერჩევის წლის მომდევნო სასწავლო წელს.

 

სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ყველა ჩარიცხული სტუდენტის უფლებებისა და მოვალეობების განსასაზღვრად, ორივე მხარემ (ანუ ჩარიცხულმა სტუდენტებმა და EMJM კონსორციუმმა) ხელი უნდა მოაწეროს სტუდენტურ ხელშეკრულებას/შეთანხმებას

 

  1. პროგრამამ, სავალდებულო კომპონენტად უნდა განსაზღვროს ფიზიკური მობილობა, ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის: მობილობის მარშრუტები და სწავლის პერიოდების აღიარების მექანიზმი, პარტნიორ დაწესებულებებს შორის, უნდა იყოს შეთანხმებული კონსორციუმის ფარგლებში პროექტის განაცხადის ეტაპზე.

EMJM უნდა მოიცავდეს სავალდებულო ფიზიკურ მობილობას ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (EMJM სტიპენდიანტი თუ არა), რომელიც შედგება მინიმუმ ორი სასწავლო პერიოდისგან ორ ქვეყანაში, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან მესამე ქვეყანა, რომელიც ასოცირდება პროგრამასთან. ეს ორი ქვეყანა უნდა განსხვავდებოდეს, ჩარიცხვის ეტაპზე, სტუდენტის საცხოვრებელი ადგილის ქვეყნისგან. სწავლის ორი სავალდებულო პერიოდიდან თითოეული უნდა შეესაბამებოდეს მინიმუმ ერთი აკადემიური სემესტრს (30 ECTS კრედიტი ან ეკვივალნეტი).

სამაგისტრო პროგრამის ყველა სასწავლო პერიოდი უნდა ჩატარდეს სრულ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში ან მათი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. სავალდებულო მობილობის პერიოდები ვერ შეიცვლება ვირტუალური მობილობით (დისტანციური სწავლებით).

  1. ხელი შეუწყოს პერსონალისა და მოწვეული მეცნიერების გაცვლას, რათა წვლილი შეიტანონ სწავლებაში, ტრენინგში და კვლევაში.
  1. ერთობლივი EMJM პროგრამის წარმატებით დასრულებამ უნდა მოახდინოს ერთობლივი ხარისხის მინიჭება – (ანუ ერთი დიპლომი, რომელიც მინიჭებული იქნება სულ მცირე ორი უმაღლესი სასწავლებლის მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ან მესამე ასოცირებული ქვეყანაან მრავალჯერადი ხარისხი (ანუ სულ მცირე ორი დიპლომი მინიჭებული სხვადასხვა ქვეყნის ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა), ან კომბინაცია.

რა არის დაფინანსების წესები?

EMJM გრანტი გამოითვლება შემდეგი სამი კომპონენტის საფუძველზე:

  • პროექტის განხორციელების ინსტიტუციურ ხარჯებში წვლილი
  • პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში, გაიცემა მაქსიმუმ რაოდენობის სტუდენტის სტიპენდია
  • შეზღუდული შესაძლებლობების ინდივიდების საჭიროების მაქსიმალური უზრუნველყოფა

ბუჯეტი გამიზნულია სამაგისტრო პროგრამის მინიმუმ 4 კურსდამთავრებულთა ნაკადის დასაფინანსებლად, თითოეული გათვლილია 1-დან 2 აკადემიურ წლამდე (60, 90 ან 120 ECTS კრედიტი).

ხანგრძლივობა: 6 აკადემიური წელი, რომელიც მოიცავს სამაგისტრო პროგრამის მინიმუმ 4 კურსდამთავრებულთა ნაკადს

მთლიანი გრანტი თითო პროექტზე: 5 მილიონ ევრომდე

ევროკავშირის სტიპენდია ფიზიკური პირებისთვის: 1400 ევრო თვეში (მაქს. 24 თვე)




Lot 2: Erasmus Mundus Design Measures 

Erasmus Mundus Design Measures უნდა გააძლიეროს უნივერსიტეტების შესაძლებლობები მოდერნიზაციისა და საერთაშორისო დონის სწავლების პრაქტიკის განვითარებისთვის, რესურსების კონსოლიდაციისთვის და უმაღლესი განათლების სისტემების საერთო მექანიზმების განვითარებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციისა და ხარისხების და კრედიტების აღიარების მიმართულებით. მხარდაჭერა ასევე მიზნად ისახავს ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომის კვლევასა და გამოყენებას. მონაწილე ინსტიტუციებს შორის ერთობლივი/ინტეგრირებული პროგრამების მაღალი ხარისხი ხელს შეუწყობს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ინტეგრაციასა და საერთაშორისო დონის განვითარებას.

Erasmus Mundus Design Measures მიზანი

Erasmus Mundus Design Measures-ის მთავარი მიზანია ახალი, ინოვაციური, მაღალი დონის ინტეგრირებული ტრანსნაციონალური სასწავლო პროგრამების განვითარების წახალისება სამაგისტრო დონეზე. ეს საპროექტო ღონისძიებები უნდა მოიცავდეს Erasmus Mundus-ის ნაკლებად წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებს და ინსტიტუტებს ამ ქვეყნებიდან.

მონაწილეობის კრიტერიუმები 

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

განმცხადებლები უნდა იყვნენ იურიდიული პირები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (უსდ); – დაარსებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში ან შესაბამის მესამე ქვეყანაში, რომელიც არ ასოცირდება პროგრამასთან.

გამონაკლისი: ორგანიზაციებს ბელორუსიიდან (რეგიონი 2) და რუსეთის ფედერაცია (რეგიონი 4) არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყანაში დაარსებულ უსდ-ს უნდა ჰქონდეს მოქმედი ერასმუსის ქარტია უმაღლესი განათლებისთვის (ECHE).

ECHE არ არის საჭირო მესამე ქვეყნების მონაწილე უმაღლეს სასწავლებლებისთვის, რომლებიც არ არიან ასოცირებული პროგრამასთან, მაგრამ მათ მოუწევთ დაიცვან შესაბამისი, მათთვის განსაზღვრული პირობები. 

აქტივობების განხორციელების ადგილი

აქტივობები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ უფლებამოსილ ქვეყანაში

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტები, როგორც წესი, უნდა გაგრძელდეს 15 თვე (შესაძლებელია გახანგრძლივება, თუ მოხდება სათანადოდ დასაბუთება)

სად ხდება განაცხადის წარდგენა?

ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს. Call ID: ERASMUS-EDU-2023-EMJM-DESIGN 

როდის ხდება განაცხადის წარდგენა?

აპლიკანტებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარმოადგინონ 16 თებერვლის 17:00:00 საათამდე (ბრიუსელის დროით).

 

პროექტის შექმნა
EMDM ხელს უწყობს მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამების შექმნას, რომელსაც ერთობლივად ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი.
EMDM არის მონო ბენეფიციარი პროექტები.

დაფინანსების პერიოდის ბოლოს ერთობლივად შემუშავებულმა პროექტმა უნდა:

– შექმნას სრულად ინტეგრირებული სასწავლო გეგმა, რომელსაც ახორციელებს უსდ-ების კონსორციუმი (შედგენილია სულ მცირე სამი უმაღლესი სასწავლებლის მიერ: სამი განსხვავებული ქვეყანა, რომელთაგან მინიმუმ ორი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან);

– მიზნად ისახავდეს წარჩინებული სტუდენტების რეკრუტინგს მთელ მსოფლიოში;

– ჩართოს სავალდებულო ფიზიკური მობილურობა ყველა სტუდენტისთვის;

– ანიჭებენ ერთობლივ ხარისხს (ანუ  გაიცემა ერთი დიპლომი, სულ მცირე, ორი უსდ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლიდანაც მინიმუმ ერთი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა), ან სულ მცირე ორი დიპლომი, მინიჭებული სხვადასხვა ქვეყნის ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ (რომელთაგანაც მინიმუმ ერთი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყანა), ან მათი კომბინაცია.

ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია/უნდა იყოს შემდეგი ერთობლივი მექანიზმები:

– სტუდენტთა ერთობლივი მიღების მოთხოვნები და განაცხადი, შერჩევა, მონიტორინგი, გამოცდის შეფასების წესები/პროცედურები;

– ერთობლივი პროგრამის შემუშავება და ინტეგრირებული სწავლება/ტრენინგები;

– სტუდენტებისთვის შეთავაზებული საერთო სერვისები (მაგ. ენის კურსები, სავიზო მხარდაჭერა);

– ერთობლივი ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგია;

– ერთობლივი ადმინისტრაციული და ფინანსური მართვა კონსორციუმის მიერ;

– ერთობლივი ხარისხის პოლიტიკა;

– ერთობლივი პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მოიცავს მინიმუმ სამ უმაღლეს სასწავლებელს სამი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და მესამე ქვეყანა, რომელიც ასოცირდება პროგრამასთან. 

– ერთობლივი სტუდენტური ხელშეკრულების პროექტი.

სასურველია, დაიწყოს ნებისმიერი აკრედიტაციის/შეფასების პროცესი, პროექტის დასრულებამდე და შეისწავლოს ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომის შემოთავაზებული შესაძლებლობები (თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა).

დაფინანსების წესები

მხარდაჭერა გაიცემა ფინანსური ერთჯერადი შენატანის „ლამფ-სამის“ სახით, ისეთი აქტივობების დასაფარად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ახალი სამაგისტრო პროგრამის შექმნა, მაგ. შეხვედრები და კონფერენციები,  აკრედიტაცია/შეფასება პროცესი და ა.შ. დაფინასნება, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას პერსონალის, მგზავრობისა ხარჯების დასაფარად, ადმინისტრაციული ხარჯების და ქვეკონტრაქტირებული საქმიანობების განსახორციელებლად, რამდენადაც ეს ეხება Erasmus Mundus Design-ის განხორციელებას. 

ერთ პროექტზე გაცემული ერთჯერადი საგრანტო თანხა შეადგენს 55000 ევროს.