Erasmus+-ის ინკლუზიური ხარვეზის აღმოფხვრა - საერთაშორისო მობილურობაზე თანაბარი წვდომის ხელშეწყობა

ინკლუზია Erasmus+ პროგრამის ცენტრალურ საყრდენად იქცა.  ხსენებული ემყარება მოსაზრებას, რომ საერთაშორისო მობილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სტუდენტისთვის, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ აკადემიური წარმომავლობისა. თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლიანობის ხელშეწყობისთვის, არამედ უმაღლესი საგანმანათლებლო გარემოს მრავალფეროვნებისთვისაც. უნივერსიტეტები, რომლებიც პროაქტიულად იყენებენ ინკლუზიურ სტრატეგიებს, უკეთ არიან აღჭურვილნი ინკლუზიასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად, ქმნიან საჭიროებებზე მორგებულ დამხმარე სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის ჩართულობას საერთაშორისო სასწავლო შესაძლებლობებში. ხსენებული სტრატეგიები ხშირად მოიცავს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებთან ურთიერთობას, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და სპეციალური დამხმარე სერვისების შემუშავებას. ყოველივე ზემოხსენებული მიზნად ისახავს სტუდენტების დახმარებას Erasmus+ პროგრამაში განაცხადის მომზადებისა და მონაწილეობის პროცესში.

სტუდენტების მიერ მართული დამხმარე სტრუქტურები, როგორებიცაა სტუდენტური ორგანიზაციები, საკონსულტაციო ჯგუფები ან თანატოლთა მენტორობის პროგრამები, სასიცოცხლო როლს ასრულებენ, ინკლუზიის ხელშეწყობის პროცესში, ხარვეზების გამოსწორებაში. ეს ორგანიზაციები ეხმარებიან სტუდენტებს Erasmus+ განაცხადების ადმინისტრაციული, აკადემიური და ლოჯისტიკური ასპექტების გამორკვევაში და სთავაზობენ კონსულტაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ არცერთი სტუდენტი არ დარჩეს შესაძლებლობების მიღმა, ინფორმაციის ნაკლებობის, ენობრივი ბარიერების ან საერთაშორისო პროცედურების არცოდნის გამო. სტუდენტებისთვის ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობის მიცემით, უნივერსიტეტები ხელს უწყობენ თანამშრომლობისა და ურთიერთგაძლიერების კულტურას, რომელიც Erasmus+-ში მონაწილეობას არა მხოლოდ ფორმალურ შესაძლებლობად, არამედ საერთო საზოგადოებრივ გამოცდილებად აქცევს.

ინკლუზიურობაზე აქცენტი ასევე უბიძგებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გასცდნენ შესაბამისობის ჩარჩოებს და გაითვალისწინონ მობილობის პროგრამების ხარისხობრივი  გავლენა. უნივერსიტეტების წინაშე დგას გამოწვევა, შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მობილობის გამოცდილება იყოს შინაარსობრივი, კულტურულად მნიშვნელოვანი და ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, სტიპენდიები, მიზნობრივი დაფინანსება, ენობრივი მხარდაჭერა და მოსამზადებელი სემინარები სულ უფრო ხშირად გამოიყენება Erasmus+ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. ასეთი ზომები არა მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობის ზრდას იწვევს, არამედ ხელს უწყობს გლობალურად კომპეტენტური, სოციალურად შეგნებული და მრავალფეროვან კულტურულ და პროფესიულ გარემოში ნავიგაციის უნარის მქონე კურსდამთავრებულების მომზადებას.

საბოლოო ჯამში, Erasmus+-ის ფარგლებში ინკლუზიურობის ხარვეზის აღმოფხვრა აჩვენებს, რომ თანასწორობა და ხარისხი ურთიერთგამომრიცხავი არ არის. ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიებში ინკლუზიური პოლიტიკის ინტეგრირებით, უნივერსიტეტები არა მხოლოდ სოციალურ პასუხისმგებლობის ჩარჩოებში მოქმედებენ, არამედ აძლიერებენ უმაღლესი განათლების ზოგად გავლენას. ინკლუზიურობის პოლიტიკაზე ორიენტირებული დაწესებულებები ქმნიან მრავალფეროვან სასწავლო საზოგადოებებს, ხელს უწყობენ საერთაშორისო ურთიერთგაგებას და ამზადებენ სტუდენტებს ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. ეს მიდგომა წარმოადგენს მოდელს მსოფლიოს უმაღლესი განათლების სისტემებისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ მონაწილეობის ბარიერების მოიხსნის შემთხვევაში საერთაშორისო მობილობის სარგებელი პირად, აკადემიურ თუ პროფესიულ დონეზე, შეიძლება გავრცელდეს ყველა სტუდენტზე. თავის მხრივ, ყველა სტუდენტის ინტეგრირებას შედეგად მოაქვს როგორც ინდივიდების, ისე ინსტიტუტების წარმატება.