როგორ შევავსო/ატვირთვა/შევცვალო ჩემი საბანკო ანგარიში?

როდესაც შერჩეული ხართ, როგორც შესაძლო კანდიდატი მომდევნო ეტაპისთვის, მიიღებთ მეილს თქვენი საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შესავსებად, მხარდამჭერი დოკუმენტის/დოკუმენტების ასატვირთად და ვალიდაციის დასამტკიცებლად. თქვენი საბანკო ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ პირველ ეტაპზე დაგჭირდებათ, მაგრამ აუცილებელია შეგვატყობინოთ საბანკო ანგარიშის დეტალების ცვლილების შესახებ. 

შენიშვნა: აუცილებელია მოწვევის მიღებისთანავე საბანკო ანგარიშის დეტალების გამოგზავნა. გადადების შემთხვევაში გექნებათ თქვენი საბანკო ანგარიშის ვალიდაციის პრობლემა და დაგვიანდება გადახდა. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი ნაბიჯები  ნებისმიერი საბანკო ანგარიშის ვალიდაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

ეწვიეთ “ჩემი ექსპერტ არეას / My Expert Area” და დააჭირეთ “საბანკო ანგარიშის ( Bank Account)” ლინკს ნავიგაციის ზოლში მარცხენა მხარეს.

ახალი საბანკო ანგარიშის დამატებისთვის, დააჭირეთ “+ახალი საბანკო ანგარიში / (+New Bank Account)”. თქვენ გამოგიჩნდებათ საბანკო ანგარიშის დეტალების ველი. გთხოვთ, წაიკითხოთ ინფორმაცია “საჭირო დამხმარე დოკუმენტების / Eligible supporting documents” სექციაში. მიიტანეთ კურსორი “აირჩიეთ ქვეყანა (Choose Country)” ველის მარჯვენა მხარეს და აირჩიეთ ქვეყანა ჩამონათვალიდან. არჩეული ქვეყნიდან გამომდინარე გამოჩნდება ახალი ველები. შეავსეთ საჭირო ინფორმაცია და დააჭირეთ “შენახვა (Save)” ღილაკს, რომ გადახვიდეთ “საბანკო განცხადების ატვირთვის (Upload Bank Statement)” სექციაზე. 

ამ სექციაში თქვენ შეძლებთ ატვირთოთ საბანკო დოკუმენტი (მეტი დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ FAQ):

  1. ახალი საბანკო განაცხადი: ახალი დოკუმენტი წარმოდგენილი ბანკისგან ( მაგ: საბანკო განაცხადი, RIB, საბანკო სერტიფიკატი, ონლაინ საბანკო სქრინი(SCREENSHOT)…) რომელიც შეიცავს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას: ბანკის სახელი, ანგარიშის მფლობელის სახელი, სრული ანგარიშის ნომერი (IBAN when mandatory), საბანკო საგზაო კოდი (Routing Code), BSB კოდი (BSB Code), ABA საბანკო კოდი, თუ გამოყენებულია, გამოყენების ბოლო თარიღით (იგულისხმება რომ გამოყენებული იუნდა იყოს არაუგვიანეს ბოლო ექვს თვის განმავლობაში).

ან

  1. “საფინანსო იდენტიფიკაციის ფორმა ( The Financial Identification Form)” (FIF) ბანკის წარმომადგენლის მიერ ბეჭდარტყმული, დათარიღებული და ხელმოწერილი.

ატვირთეთ თქვენი საბანკო დოკუმენტის სკანირებული ვერსია ჩამოსაშლელ ყუთში (Drop Box) ან ჩამოსაშლელ ყუთის ღილაკზე დაწკაპებით. ფაილი გამოჩნდება “დამხმარე დოკუმენტების (Supporting Documents)” სექციაში. დააჭირეთ “შენახვა (Save)” ღილაკს და შემდეგ “ატვირთვა (Submit)”, რის შემდეგაც გამოჩნდება “დასადასტურებელი ყუთი / Confirmation Box”. დააჭირეთ “კი/ Yes” ღილაკს დასადასტურებლად. 

თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი საბანკო ანგარიშის ატვირთვას თუ ჯერ თქვენი პირადი ინფორმაცია არ არის ატვირთული. სანამ პირადი ინფორმაცია (The LE) არ არის ატვირთული, The BA დაბლოკავს თქვენს საბანკო ანგარიშის ატვირთვის მცდელობას.

მას შემდეგ რაც თქვენი საბანკო ანგარიში გახდება ვალიდური, თქვენ მისი შეცვლა აღარ შეგეძლებათ. თუ გსურთ რაიმე ცვლილებების შეტანა ვალიდურ საბანკო ანგარიშებზე, თქვენ დაგჭირდებათ დააჭიროთ და ატვირთოთ “ახალი საბანკო ანგარიშის დამატება / Add a New Bank Account”, რის შემდეგაც EU Services გახდის მას ვალიდურს.

დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ “ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის (IT How To) გვერდს: Adding or Deleting a Bank Account