[16.11.2024]
[For English scroll down]
2024 წლის 13 დეკემბერს, საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით წლიური Erasmus+ პროგრამის დისემინაციის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში Erasmus+-ის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რათა კიდევ ერთხელ წარმოეჩინა პროგრამის ის უპირატესობები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
Erasmus+ ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია რათა წარმოჩინდეს პროგრამის მიღწევები და წაახალისოს პროგრამაში ჩართულობით დაინტერესებული მხარეები. ასევე, ღონისძიებაზე ხაზი გაესვა პროგრამის მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაში, განათლების ინტერნაციონალიზაციაში, კულტურათაშორის დიალოგსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენაში.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია სტროგოვამ და საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორმა მარიამ სულაშვილმა. შემდგომ კი, ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის საქმიანობის მიმოხილვას, პროგრამის პრიორიტეტებსა და განახლებული პროგრამის სახელმძღვანელოს მიხედვით არსებულ შესაძლებლობებს საქართველოს კონტექსტში. ასევე, ხაზი გაესვა იმ პრაქტიკებს, რასაც NEO წარმატებით ახორციელებს ბენეფიციარებთან მიმართებით მუშაობის პროცესში, იქნება ეს ინფორმაციული, ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება. დამატებით, ეროვნულმა ოფისმა წარმოადგინა ის სტატისტიკური ინფორმაცია, რაც საქართველოს ჩართულობას თან ახლავს პროგრამაში ჩართულობის ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომელიც პროგრამის შედეგების მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
ღონისძიების მეორე ნაწილი აკადემიურ სფეროსა და ქვეყნის განვითარების პროცესში Erasmus+ პროგრამის მნიშვნელოვან როლს დაეთმო, რომელსაც მოწვეული მომხსენებელი, ჟან მონეს პროფესორი ეკატერინე ქარდავა წარუძღვა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროგრამის მნიშვნელობას და წარმოაჩინა ის პრაქტიკული შედეგები, რაც ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში განხორციელდა მისი ჩართულობით. ბოლოს კი, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული სასწავლებლის, ევროკავშირის დელეგაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უნარების სააგენტოსა და DAAD-ის წარმომადგენლები.
Annual Erasmus+ Dissemination Event
On December 13, 2024, the National Erasmus+ Office in Georgia organized the annual Erasmus+ program dissemination event. The event aimed to spread information about Erasmus+ activities in Georgia, emphasizing the program’s benefits made possible through EU funding.
Raising awareness about Erasmus+ initiatives is essential to highlight its achievements and encourage beneficiaries interested in participating in the program. The event also underscored the program’s significant role in developing educational opportunities, promoting the internationalization of education, fostering intercultural dialogue, and positively influencing society through international cooperation.
The event was opened with welcoming remarks from Maria Strogova, a representative of the EU Delegation to Georgia, and Mariam Sulashvili, the coordinator of the National Erasmus+ Office in Georgia. The first part of the event focused on an overview of the activities of the National Erasmus+ Office in Georgia, the program’s priorities, and the opportunities available in the Georgian context, according to the updated program guide. Additionally, successful practices implemented by the NEO in supporting beneficiaries—be it informational, technical, or other forms of assistance—were highlighted. The National Office also presented statistical data reflecting Georgia’s participation in the program over the past 10 years, serving as key indicators of the program’s outcomes.
The second part of the event addressed the significant role of the Erasmus+ program in the academic sphere and the country’s development process. This session was led by guest speaker Jean Monnet Professor Ekaterine Kardava, who emphasized the program’s importance and showcased practical results achieved through Jean Monnet action with her involvement. Finally, the event concluded with a Q&A session.
The event was attended by representatives of higher education institutions, vocational education centers, the EU Delegation to Georgia, the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, the Skills Agency, and DAAD.