ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები

ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (EMJM) უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, რომ სწავლა გააგრძელონ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ეს პროგრამა არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას ამდიდრებს, არამედ იძლევა ფასდაუდებელ საერთაშორისო გამოცდილებასაც.

ხელმისაწვდომი პროგრამების რაოდენობა

ამჟამად ხელმისაწვდომია 212 ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მრავალ დისციპლინას მოიცავს.

შერჩევის კრიტერიუმები

ერასმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მისი სხვა ექვივალენტი. განაცხადის გაკეთების დროს სტუდენტს არ მოეთხოვება, რომ იყოს ჩარიცხული რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში.

თითოეული პროგრამა აწესებს სპეციფიკურ მოთხოვნებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა თავად მოიძოს  დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.

განაცხადის პროცესი

ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების განაცხადის პროცესი დეცენტრალიზებულია. თითოეული პროგრამა დამოუკიდებლად გადაწყვეტს მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მოიცავს ხელმისაწვდომი პოზიციების გამოცხადებასა და კანდიდატების შერჩევას.

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის გაიდი ხელმისაწვდომია პროგრამის კატალოგში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული პროგრამის მოთხოვნებსა და ვადებს.

საჭირო დოკუმენტები

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს პროგრამებს შორის, ძირითადად შემდეგი დოკუმენტები მოითხოვება:

  • დიპლომები და ნიშნების ფურცლები – ბაკალავრის დიპლომის ოფიციალური ასლები და აკადემიური ნიშნების ფურცლები, საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირებული თარგმანებით.
  • რეზიუმე (CV) – განახლებული რეზიუმე, რომელშიც აღწერილია თქვენი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება.
  • სამოტივაციო წერილი – ინგლისურად დაწერილი კარგად სტრუქტურირებული წერილი, რომელშიც განმარტავთ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, თქვენს აკადემიურ და პროფესიულ მიზნებს და აღწერთ, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი.
  • სარეკომენდაციო წერილები – როგორც წესი, მოითხოვება ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური ან პროფესიული პირისგან, რაც ადასტურებს თქვენს კვალიფიკაციასა და პოტენციალს.
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი – პროგრამის სწავლების ენის, ჩვეულებრივ ინგლისურის, ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., სტანდარტული ტესტის შედეგები ან სხვა სერტიფიკატი).
  • პასპორტი ან პირადობის მოწმობა – პასპორტის ან ეროვნული პირადობის მოწმობის მოქმედი ასლი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი პროგრამა დამატებით მოითხოვს მიზნებზე მიმართული წერილს, აკადემიურ ნაშრომებს ან ციფრულ ფოტოებს. აუცილებელია პროგრამის მოთხოვნების ყურადღებით წაკითხვა და დაცვა.

დაფინანსება და სტიპენდიები

ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები უზრუნველყოფს სტიპენდიებს, რომლებიც მოიცავს სწავლის საფასურს, მოგზაურობის ხარჯებსა და საცხოვრებელ ხარჯებს. სტიპენდიის მისაღებად კანდიდატმა უნდა გაიაროს მკაცრი კონკურსი და ის გაიცემა მხოლოდ აკადემიური წარმატების და ხარისხიანი განაცხადის საფუძველზე.

სტიპენდიების ხელმისაწვდომობისა და განაცხადის პროცედურების დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ კონკრეტული პროგრამების ვებგვერდებზე.

განაცხადის ვადები

განაცხადის ვადები განსხვავდება პროგრამის მიხედვით. უმეტესად განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ოქტომბერში.

აუცილებელია, რომ თითოეული პროგრამის ვადები წინასწარ გადაამოწმოთ.

ერასმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობა პრესტიჟული შესაძლებლობაა, რომელიც გაძლევთ მნიშვნელოვან აკადემიურ გამოცდილებასა და მრავალფეროვანი კულტურული გარემოს გაცნობის საშალებას. პროგრამის დეტალურად შესწავლით, შერჩევის კრიტერიუმების გაგებითა და საჭირო დოკუმენტების მომზადებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს აკადემიურ და პროფესიულ პერსპექტივებს.

–ENG–

Exploring Erasmus Mundus Joint Masters

The Erasmus Mundus Joint Masters (EMJM) program offers a unique opportunity for students worldwide to pursue advanced studies across multiple prestigious institutions in Europe and beyond. This program not only enhances academic knowledge but also provides invaluable international experience.

Number of Available Programs

As of now, there are 212 Erasmus Mundus Joint Masters programs available, covering a wide range of disciplines.

Eligibility Criteria

To be eligible for the Erasmus Mundus Joint Masters, applicants must have completed a bachelor’s degree or its equivalent. At the time of application, students are not required to be enrolled in any higher education institution. 

Each participating program has its own specific eligibility criteria, which can vary. Therefore, it is essential to consult the individual program’s official website for detailed requirements.

Application Process

The application process for Erasmus Mundus Joint Masters is decentralized. Each program manages its own admissions, including the announcement of available positions and the selection process. Prospective students can find detailed information and application guidelines in the program catalog. It is crucial to review the specific requirements and deadlines for each program of interest. Erasmus+

Required Documents

While specific document requirements may vary slightly between programs, the following are commonly required:

  • Degree Certificates and Transcripts – Official copies of your bachelor’s degree certificate and academic transcripts, including certified translations if they are not in English.
  • Curriculum Vitae (CV) – An up-to-date CV detailing your academic and professional experiences.
  • Motivation Letter – A well-structured letter in English explaining your interest in the program, your academic and professional goals, and why you are a suitable candidate.
  • Letters of Recommendation – typically, two letters of recommendation from academic or professional references who can attest to your qualifications and potential.
  • Proof of Language Proficiency – Evidence of proficiency in the language of instruction, usually English. This can be demonstrated through standardized test scores or other recognized qualifications.
  • Passport or Identity Card – A valid copy of your passport or national identity card.

Please note that some programs may have additional requirements, such as a statement of purpose, academic papers, or a digital passport-sized photo. It is imperative to carefully read and adhere to the specific requirements outlined by the program you are applying to.

 

Funding and Scholarships

Erasmus Mundus Joint Masters offer scholarships that cover tuition fees, travel costs, and living expenses. These scholarships are highly competitive and are awarded based on academic excellence and the quality of the application. Detailed information about scholarship availability and application procedures can be found on the individual program websites.

Application Deadlines

Application deadlines vary depending on the specific program. Mostly deadlines are twice in a year January and October:

It is essential to check the specific deadlines for each program, as they can differ.

Participating in an Erasmus Mundus Joint Masters program is a prestigious opportunity that offers a rich academic experience and exposure to diverse cultures. By thoroughly researching the programs, understanding the eligibility criteria, and preparing the necessary documentation, you can embark on a rewarding educational journey that will significantly enhance your academic and professional prospects.