[For English scroll down]
2024 წლის 5 სექტემბერს, თბილისში, საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ჟან მონეს პროგრამის EnlargEU მოდულის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საზაფხულო სკოლა, სახელწოდებით „European Union Enlargement: Past Lessons for Future Decision“, ფოკუსირებული იყო ევროკავშირის გაფართოების კომპლექსურ პროცესებზე, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გაფართოების მოლაპარაკებების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი განზომილებების ყოვლისმომცველი ანალიზი.
პროექტი მიზნად ისახავდა ქართველი ახალგაზრდების და ახალგაზრდა აკადემიკოსების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის გაფართოების დინამიკის შესახებ. ლექციების, დისკუსიებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების საშუალებით მონაწილეებმა უფრო ღრმად გაიგეს ევროკავშირის გაფართოების პროცესის ფორმირების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ფაქტორები და ამ თემების აქტუალობა საქართველოს მომავლისთვის.
ეს ინიციატივა წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის პოლიტიკის უკეთ გააზრებისკენ, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების უფრო ფართო მიზანს.
National Erasmus+ Office Coordinator Attends European University Summer School on EU Enlargement
On September 5th, 2024, in Tbilisi, Georgia, The coordinator of the National Erasmus+ Office in Georgia participated in the closing event of the summer schools organized by the European University under the Jean Monnet Programme’s EnlargEU module. The summer school, titled “European Union Enlargement: Past Lessons for Future Decisions,” focused on the intricate processes of EU enlargement, offering a comprehensive analysis of the political, economic, and legal dimensions of the pre-accession process and enlargement negotiations.
The project aimed to raise awareness among Georgian youth and young academics about the EU’s enlargement dynamics. Through lectures, policy discussions, and practical workshops, participants gained a deeper understanding of the political, economic, and legal factors shaping the EU enlargement process and the relevance of these lessons for Georgia’s future.
This initiative marks another step toward fostering greater understanding of EU policies among the Georgian public, aligning with the broader goal of strengthening ties between Georgia and the European Union.

